ორშაბათი, 29.04.2024, 11:39
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » ივნისი » 15 » შვაინშტაიგერი მიუნხენში რჩება! ...და ნერლინგერის თქმით, არც ლამი იყიდება.
20:22
შვაინშტაიგერი მიუნხენში რჩება! ...და ნერლინგერის თქმით, არც ლამი იყიდება.

ბასტიან შვაინშტაიგერმა მიუნხენის ბაიერნში შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და გასაკვირი სულაც არ არის ის, რაც ახლა მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა, ანუ, კლუბების კულისებში ხდება: ევროპის გრანდებმა მიუნხენური გრანდისა და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველს თვალი დაადგეს და როგორც "კიკერი" წერს, მიუნხენური კლუბის შეფებს რამდენიმე ფაქსი მიუვიდათ, სადაც მხოლოდ ერთი კითხვაა დასმული: "რა ღირს შვაინშტაიგერი?"


ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, შვაინის გადაბირება ყველაზე მეტად ლონდონის "ჩელსის" უნდა. თანაც, მიხაელ ბალაკის გაშვების შემდეგ, "არისტოკრატებს" შვაინშტაიგერის დონის ცენტრალური ნახევარმცველი ნამდვილად არ აწყენდათ. უფასოდ გაშვებული გერმანელის გერმანელითვე ჩანაცვლება "ჩელსის" მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის სურვილი ყოფილა. როგორც ცნობილია, მას ბალაკის გაშვებაც არ სურდა.


თავზესაყრელად აღარ, მაგრამ ფული "ჩელსის" ჯერ კიდევ საკმაოდ ბევრი აქვს. ყველაზე საინტერესო მაინც ის არის, თუ რას ფიქრობს თვითონ შვაინშტაიგერი. სამხრეთ აფრიკაში გამგზავრებამდე მან თქვა, ჯერ მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვარ კონცენტრირებული, მუნდიალის დასრულების შემდეგ კი ყველაფერზე დავფიქრდები, გამორიცხული არაფერიაო. ცხადია, პირველ რიგში ყველაფერი "ბაიერნის" ნება-სურვილზეა დამოკიდებული.

ბასტიანს კი, ერთის მხრივ, მიუნხენში დარჩენა და ლუის ვან გაალის ხელში პროგრესის გაგრძელება უნდა, მეორე მხრივ კი უცხოეთში თამაშის პერსპექტივაც იზიდავს. 25 წლის შვაინი არასდროს მალავდა, რომ ბავშვობიდან რომელიმე არაგერმანულ სუპერ-გრანდში თამაშზე ოცნებობს.


"ბაიერნის" მენეჯერ კრისტიან ნერლინგერს რომ ჰკითხოთ, შვაინშტაიგერმა საერთოდ არაფერზე უნდა იფიქროს. ევროპული ელიტისთვის არანაკლებ საინტერესოა გერმანიის ნაკრების ახალი კაპიტანი ფილიპ ლამიც, მაგრამ ნერლინგერი მის ტრანსფერსაც ვეტოს ადებს. "ლამი და შვაინშტაიგერი არ იყიდებიან. ჯერ არ გავგიჟებულვართ, რომ გუნდის ორი უმთავრესი ფიგურა გავყიდოთ," - აცხადებს ნერლინგერი.


ამრიგად, შვაინშტაიგერის ტრანსფერი მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება რეალური, თუ თვითონ ამას თვითონ ბასტიანი მოისურვებს. ოღონდ, ეს მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ გვეცოდინება. შვაინისაც და ლამსაც რეკორდმაისტერთან კონტრაქტი 2012 წლამდე აკავშირებთ.
აქვე შეგახსენებთ, რომ "ბაიერნი" მომავალი სეზონისთვის მაღალი კლასის ფლანგის მცველს ეძებს. "კიკერის" ინფორმაციით, მიუნხენელებმა სებასტიან კორშიას (19 წლის, ლე მანი) შემდეგ, სტეფან მბიასაც (24 წლის, მარსელი) დაადგეს თვალი.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 976 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები