ორშაბათი, 29.04.2024, 17:20
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » ივნისი » 16 » მხედრული (დამწერლობა).-მხედრული (სიმღერა-მხედრული (ცეკვა).
10:44
მხედრული (დამწერლობა).-მხედრული (სიმღერა-მხედრული (ცეკვა).
მხედრული, ქართული დამწერლობის განვითარების ბოლო, მესამე საფეხური (ასომთავრული, ნუსხური, მხედრული). მხედრული დამწერლობა იქმნებოდა თანდათანობით, უფრო ადრეული ქართული დამწერლობის - ნუსხურის საფუძველზე. მხედრულის ჩვენამდე მოღწეული უძველესი ძეგლები IX საუკუნიდან მოგვეპოვება (ატენის სიონი).

ქართული ისტორიული წყაროების საფუძველზე ირკვევა, რომ მხედრული VI საუკუნიდან უნდა არსებულიყო, როგორც სახელმწიფო საკანცელარიო დამწერლობა. ივანე ჯავახიშვილი ადრეულ მხედრული დამწერლობას მრგლოვან ნუსხა-ხუცურს და მდივან-მწიგნობრულ დამწერლობას უწოდებს.

XIX საუკუნის დამლევამდე ქართული დამწერლობის სამივე სახეობა იხმარებოდა. ამ დროიდან მხედრული დამწერლობამ უპირატესობა მოიპოვა. ბეჭდური საქმის დამკვიდრებისა და განვითარების შედეგად კი იგი ერთადერთ საყოველთაო ქართულ დამწერლობად იქცა. მხედრული დამწერლობის საფუძველზე შეიქმნა ქართული ბეჭდური მწიგნობრული შრიფტები.

მხედრული (სიმღერა).

მხედრული, ქართული (იმერული) ხალხური სამხმიანი სალაშქრო სიმღერა. ახასიათენს ენერგიული, ხალისიანი რიტმი, მზარდი დინამიკა. მხედრულს ასრულებს ტეოცეტი და გუნდი შენაცვლებით. დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს მხედრულის სტრუქტურის თავისებურება და პოლიფონიურად გაწყობილ ხმათა ოსტატური შეხამება. გამოირჩევა ფართო დიაპაზონით, მდიდარი, ნაირსახოვანი რიტმით.

მხედრული (ცეკვა).

მხედრული, ქართული ხალხური სალაშქრო ხასიათის ცეკვა. ასრულებენ ვაჟები. ძირითადი ელემენტებია დავლა, გასმა და მუხლკეცილი. მუსიკალური ზომა 6/8. გვხვდება ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერში".


კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1618 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები