ორშაბათი, 29.04.2024, 15:34
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » ივნისი » 16 » იოანე ბოლნელი.
23:59
იოანე ბოლნელი.
იოანე ბოლნელი, X-XI საუკუნეების ქართველი საეკლესიო მოღვაწე, მწერალი, მქადაგებელი. ბოლნისის ეპისკოპოსი.

ერთხანს ათონის ივერთა მონასტერში მოღვაწეობდა. გარდაიცვალა ბოლნისში. იოანე ბოლნელი ქართული ჰომილეტიკის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია. ჩვენამდე მოღწეული მისი ჰომილიები ძირითადად სახარების ამა თუ იმ ეპიზოდის განმარტებაა, ამასთან, მორალურ-ეთიკური ხასიათის შეგონებებსაც შეიცავს.

იოანე ბოლნელის ქადაგებანი ქართული მჭევრმეტყველებისა და მხატვრული სიტყვის მაღალი ოსტატობის თვალსაჩინო ნიმუშია. იოანე ბოლნელის ცნობილმა ქადაგებამ "ღვინისმსმენელთა და მომთვრალეთათვის" გავლენა იქონია სულხან-საბა ორბელიანის შესაბამის ქადაგებაზე.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1082 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები