ორშაბათი, 29.04.2024, 18:22
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » ივნისი » 16 » ქართლის ცხოვრება.
10:53
ქართლის ცხოვრება.

ქართლის ცხოვრება, ძველი ქართული საისტორიო თხზულებათა კრებული, ფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიის ძირითადი წყარო.

შეიცავს ქვეყნის ისტორიის გაბმულ თხრობას უძველესი ხანიდან. „ქართლის ცხოვრებაში" საყურადღებო ცნობები მოიპოვება სომხეთის, კავკასიის, ალბანეთის, ჩრდილო კავკასიის, აგრეთვე ირანის, თურქეთის, ბიზანტიისა და სხვა ქვეყნებისა და ხალხთა შესახებ.


XIX საუკუნეში ზოგიერთი მეცნიერი (ო. სენკოვსკი, ქ. პატკანოვი) უარყოფდა "ქართლის ცხოვრების" სიძველეს და ვახტანგ VI-ს მიაწერდა მის შედგენას.

მ. ბროსემ, დ. ბაქრაძემ, ი. ჭავჭავაძემ არაობიექტურობაში ამხილეს „ქართლის ცხოვრების" კრიტიკოსები და დაასაბუთეს მათი მსჯელობის სრული უსაფუძვლობა.

საყურადღებო მოსაზრებები აქვთ გამოთქმული „ქართლის ცხოვრების" შესახებ თ. ჟორდანიას, მ. ჯანაშვილს, ე. თაყაიშვილს, ს. კაკაბაძეს. განსაკუთრებული წვლილი შეიტანა „ქართლის ცხოვრების" შესწავლაში ი. ჯავახიშვილმა.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1054 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები