ორშაბათი, 29.04.2024, 17:32
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » ივნისი » 15 » საქართველოს მთავრობაში საკადრო ცვლილებები მზადდება?!
20:47
საქართველოს მთავრობაში საკადრო ცვლილებები მზადდება?!

არაოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს მთავრობაში საკადრო ცვლილებები მზადდება.
ერთ-ერთი ვერსიით, თანამდებობას დატოვებს ეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი. შესაძლოა, მან ბრაზილიაში საქართველოს დიპლომატიურ მისიას უხელმძღვანელოს.

"ინტერპრესნიუსი" ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც ეს ინფორმაცია არ დაადასტურეს.
ვრცელდება ვერსია, რომ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს, გია ბარამიას არასამთავრობო ორგანიზაცია "კოალიცია სამართლიანობისთვის" ხელმძღვანელი ვერა ქობალია შეცვლის.

აფხაზეთის მედიაცენტრის ცნობით კი, არანაირი ოფიციალური ინფორმაცია ამის შესახებ არ აქვთ და ბარამია მუშაობას აგრძელებს.
ამასთან, გამორიცხული არ არის ვერა ქობალიას სხვა თანამდებობაზე დანიშვნაც. ინფორმირებული წყარო არც სხვა საკადრო ცვლილებებს გამორიცხავს.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1054 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები