ორშაბათი, 29.04.2024, 11:25
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » ივნისი » 15 » აფხაზური მხარე პირობას დებს, რომ გალში ქართველთა სახლების გადაწვის საქმეს გამოიძიებენ.
20:28
აფხაზური მხარე პირობას დებს, რომ გალში ქართველთა სახლების გადაწვის საქმეს გამოიძიებენ.

გალში ქართულმა და აფხაზურმა მხარეებმა საგანგებო შეხვედრაზე რაიონში ბოლო ორი კვირის განმავლობაში მომხდარი ინციდენტები განიხილეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა განუცხადა.


"გალის რაიონში ქართველების სახლების დაწვის ფაქტებთან დაკავშირებით აფხაზურმა მხარემ განაცხადა, რომ ამ ფაქტებს გამოიძიებენ. მათ ქართული მხარე დაადანაშაულეს ბოლო დღეებში გალის რაიონში სამი ადამიანის მკვლელობაში. ჩვენ შესაბამისი მტკიცებულებები მოვითხოვეთ, თუმცა, რა თქმა უნდა, მათ ამ მტკიცებულებების წარმოდგენა ვერ შეძლეს", - განაცხადა შოთა უტიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მომდევნო შეხვედრა გალში 22 ივნისის ნაცვლად 20 ივლისს გაიმართება.

ივნისის დასაწყისიდან გალის რაიონში დე-ფაქტო ხელისუფლების სამი წარმომადგენელი მოკლეს. ქართული მხარის ვერსიით, მკვლელობების მიზეზი ქართული მოსახლეობიდან ძალით ამოღებული გადასახადების განაწილება გახდა.

მკვლელობებს დიხაზურგაში აფხაზური მილიციის სადამსჯელო ოპერაცია მოჰყვა, რომლის დროსაც გადაწვეს რამდენიმე სახლი და სცემეს რამდენიმე ახალგაზრდას. აფხაზური მხარე თავდაპირველად სახლების გადაწვისა და ადგილობრივების ცემის ფაქტებს კატეგორიულად უარყოფდა.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1037 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები