00:04 ვახტანგ VI. | |
ვახტანგ VI (დ. 15 სექტემბერი, 1675 ― გ. 26 მარტი. 1737, ასტრახანი), ქართლის გამგებელი (ჯანიშინი) 1703-1714, მეფე 1716-1724. გიორგი XI-ის ძმის ლევანის ძე. დედა–თუთა, ქაიხოსრო გურიელის ასული. სულხან-საბა ორბელიანის აღზრდილი.ვახტანგ VI-ის მეფობის ხანა გამორჩეულია საქართველოს ლიტერატურული და ინტელექტუალური აღორძინების დაწყებით. სულხან-საბა ორბელიანისა და ანტონ კათოლიკოსის გვერდზე ვახტანგი ითვლება ახალი ქართული ლიტერატურის სულისჩამდგმელად. ადრეული წლები.
1691 წელს გიორგი XI-მ დაიწყო ბრძოლა ქართლში გასამეფებლად. ბრძოლა ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ვახტანგი აქაც მონაწილეობდა საბრძოლო შეტაკებებში. 1692 წელს თბილისის მისადგომებთან ვახტანგი მონაწილეობდა ირანელთა გარნიზონის წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაში. იგი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. მოწინააღმდეგის ნასროლი ისარი ვახტანგს ხოხონა ხერხეულიძის მარჯვედ ნახმარმა ფარმა ააცდინა. 1695 წელს ვახტანგმა იქორწინა ჩერქეზეთის ბატონის ასულ რუსუდანზე. ეს ნაბიჯი ჩერქეზეთთან კავშირის განმტკიცებას ისახავდა მიზნად. ქორწილი ხარაგოულში გადაიხადეს. 1703 ირანის შაჰმა მეფობა გიორგი XI-ს დაუბრუნა, მაგრამ იგი ირანში დატოვა, ხოლო ქართლში ჯანიშინად (მოადგილედ) ვახტანგ VI დანიშნა. ვახტანგ VI-ის დროშა. მნიშვნელოვანი იყო სარწყავი არხებისა და სავაჭრო-სამიმოსვლო გზების მშენებლობა, სამეფო-დომენური მეურნეობის მოწესრიგება და გადართოება. სახელმწიფოებრივი ორგანიზაციის მოხელეთა უფლებებისა და ფუნქციების განსაზღვრა და სხვ., რაც მის მიერ შედგენილ დასტურლამალში აისახა. ვახტანგ VI-ის თაოსნობით შექმნილი კანონთა კრებული. იყო ე. წ. "ბატონყმური რიგის" მოწესრიგების მნიშვნელოვანი ღონისძიება. მიზნად ისახავდა ფეოდალთა ძალადობის შეზღუდვას და მწარმოებელთა მინიმალური უფლებების დაცვას, მათი შრომისათვის აუცილებელი პირობების შექმნას. ქართული სინამდვილისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობისა იყო კრებულის ძირითადი ნაწილი - "სამართალი ბატონისშვილის ვახტანგისა". ნაყოფიერი საკანონმდებლო მოღვაწეობისათვის ვახტანგ VI-ს "სჯულმდებელი" უწოდეს. იქ მან 1719-მდე დაჰყო, ამავე წელს მანამდე (1716) ფორმალურად გამაჰმადიანებული ვახტანგ VI ქართლის მეფედ დაამტკიცეს და სამშობლოში დააბრუნეს. მოღვაწეობის მეორე პერიოდში (1719-1724) ვახტანგ VI ცდილობდა გაეგრძელებინა ძველი საქმიანობა, მაგრამ იმ დროისათვის საერთაშორისო ვითარება ამიერკავკასიის ასპარეზზე შესამჩნევად შეიცვალა. საქართველო კავკასიის დაუფლებისათვის მებრძოლ სახელმწიფოთა ჭიდილში აღმოჩნდა ჩართული. ვახტანგ VI საგარეო პოლიტიკაში ქრისტიანულ რუსეთთან კავშირის ტრადიციულ კურსს მისდევდა. მან სამხედრო-პოლიტიკური კავშირი გააბა პეტრე I-თან, რომელიც იმჟამად კასპიის ზღვის სანაპიროების შემოერთებისათვის იბრძოდა სომეხთა და ქართველთა გაერთიანებული ლაშქარიც მზად იყო შეერთებოდა რუსთა ჯარს ირანის წინააღმდეგ. შექმნილმა პოლიტიკურმა ვითარებამ ლაშქრობა შეუძლებელი გახადა. 1723 აღმოსავლეთ საქართველოს ოსმალები დაეპატრონენ. 1724 ვახტანგ VI თავისი ამალით (1200 კაცი) რუსეთს გაემგზავრა. ქვეყნის მიტოვება და მხოლოდ გარეშე ძალაზე იმედის დამყარება იმთავითვე შეცდომად ჩაუთვალეს მეფეს მისმა თანამედროვებმაც, ურჩევდნენ საქართველოში ჩამოსულიყო და სათავეში ჩასდგომოდა ქვეყნის მართვას. რუსეთში ემიგრირებული ვახტანგ VI და მისი მრავალრიცხოვანი ამალა ბევრს ეცადა რუსეთის დახმარებით თავისი ქვეყანა უცხოელ დამპყრობთაგან გაეთავისუფლებინა, მაგრამ ამაოდ. ვახტანგ VI გარდაიცვალა ასტრახანში, დასაფლავებულია იქვე, მიძინების ტაძარში. მათი დახმარებით 1709 წელს ვახტანგი მოახერხა თბილისში პირველი სტამბის დაარსება. სიახლოვე მისიონარებთან თვალში არ მოსდიოდა ირანის შაჰს, თუმცა მეფის პოლიტიკას მხარს უჭერდა აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოსი, ვახტანგის ძმა დომენტი. ერთ-ერთი ყველაზე გაბედული გადაწყვეტილება, რომელიც ვახტანგმა VI-მ სულხან-საბასთან ერთად მიიღო, რითაც ეს უკანასკნელი ევროპაში გაემგზავრა, მას ჯანიშინობის დატოვებად დაუჯდა, სულხან-საბა ორბელიანის უხვი დოკუმენტური მასალიდან (მიმოწერები და შეხვედრები ევროპაში) არ ერთგზის აღნიშნულია ვახტანგის მიდრეკილება და სიმპათიები კათოლიკებისადმი, რის გამოც იგი ლუი XIV-სგან დახმარებას ელოდა. როგორც მისიონარები წერენ, ვახტანგმა კათოლიკობა ირანში, ტყვეობაში მიიღო, მაშინ როცა ქართლში მისი ვაჟი ბაქარი ევროპიდან დაბრუნებულ სულხან-საბას და მის მომხრეებს ავიწროებდა. თვითონ ვახტანგ VI საუბრობს ამ თემაზე 1722 წლის 29 ნოემბრით დათარიღებულ ორ წერილში, პაპი ინოკენტი XIII-სა და ავსტრიის იმპერატორ კარლ VI-დმი. ორივე წელილში ვახტანგი ირწმუნება რომ კათოლიკეა და რომ ღიად ამას არ აცხადებს სხვადასხვა მიზეზთა გამო: "... გარნა ამ ჩვენს სამთავროში ძრიელ ბევრი კათოლიკები არიან და მეც ამათ რიცხვში ვითვლები. ხოლო ამ ქვეყნის არეულობა ნებას არ მაძლევს ჩემი კათოლიკობა გამოვაცხადო", "...სამწუხაროდ აქაური უბედურება და ხალხის ღალატი ნებას არ მაძლევს ცხადად აღვიარო კათოლიკობა." ვახტანგისეული "ვეფხისტყაოსანი" მნიშვნელოვანია როგორც პირველი მეცნიერული გამოცემის ცდა, მან დიდი ბიძგი მისცა პოემის ტექსტის შემდგომი შესწავლა-აღდგენის საქმეს და საფუძველი ჩაუყარა მეცნიერულ რუსთველოლოგიას. ვახტანგ VI-ს წვლილი მიუძღვის ქართული დიდაქტიკური მწერლობის განვიტარებაშიც. სწავლა-აღზრდის ახლებულ ნიადაგზე აღორძინება მას ძნელბედობაში ჩავარდნილი ქვეყნის უპირველეს ამოცანად მიაჩნდა. ვახტანგ VI-მ თარგმნა და გადმოაკეთა მსოფლიო დიდაქტიკური ლიტერატურის თვალსაჩინო ნიმუშები: გალექსა რუსული თხზულების "აპოსთეგმატას" ე. თურქისტანიშვილისეული მოკლე რედაქცია ("სიბრძნე მალაღობელი"), თარგმნა "ქილილა და დამანა", "ამირ-ნასარიანი" და სხვ. ვახტანგ VI-ის სატრფიალო ხასიათის ლექსები მეტწილად ალეგორიულ-მისტიკური შინაარსისაა; სიყვარულის ერთადერთ საგნად დასახულია უმაღლესი რეალობა, როგორც ეს ქრისტიანულ თეოლოგიაშია მიჩნეული, ღვთაებრივი სინამდვილე. ამ ე. წ. "საღვთო მიჯნურობის" კონცეფციით სცადა მან "ვეფხისტყაოსანში" სიყვარულის მოტივის ახსნა-განმარტებაც. ვახტანგ VI-ის ლირიკის ამ თავისებურებამ შემდგომი განვითარება პოვა ქართულ პოეზიაში (დ. გურამიშვილი, მ. ბარათაშვილი და სხვ.). პოეტის ლექსები არც გრძნობად-კონკრეტული სახეებსაა მოკლებული. მის ლირიკულ შედევრებში აღბეჭდილია ღრმად ინდივიდუალური, ადამიანური განცდები ("რანი და მოვაკანი და"...), გამოხატულია ბუნების მშვენიერების განცდა ("რა სჯობს მაისში ტფილისსა...") და სხვ. | |
|