ორშაბათი, 29.04.2024, 15:43
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » ივნისი » 15 » თვითმხილველების ინფორმაციით, ოშში შეტაკებების შედეგად 2000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
21:04
თვითმხილველების ინფორმაციით, ოშში შეტაკებების შედეგად 2000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ქალაქ ოშში შეტაკებების შედეგად 2000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა,- როგორც ყირგიზული საინფორმაციო სააგენტო "24.კგ" იუწყება, ამგვარ მონაცემებს თვითმხილველები ასახელებენ .
თვითმხილველების განცხადებით, მხოლოდ ქალაქ ოშში დარბევებისას 1500-დან 2000 უზბეკი დაიღუპა.


ოფიციალური მონაცემებით კი, დაღუპულთა რაოდენობამ 170 მიაღწია. კერძოდ, ოშის ოლქში 94, ჯალალ-აბადის ოლქში კი, 43 ადამინი დაიღუპა. სამედიცინო დახმარებისთვის საავადმყოფოებს 1762-მა ადამიანმა მიმართა, საავადმყოფოებში 826 ადამიანი მოათავსეს, 798-ს კი ამბოლატორიული დახმარება აღმოუჩინეს.


ყირგიზეთის ოფიციალური მედიასაშუალებები იუწყებიან, რომ ქვეყნის სამხრეთში ვითარება თანდათანობით სტაბილური ხდება.


მხარის გუბერნატორის, ბეკტურ ასანობის განცხადებით, გასულმა ღამემ მშვიდად და სერიოზული ინციდენტების გარეშე ჩაიარა. დილის 08:00 საათიდან ქალაქში რამდენიმე სავაჭრო პავილიონმა დაიწყო მუშაობა. ამ დროისთვ

ის უკონტროლო რჩება ვითარება მიმდებარე სოფლებში – ფურკატსა და ნარიმანში.
ყირგიზეთის სამხრეთით, ქალაქ ოშში ეთნიკურ საფუძველზე ყირგიზებსა და უზბეკებს შორის დაპირისპირება 11 ივნისს დაიწყო. არეულობის მონაწილეები წვავენ მანქანებს, ანგრევენ მაღაზიებსა და საცხოვრებელ სახლებს, გახშირდა მაროდიორობის ფაქტები.


კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1072 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები