ორშაბათი, 29.04.2024, 16:07
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » ივნისი » 16 » 13 ივნისს გია რაფავას გაცილების მატჩი შედგა.
09:38
13 ივნისს გია რაფავას გაცილების მატჩი შედგა.

კვირას ვაკეში ამერი და იმერი ორ ასაკში შეიბნენ გია რაფავას თასზე, ქართულმა შვიდკაცამ კი კვიპროსში, კახა ალანიას სარდლობით, უპრობლემოდ დაიჭირა მესამე ადგილი და მოსკოვში დანიშნულ, 12-გუნდა ევრო-ფინალში ტრადიციულად გავიდა.

რაფავა ის კაცია, 1998 წლის 20 მაისს, ეროვნულზე, რუსეთთან კოკისპირულ წვიმაში რომ გვიკაპიტნა. 41 წლის ვაჟკაცს გარდამავალ პერიოდში რომ მოუხდა რაგბობა, ოდენ 13 ბორჯღალი (კეპი) მოუგროვდა და ლელოც ორიღა (თითო ოთხ და ხუთ-ქულიანი) უწერია სანაკრებო მონაგარში, მაგრამ თემში რომ გაიკითხოთ, მოგიგებენ, რომ მისი ბადალი მეორე-ხაზელი თითო-ოროლა თუ გვყოლია ქართული რაგბის 50 წლიან მატიანეში.

"რაფო" ბოლო ათი წელი ინგლისში ცხოვრობდა, შინ მობრუნებულმა კი ბევრი სასიკეთო რამ ჩაიფიქრა. ერთია ამერ - იმერის შერკინება, რომელიც ჯერ კიდევ 1992-93 წლებში უნდა გამართულიყო, მაგრამ ომმა და გაჭირვებამ ჩაშალა. გიამ მოკრიბა თავისი ტოლები და ორ-ნაწილიანი შოუს პირველ მოქმედებაში მეგობრულად აბურთავა ბებრული წესებით, მერე კი რაფავას თასზე სერიოზულად შეიბნენ 19 წლის ჭაბუკები, რომელთაგან საოქტომბროდ ნაკრები უნდა შეირჩეს.

ვეტერანთა თამაში, ჟანრის კანონის მიხედვით, ფრედ დასრულდა. გამარჯვებული ვერ გამოავლინა ვერც ჭაბუკთა რკენამ, რომელშიც ჯარიმები კარში არ ირტყმებოდა და ამდენად, ირბ-ული რაგბის კანონიკური რიტმი დარღვეული იყო. ფრედ 10:10 დასრულდა ორი ოვერტაიმიც, მაგრამ თასი რომ გასათამაშებელი იყო, მოეწყო 5-რაუნდა შუთაუთი. მასში ამერმა ორი არეკნი შეაგდო 22 მეტრიდან, იმერს კი მეოთხე დარტყმაც რომ გაუცუდდა, ექსპერიმენტი დასრულდა.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1072 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები