ორშაბათი, 29.04.2024, 16:25
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » ივნისი » 16 » საქართველოს ნაკრები მე-15 ადგილზე გადავიდა.
09:36
საქართველოს ნაკრები მე-15 ადგილზე გადავიდა.

რაგბის საერთაშორისო საბჭომ (IRB) განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. საქართველოს ნაკრებს ახალ რეიტინგში 15-ე ადგილი უკავია. ტიმ ლეინის გუნდი ერთი საფეხურით მაღლა ავიდა. ამის მიზეზი კი ტონგას მარცხი გახლდათ, რომელმაც სამოასთან დაძაბული პაექრობა 23:24 დათმო. ქართველ მორაგბეებს 68.09 ქულა აქვთ, ანუ ისევ იმდენი რაც აქამდე, თუმც ტონგელთა მარცხმა საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ იმოქმედა.

"ბორჯღალოსნებს" ქულების მოპოვება მალე კიდევ შეეძლებათ. რუმინეთში მიმდინარე ირბის თასე 20 ივნისს ნამიბიასთან გასამართი მატჩი სარეიტინგოა, ასე რომ ჩვენ ნაკრებს ამ თამაშში ორმაგი მოტივაცია ექნება, გამარჯვების შემთხვევაში ნაკრები მე-14 ადგილზე მყოფ კანადას კიდევ უფრო მიუახლოვდება.


IRB-ს რეიტინგი 14 ივნისისთვის

1. ახალი ზელანდია 91.68
2. სამხრეთ აფრიკა 89.46
3. ავსტრალია 85.71
4. საფრანგეთი 84.91
5. ირალანდია 82.61
6. ილგლისი 79.95
7. არგენტინა 78.89
8. უელსი 78.58
9. შოტლანდია 78.47
10. ფიჯი 76.07
11. იტალია 72.97
12. სამოა 72.39
13. იაპონია 70.42
14. კანადა 69.43
15. საქართველო 68.09
16. აშშ 67.86
17. ტონგა 67.81
18. რუმინეთი 65.10
19. რუსეთი 64.64
20. ურუგვაი 62.37
21. პორტუგალია 61.27
22. ნამიბია 60.98
23. ესპანეთი 57.70
24. ჩილე 56.97
25. ყაზახეთი 55.38
26. ბელგია 55.36
27. ბრაზილია 54.56
28. უკრაინა 54.35
29. ტუნისი 54.20
30. გერმანია 53.22

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 979 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები