ორშაბათი, 29.04.2024, 12:08
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » ივნისი » 15 » "ქალი ყოველთვის სასურველი უნდა იყოს".
20:36
"ქალი ყოველთვის სასურველი უნდა იყოს".

რუბრიკის სტუმარია მომღერალი სოფო ბედია. "კარგად ვიცი, რა მიხდება და როგორ გავხდე უკეთესი", - გვითხრა სოფომ, რომელიც სიამოვნებით დაგვთანხმდა ინტერვიუზე და ისიც გაგვანდო, რომ ქართველ მსმენელს მრავალ სიახლეს ჰპირდება. მალე ტელეეკრანზე მეუღლესთან, მუსიკოს მიშა შაყულაშვილთან ერთად შესრულებული მისი დუეტის ვიდეოკლიპიც გამოჩნდება.

- სოფო, როგორი სტილის სამოსს ამჯობინებ?
- ჩემთვის კლასიკური სტილია ყველაზე მოხერხებული, რომელიც ქალურობას უსვამს ხაზს. რა გასაკვირიც უნდა იყოს, მაღალ ქუსლზე თავს კომფორტულად ვგრძნობ. "ბალეტკებს" იშვიათად ვიცვამ - მაშინ, როდესაც გადაღლილი ვარ.

- ამ სეზონზე აქტუალურია გრძელი კაბები. მოგწონს?
- გრძელი კაბები ძალიან მომწონს და მიხდება კიდეც. ახლახან შევიძინე გრძელი, ლამაზი სარაფანა. განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ ქსოვილს. გრილი, მსუბუქი ქსოვილები მიყვარს. სამოსი არ უნდა მაწუხებდეს, მით უმეტეს, ზაფხულში.

- ქართველ დიზაინერებზე რას იტყვი?
- უდავოა, რომ საქართველოში ნიჭიერი დიზაინერები არიან. ყოველ მათგანს ინდივიდუალური სტილი აქვს. "ჯეოსტარის" მიმდინარეობისას ავთანდილთან მომიწია მუშაობამ. ყველა კაბა, რომელიც მან შემიკერა, ძალიან მიხდებოდა. გამოვარჩევდი საფინალო გამოსვლისთვის შეკერილ შავ კაბას, რომელიც მართლაც უმაღლესი კლასის ნამუშევარია.

- სოფო, ყველა ქალმა იცის, ჩაცმულობით სხეულის რომელ ნაწილს გაუსვას ხაზი. შენ რაზე აკეთებ აქცენტს?
- ვიცი, რა მიხდება და როგორ გავხდე უკეთესი. ყოველთვის გამოვკვეთ სხეულის სილუეტს და მაცვია ტანზე მომდგარი სამოსი, თუმცა ზომიერად.

- ზედატანს როგორს იცვამ?
- აუცილებლად დეკოლტირებულს, ყელზე მობჯენილ საყელოს ვერ ვეგუები.

- მაკიაჟი ყოველთვის განსაკუთრებული გაქვს. ვიცი, რომ თავად იკეთებ...
- "ჯეოსტარზეც" თვითონ ვიკეთებდი. მართალია, არაჩვეულებრივი ვიზაჟისტები ჰყავდათ, მაგრამ ყველაზე უკეთ მე ვიცი, რა მიხდება და რა როგორ წავისვა. მაკიაჟს თითქმის ყოველდღე ვიკეთებ, მსიამოვნებს კარგ ფორმაში ყოფნა - ქალი ყოველთვის სასურველი უნდა იყოს!

- რა შედის ყოველდღიურ მაკიაჟში?
- ვინაიდან თეთრი კანი მაქვს, მუქი ფერის ტონს ვისვამ, გარდა ამისა, ტუშსა და ლაინერს. მომწონს როგორც მუქი, ასევე ბაცი ფერის ტუჩსაცხი. ყველაზე მეტად "მაქს ფაქტორის" პარფიუმერიას ვენდობი, მით უმეტეს, რომ ხელმისაწვდომი ფასი აქვს.

- სუნამოს რომელს იპკურებ?
- რამდენიმე სუნამო მაქვს და სხვადასხვა დღეს სხვადასხვას ვიპკურებ. ამჟამად ვხმარობ "გუჩის", "მის ბუშერონს", პაკო რაბანის "ბლექ ექსესს" და "ანტონიო ბანდერასს".

- როგორი უნდა იყოს შენი ჩანთა?
- ჩემი ჩანთა ტევადი უნდა იყოს, თუმცა მაქვს რამდენიმე პატარა ზომის ჩანთაც.

- რას ფიქრობ პლასტიკურ ქირურგიაზე?
- თუ ადამიანს სჭირდება გარეგნობაში რამის შეცვლა, რატომ არ უნდა შეიცვალოს? არ ვამართლებ იმას, რომ ახალგაზრდები სახის კანს იჭიმავენ, თუმცა ტუჩების ან ცხვირის ფორმის შეცვლა საჭიროების შემთხვევაში გამართლებულია. ისე, მე არასდროს გამჩენია სურვილი, გარეგნობაში რამე შემეცვალა, ყოველ შემთხვევაში, ჯერ არ მჭირდება. ერთადერთი, ფორმას ვუფრთხილდები, ამჟამადაც დიეტაზე ვარ.

- ჩაცმულობის მხრივ ვინ არის ყველაზე გემოვნებიანი ქალი და მამაკაცი საქართველოში?
- ქალებიდან ალბათ ნანი ბრეგვაძეს გამოვარჩევდი, მამაკაცის დასახელება კი გამიჭირდება, თუმცა გემოვნებიანი მამაკაცი საქართველოში საკმაოდ ბევრია.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1088 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები