10:42 ასომთავრული. | |
ასომთავრული, ამა თუ იმ ასოს განსაკუთრებული, სატექსტო დაწერილობისაგან განსხვავებული, მოხაზულობა. დასტურდება იმ დამწერლობებში, რომლებიც ბერძნული ალფაბეტისაგან წარმოიშვნენ ან მისი გავლენა განიცადეს. ასომთავრულისთვის დამახასიათებელია გრაფამების თანაბარი ზომა, იწერება ორ ხაზს შორის, რაც თავდაპირველად განპირობებული იყო საწერი მასალის თავისებურებითა და წერის ტექნიკით: ასომთავრული წარმოშობილია იმ დროს, როცა წერდნენ ქვაზე, თიხის ფირფიტაზე, ლითონზე და სხვა. საწერ მასალად ჭილისა და ეტრატის გამოყენების შემდეგ ასომთავრულიერთხანს განაგრძობდა არსებობას, მოგვიანებით კი დაკარგა თავისი პირვანდელი სახე და მისგან ჩამოყალიბდა ნუსხური დაწერილობა, რის შემდეგ ასომთავრული მხოლოდ ახალი კარის, მუხლის ან წინადადების თავში იწერებოდა. სწორედ ამ ხანებში უნდა მიეღო მას თავისი სახელწოდება. | |
|