ორშაბათი, 29.04.2024, 18:09
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » ივნისი » 15 » ანტიჩი: გერმანიასთან სულ სხვა სერბეთს ნახავთ!.
20:13
ანტიჩი: გერმანიასთან სულ სხვა სერბეთს ნახავთ!.

სერბეთის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში მთელ მსოფლიოს იმედები გაუცრუა. რადომირ ანტიჩის გუნდისგან ყველა გაცილებით უკეთეს თამაშს და შედეგს ელოდა, მაგრამ სერბებმა განასთან ამაზრზენად ითამაშეს და დამარცხდნენ.

როგორც იცით, განამ გამარჯვების გოლი პენალტით გაიტანა, რომელიც სერბების საყრდენი ნახევარმცველის, ზდრავკო კუჟმანოვიჩის ბრალი იყო - "შტუტგარტის" ჩამშლელმა შუამარბმა საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა. თუმცა მატჩის შემდეგ კუჟმანოვიჩმა მთელ სერბეთს ბოდიში მოუხადა. შეცდომები ანტიჩმაც აღიარა და გულშემატკივრებს დაპირდა, მეორე ტურში, გერმანიასთან, სულ სხვა სერბეთს იხილავთო.

"ვფიქრობდი, რომ განასთან შეხვედრაში წარმატებას მშვიდი თამაშით უფრო მივაღწევდით, ვიდრე აგრესიული ფეხბურთით. როგორც ჩანს, ყველაფერი სწორად ვერ გავთვალე, რადგან შედეგი სახეზეა - ჩვენ წავაგეთ.

თუმცა აქ ისიც უნდა ითქვას, რომ ჩემი ფეხბურთელები ზედმეტად ნერვიულობდნენ. ეს თამაში უკვე ჩავლილია და ჩვენც წინ უნდა გავიხედოთ. მეორე შეხვედრა ჯგუფისა და ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტთან, გერმანიასთან გვიწევს და ამ მატჩისთვის ძალიან კარგად უნდა მოვემზადოთ," - განუცხადა ანტიჩმა ჩვენს სერბ კოლეგებს.

მწვრთნელი გულშემატკივრებს იმასაც პირდება, რომ მისი გუნდი გერმანიასთან სულ სხვა ფეხბურთს ითამაშებს. "განასთან განცდილი მარცხი გვაიძულებს, გერმანიასთან და ავსტრალიასთან შევუტიოთ. ყურების ჩამოყრის უფლებას არავის მივცემ. ორი თამაში დაგვრჩა და ჯგუფიდან გასვლა ჯერ კიდევ შეგვიძლია. ასე რომ, ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ," - ამბობს 61 წლის სპეციალისტი.

გუნდის კაპიტან დეიან სტანკოვიჩსაც სჯერა, რომ ის და მისი თანაგუნდელები თამაშს გამოასწორებენ და გერმანიასთან წარმატებას მიაღწევენ. "გერმანიის ნაკრების დამარცხება საოცრად ძნელია, მაგრამ მე მჯერა ჩვენი გუნდის. განასთან წაგების შემდეგ, უკან დასახევი გზა მოჭრილი გვაქვს. ასე რომ, მოედანზე თითოეულმა ჩვენთაგანმა თავი უნდა დადოს," - ამბობს 31 წლის სტანკოვიჩი.

კუჟმანოვიჩმა კი თანაგუნდელებს, მწვრთნელს და სერბეთის ნაკრების გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა: "სისულელე გავაკეთე და თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ. მინდა, ყველას ბოდიში მოვუხადო. ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს!"

აქვე გეტყვით, რომ გერმანიასთან (18 ივნისს) ანტიჩი დაცვის ცენტრში დორტმუნდელ ნევენ სუბოტიჩს ათამაშებს, რადგან ალეკსანდარ ლუკოვიჩი განასთან მატჩში გაძევების შემდეგ დისკვალიფიცირებულია.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 991 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები