ორშაბათი, 29.04.2024, 12:04
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » ივნისი » 16 » უკრაინა საქართველოს, აზერბაიჯანისა და რუმინეთის ერთობლივი პროექტით დაინტერესდა.
09:47
უკრაინა საქართველოს, აზერბაიჯანისა და რუმინეთის ერთობლივი პროექტით დაინტერესდა.

ენერგეტიკის სფეროში საქართველოს, აზერბაიჯანისა და რუმინეთის ერთობლივი პროექტით უკრაინა დაინტერესდა. ენერგეტიკის მინისტრ იური ბოიკოს განცხადებით, "უკრაინა მზადაა, შეუერთდეს პროექტს და შეისყიდოს 10 მლრდ კუბ.

მეტრი გაზი. გათხევადებული გაზის ბუნებრივ გაზად გადაქცევის ტერმინალის მშენებლობა უკრაინას 1 მლრდ აშშ დოლარი დაუჯდება. უკვე შედგა მოლაპარაკებები აზერბაიჯანელ პარტნიორებთან".

13 აპრილს, ბუქარესტში, საქართველომ, აზერბაიჯანმა და რუმინეთმა ხელი მოაწერეს გათხევადებული გაზის ტრანსპორტირების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს. საქართველოში, ყულევში გაზის გამათხევადებელი ტერმინალი აშენდება, რუმინეთში - რეგაზიფიკაციის.

მოხდება გათხევადებული გაზის საქართველოდან რუმინეთში ტრანსპორტირება. გათხევადებული გაზი ბუნებრივი გაზის სახეს რუმინეთში მიიღებს. ის განკუთვნილი იქნება ევროპული ქვეყნებისთვის. პროექტის ღირებულება, წინასწარი გათვლებით, 4-6 მლრდ ევროს შეადგენს.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1029 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები