ორშაბათი, 29.04.2024, 14:40
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » ივნისი » 15 » ვანესა მეი პრეზიდენტ ლუკაშენკოსთან ერთად დაკვრაზე უარს არ იტყოდა.
20:33
ვანესა მეი პრეზიდენტ ლუკაშენკოსთან ერთად დაკვრაზე უარს არ იტყოდა.

მომღერალმა და ვირტუოზმა მევიოლონე ვანესა მეიმ "ევრორადიოს"-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. ინტერვიუში მან თავისი შემოქმედების, "ევროვიზიისა" და იმის შესახებ ისაუბრა, თუ რატომ მოსწონს მას ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს აკორდეონი.

პლანეტის ყველაზე სკანდალური მევიოლინე 19 ივნისს მინსკში ჩავა. იქ მისთვის უკვე დაჯავშნილია ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს "ლუქსი" და კიდევ ერთი ამგვარი ნომერი მისი საყვარელი ძაღლებისთვის - ჩიხუახუა მაქსიმუსისა და შარპეი გასპარისთვის - არის გამოყოფილი.

როდესაც ჟურნალისტმა ვანესა მეის ჰკითხა, იცის თუ არა მან, რომ ალექსანდრ ლუკაშენკო აკორდეონზე უკრავს და უნდა თუ არა მასთან დუეტში დაკვრა, მევიოლინემ უპასუხა, რომ "ეს მას ძალიან გაამხიარულებდა".

"დედაჩემი აკორდეონზე უკრავდა და მე ყოველთვის მომწონდა მისი მოსმენა. თუ თქვენი პრეზიდენტი თანახმა იქნება, მე სიამოვნებით დავუკრავდი მასთან ერთად რამეს", - განაცხადა მეიმ.

აღსანიშნავია, რომ ბელორუსის პრეზიდენტს ძალიან უყვარს აკორდეონზე დაკვრა.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1295 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები