ორშაბათი, 29.04.2024, 18:37
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » ივნისი » 15 » ბრძოლა საკუთარი ისტორიის წინააღმდეგ.
20:24
ბრძოლა საკუთარი ისტორიის წინააღმდეგ.

სამწვრთნელო შურისძიების მოლოდინში

16 ივნისი. დურბანი. "დურბან სტედიუმი". 18:00
ესპანეთი-შვეიცარია
სავარაუდო შემადგენლობები
ესპანეთი (4-1-3-2): კასილიასი - ს. რამოსი, პუიოლი, პიკე, კაპდევილა - ბუსკეტსი - ჩავი, ჩაბი ალონსო, სილვა - ტორესი, ვილია.
შვეიცარია (4-4-2): ბენალიო - ლიხშტაინერი, სენდეროსი, გრიხტინგი, ციგლერი - ბარნეტა, ჰუგელი, ინლერი, ფერნანდესი - ნკუფო, დერდიოკი.
არბიტრი: ჰ. ვები (ინგლისი)

ყველაზე ბოლოს მუნდიალს დურბანში ესპანეთისა და შვეიცარიის ნაკრებები დაიწყებენ, საქმეში კიდევ ერთი, შესაძლოა, მთავარი ფავორიტი ჩაერთვება. რას იზამს ესპანეთის ნაკრები სამხრეთ აფრიკაში, აქ სპეციალისტთა პროგნოზები ორად იყოფა - პირველები, ისევე როგორც გულშემატკივართა დიდი ნაწილი, მიიჩნევენ, რომ "ფურია როხა" ობიექტურად ყველაზე ძლიერი გუნდია მსოფლიოს ჩემპიონატზე და მან აუცილებლად უნდა იბრძოლოს ტიტულისათვის.

გუნდი მართლაც შესანიშნავ ფორმაშია, რომლის ერთ-ერთი დასტური სპარინგში პოლონეთის ნაკრების 6:0 განადგურებაა. უკვე 12 თამაშია, რაც ესპანეთის ნაკრები გამარჯვებული გამოდის მინდორიდან, ეს კი მსოფლიო რეკორდს სამი მატჩით ჩამორჩება. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო რეკორდიც "ფურია როხას" ეკუთვნის და ის 2008-2009 წლებში დამყარდა. 

პესიმისტები კი მიიჩნევენ, რომ ესპანეთის ნაკრებს წარმატებაში ხელს საკუთარი ისტორია შეუქმნის, რომელიც ტრადიციად დამკვირდა - მუნდიალამდე ესპანეთის ნაკრები ფავორიტია, ძალიან კარგი გუნდია, მაგრამ იწყება პირველობა და... მოკლედ, ვისენტე დელ ბოსკეს უძლეველმა არმადამ, მეტოქეებთან ერთად საკუთარი ისტორიით შექმნილ სტერეოტიპებსაც უნდა აჯობოს.

არის, კიდევ ერთი "დეტალი", რაც ესპანეთი-შვეიცარიის მატჩს დამატებით ელფერს შესძენს, მოედანზე ესპანელი და შვეიცარიელი ფეხბურთელების შედარებაც კი არ შეიძლება, მაგრამ მოედნის კიდეზე მყოფებს, ვისენტე დელ ბოსკესა და ოტმარ ჰიტცფელდს ძველი ანგარიშები აქვთ გასასწორებელი, 2:1 - ამ ანგარიშით იგებს ურთიერთშეხვედრების გერმანელი თავკაცი. დელ ბოსკეს თითქმის 10 წლის წინანდელი წყენის შური აქვს საძიებელი, მაშინ ის ჩემპიონთა თასის მფლობელ "რეალს" წვრთნიდა, ხოლო ჰიტცფელდი - "ბაიერნს".

ლიგის ნახევარფინალში, "სანტიაგო ბერნაბეუზე" გერმანულმა კლუბმა, რომელმაც შტეფან ეფენბერგის გაძევების გამო 10 კაცით დაასრულა შეხვედრა, ჯოვანი ელბერის გოლის წყალობით მოიგო - 1:0. საპასუხო მატჩშიც "ბაიერნს" დარჩა მოგება - 2:1. 

ესპანეთი და შვეიცარია აქამდე 18-ჯერ დაუპირისპირდა ერთმანეთს, "ფურია როხას" აბსოლუტური უპირატესობა აქვს, გუნდმა 15 შეხვედრა მოიგო და 3 ფრედ დაასრულა. ბურთების შეფარდებაც შტამბეჭდავია ესპანეთის ნაკრების სასარგებლოდ - 45:15. ესპანელებმა აქამდე 12 მუნდიალზე ითამაშეს, ხოლო შვეიცარიელებმა - 8-ზე.

თუმცა მიღწევებით ვერც ერთი მათგანი დაიკვეხნის, "ფურია როხამ" 1950 წლის მუნდიალზე აიღო მე-4 ადგილი, შვეიცარია კი არცთუ ახლო წარსულში სამჯერ გავიდა მეოთხედფინალში, სულ ეს არის...
ესპანელთა ბანაკში სასიამოვნო სიახლეა, ანდრეს ინიესტა გამოჯამრთელდა და მას თამაში შეუძლია, თუმცა დელ ბოსკემ ის მაინც შეიძლება დატოვოს სათადარიგოთა სკამზე, გაუფრთხილდეს ახლადგამოჯანმრთელებულ ნახევარმცველს.

ფერნანდო ტორესი და სესკ ფაბრეგასი ბოლომდე გამოჯანმრთელდნენ, მათი თამაში ეჭვს არ იწვევს. 

შვეიცარიას დიდი დანაკლისი აქვს, ვეტერანი ფორვარდი ალექსანდერ ფრაი კოჭის ტრავმის გამო გამოაკლდა გუნდს, მას ჯერ ნორმალურად სირბილიც არ შეუძლია. გამორიცხულია ესპანელთა წინააღმდეგ ნახევარმცველ ვალონ ბეჰრამის თამაშიც.


შტეფან ლიხშტაინერი: "მოგების გარანტიას არ ვიძლევით, თუმცა დარწმუნებით შეგვიძლია შეგპირდეთ, რომ ნაკრები გააკეთებს ყველაფერს მოსაგებად. ჩვენ ძალიან კარგად მოვემზადეთ ამ ტურნირისთვის, რამაც ისედაც ძლიერი გუნდური სული კიდევ უფრო გააძლიერა. შვეიცარია შეეცდება საუკეთესოდ გამოვიდეს მუნდიალზე".

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 955 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები