ორშაბათი, 29.04.2024, 17:08
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » ივნისი » 15 » მიხეილ სააკაშვილი - ქვების სროლა თანამედროვე პოლიტიკური ცხოვრების წესი არ არის.
20:43
მიხეილ სააკაშვილი - ქვების სროლა თანამედროვე პოლიტიკური ცხოვრების წესი არ არის.

"თუ ვერ მიდიხარ ზემოთ, ქვების სროლა და იქიდან ჯოხით ჩამოღება არ არის თანამედროვე პოლიტიკური ცხოვრების წესი", "აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. მისივე თქმით, საქართველოში "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობიდან 7 წელი არ გასულა, თუმცა ბევრი ლაპარაკობს, რომ მმართველ პარტიას ზედმეტი მუვიდა.

საქართველოს პრეზიდენტის ინფორმაციით, იაპონიას ერთი პარტია 60 წლის განმავლობაში მართავდა, თუმცა არავის უთქვამს, რომ იქ დემოკრატია არ არის. სააკაშვილმა დაასახელა გერმანიის მაგალითიც, სადაც 17 წლის განმავლობაში გრძელდებოდა კოლის, "ქრისტიან-დემოკრატებისა" და "თავისუფალი დემოკრატების" ალიანსის მმართველობა, თუმცა გერმანიის დემოკრატიულობაში ეჭვი არავის შეპარვია.

"ვერ გვწვდებიან და უნდათ, ჩამოგაგდონ, იმის მაგივრად, რომ თვითონაც ავიდნენ ამ დონეზე. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ქართველ ხალხს აჰყავს და ქართველ ხალხს ჩამოჰყავს ან შეიძლება დავიღალოთ და ჩამოვიდეთ. თუ შენ თვითონ ვერსად ვერ მიდიხარ ზემოთ, ქვების სროლა და იქიდან ჯოხით ჩამოღება არის მხოლოდ პირველყოფილი თემური წყობილებიდან რომ გადავდიოდეთ, დაახლოებით, დარვინიზმის თეორიით, მაიმუნების ეპოქიდან.

ეს არ არის თანამედროვე პოლიტიკური ცხოვრების წესი. ჩვენ მუდმივად უნდა ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე და ამაში ქართველი ხალხი დაგვიჭერს მხარს, თუ არა და სხვას აიყვანს ზემოთ და ჩვენ ჩამოგვიყვანს ქვემოთ. ეს არის ჩვენი პრინციპები", "აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1005 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები