ორშაბათი, 29.04.2024, 18:39
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » ივნისი » 15 » დასავლური პრესა: "სხვა გზა არაა, რუსეთი ყირგიზეთში ჯარს შეიყვანს!"
20:30
დასავლური პრესა: "სხვა გზა არაა, რუსეთი ყირგიზეთში ჯარს შეიყვანს!"

დასავლური პრესა იტყობინება, რომ რუსეთი თავისი სამხედროების ყირგიზეთში გასაგზავნად ემზადება, სადაც მასობრივი არეულობა ამ დრომდე გრძელდება. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მოსკოვს სხვა გზა უბრალოდ არ აქვს, რადგან ყირგიზეთის მთავრობა ვერ ახერხებს მდგომარეობის გამოსწორებას და შველას რუსეთის ფედერაციისგან ითხოვს.

დიმიტრი მედვედევის ბოლო განცხადებით, რესპუბლიკაში ვითარება უკიდურესად მძიმეა და მის მოსაწესრიგებლად "ყველა საშუალება" სასწრაფოდა არის მისაღები. რუსეთი ცდილობს, რომ საერთაშორისო ნორმები არ დაარღვიოს და ამიტომ ყირგიზეთში ჯარი კოლექტიური უსაფრთხოების შეთანმხების ეგიდით შეჰყავს.

ორშაბათს კოლექტიური უსაფრთხოების შეთანმხების ორგანიზაციის გენმდივანმა ნიკოლაი ბორდიუჟამ მედვედევს აცნობა, რომ წევრი-სახელმწიფოების წარმომადგენლები სპეციალურ სხდომაზე ყირგიზეთის სამართალდამცველი ორგანოებისთვის დახმარების თაობაზე შეთანხმდნენ. სხდომაზე განიხილეს ყირგიზეთის თხოვნა, ქვეყანაში სამშვიდობოთა კონტიგენტის შეყვანის შესახებ და დასახეს კიდეც მისი განხორციელების გეგმა.

იტალიური გაზეთის Il sole 24 ore ვარაუდით, მდგომარეობის ნორმალიზება სწრაფად ვერ მოხდება თუნდაც იმის გამო, რომ სამთავრობო ჯარებს უზბეკთა მასობრივ ჟლეტაში სდებენ ბრალს.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1016 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები