ორშაბათი, 29.04.2024, 11:11
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » ივნისი » 15 » მატვეი განაპოლსკი - რუსეთი საქართველოს ტერიტორიებს ისევე დაუბრუნებს, როგორც ჩამოაშორა.
20:29
მატვეი განაპოლსკი - რუსეთი საქართველოს ტერიტორიებს ისევე დაუბრუნებს, როგორც ჩამოაშორა.

საქართველო წინ მიდის და ქვეყანაში სუბიექტი ხალხია, - ამგვარი შეფასება რუსმა ჟურნალისტმა, რადიოსადგურ "ეხო მასკვის" წამყვანმა მატვეი განაპოლსკიმ "რია ნოვოსტის" თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე დააფიქსირა.
ჟურნალისტის თქმით, საქართველოში ორი წლის შემდეგ ჩამოსვლისას დაინახა, რომ იმ მძიმე მოვლენის შემდეგ, რაც რუსეთ-საქართველოს ომი იყო, ქვეყანა მორალურად არ დაცემულა.

განაპოლსკის აზრით, ვინც 2008 წელს ომი დაიწყო, გათვლილი ჰქონდა, რომ შიდაძალები მოქმედ ხელისუფლებას დაამხობდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. ჟურნალისტს მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ საქართველოში ისევ ლეგიტიმური ხელისუფლება მოქმედებს, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

"როგორია ეს ხელისუფლება, ეს საქართველოს შიდასაქმეა და მე, რა თქმა უნდა, ამ საქმეში არ ჩავერევი. ჩემთვის ისიც კარგი იქნება, თუ ჩვენს შიდასაქმეებში გავერკვევი, თუნდაც იმაში, ვინ არის იმ ორიდან რუსეთის პრეზიდენტი.

რაც შეეხება საქართველოს, მოხარული ვარ, რომ ეს ქვეყანა შენდება – შენდება გზები, შენობები. შეიძლება, ქართველებს რაღაც არ მოგწონდეთ, მაგრამ თქვენ რაღაცას მაინც აშენებთ და ქვეყანა წინ მიიწევს. საქართველო დემოკრატიული ქვეყნის ცხოვრებით ცხოვრობს. აქ მამოძრავებელი ძალა, სუბიექტი ხალხია, რუსეთში კი ხალხი მხოლოდ ობიექტია ", - განაცხადა მატვეი განაპოლსკიმ.

მატვეი განაპოლსკიმ აღნიშნა, რომ საქართველოს წინსვლა რუსეთის ხელისუფლებას მეტად აწუხებს, რადგან მოსკოვს იმედი ჰქონდა, რომ ტერიტორიების დაკარგვის შემდეგ ე.წ. სააკაშვილის რეჟიმს ჩამოაგდებდნენ და სახალხო მღელვარება დაიწყებოდა.


"მაგრამ ეს არ მოხდა, არ დაიწყო არც სახალხო მღელვარება და არც ყირგიზული ვარიანტი გათამაშდა, რაც ქართველი ხალხის სიბრძნეზე მეტყველებს", - განაცხადა განაპოლსკიმ.

ჟურნალისტი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხსაც შეეხო. მისი შეფასებით, რუსეთმა მეზობელ სახელმწიფოს ტეროტორიები ჩამოაშორა.

"მაგრამ როგორც ჩამოაშორა ეს ტერიტორიები, ისე დაუბრუნებს. რუსეთის ნაბიჯის აბსურდულობა და უსამართლობა საერთაშორისო თანამეგობრობამ აღიარა.

რაც შეეხება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას, რუსეთმა ვერ მიიღო მათი დაუყოვნებლივი აღიარება, როგორც ამას ელოდა. თვით ლუკაშენკოც კი არ წავიდა ამაზე, მიუხედავად მრავალმხრივი ზეწოლისა", - აღნიშნა განაპოლსკიმ.

მან არ გამორიცხა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკები საქართველოს შემადგენლობაში ფედერაციიის ან კონფედერაციის მოდელის ფარგლებში დაბრუნდნენ. ამასთან, რუს ჟურნალისტს მიაჩნია, რომ ტერიტორიების დაბრუნების შანსი მაშინ გაჩნდება, როცა საქართველო აფხაზებისა და ოსებისთვის უფრო მიმზიდველი გახდება, ვიდრე - რუსეთი.

"აფხაზები ჭკვიანები არიან – მათ სავსე პლაჟები ასევე სჭირდებათ, როგორც - დამოუკიდებლობა. მათ შემთხვევაში ყველაფერი გასაგებია. ხოლო თუ რა უნდათ სამხრეთ ოსეთის ოსებს, ჩემთვის საერთოდ გაუგებარია. როგორც ჩანს, მათ მხოლოდ ფული უნდათ, თანაც ისე, რომ არავინ ჰკითხოს, რაში დახარჯეს", - განაცხადა მატვეი განაპოლსკიმ.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 977 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები