ორშაბათი, 29.04.2024, 11:10
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » ივნისი » 15 » ბოდიში ინგლისელ ერს!
20:15
ბოდიში ინგლისელ ერს!

საინტერესო ფაქტია - რობერტ გრინმა ერს ბოდიში მოუხადა. ყოჩაღმა გოლკიპერმა, რომელმაც აშშ-ის ნაკრებთან საოცრად შეცდა, თანაგუნდელებსაც მოუბოდიშა და სრულიად ინგლისსაც. თამაშის მეორე დღეს მას განაცხადა: "თანაგუნდელებს შესვენებისასვე მოვუბოდიშე, ახლა კი მინდა მილიონობით ადამიანს ვუთხრა, რომ ძალიან ვწუხვარ გული რომ ვატკინე".

ინგლისური გაზეთები სიამაყით წერენ, რომ მათ მეკარეს რასაკვირველია შეეძლო თავი ჩაეხარა და პრესა-ტელევიზიასთან შეხვედრას საერთოდ არიდებოდა, მითუფრო, რომ თანაგუნდელები მხარში ამოუდგნენ და მისი გაკრიტიკება ერთმაც არ იკადრა, მაგრამ გრინმა ეს არ იკადრა. ის თავაწეული მივიდა საპრესკონფერენციო დარბაზში და მთელს ინგლისს ალალად ჩახედა თვალებში.

ახლა, ჟურნალისტები წერენ, რომ კლინტ დემპსის გოლის გამო გრინს თუნდაც სანაკრებო კარიაერა დაამთავრებინონ, ის ისტორიას ვაჟკაც ადამიანად შემორჩება.

საინტერესოა, რომ გრინს მხარში მხოლოდ ინგლისელები კი არა, ამერიკელი ფეხბურთელებიც ამოუდგნენ. აი, მაგალითად, რა თქვა ცნობილმა ლენდოდ დონოვანმა:

"ჩვენ ანგარიშის გათანაბრებამ და ქულის მოპოვებამ ძალიან გაგვახარა, მაგრამ ამავდროულად მინდა ინგლისელებს ვთხოვო, რობერტს ძალიან ნუ გააკრიტიკებენ.

არც კი მინდა წარმოვიდგინო, რას ფიქრობს და განიცდის ის ახლა. ინგლისის ნაკრები კი არა, ჩვენ, ამერიკელები, ჩვენს გასახდელში, თამაშის შემდეგ ვამბობდით, რომ ძალიან ცუდია, როდესაც რომელიმე ფეხბურთელს ასეთი უიღბლობა დარევს ხელს. ერთხელაც გთხოვთ, ნუ დააჭერთ რობს წიხლს, პირიქით, გაამხნევეთ, რათა მზიმე მდგომარეობა დაძლიოს".


თავად გრინმა მსოფლიოს ჩემპიონატის ახალი ბურთის, "ჯაბულანის" დადანაშაულებაზე უარი თქვა: "ბურთს არაფერში ვადანაშაულებ. მე ის უნდა დამეჭირა და აქ სხვა აზრი არ არსებობს. იმ ეპიზოდში ბურთმა საკმაოდ შორიდან იფრინა და ვერ გეტყვით რატომ ვერ მოვახერხე მისი ხელში შემაგრება. უხეშად შევცდი და ახლა მთელი ცხოვრება ამ მომენტის თანხლებით მომიწევს ცხოვრება. რა უნდა მითხრას ხალხმა? არაფრის თქმა არ არის საჭირო.

მე შევცდი და ასეთია ცხოვრება. ძალიან მესიამოვნა მეორე ტაიმში ჟოზი ალტიდორის დარტყმა რომ მოვიგერიე. მიხარია, რომ გოლის გაშვების შემდეგ თავი არ ჩავხარე. 30 წლის ვარ და, როგორც ჩანს, გამოცდილებამ თავისი გაიტანა".

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1012 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები