ორშაბათი, 29.04.2024, 12:48
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » ივნისი » 17 » პეტრე გრუზინსკი (მხატვარი).
00:06
პეტრე გრუზინსკი (მხატვარი).

"მთიელები სოფელს ტოვებენ" (პეტრე გრუზინსკი).

პეტრე ნიკოლოზის ძე გრუზინსკი (ბაგრატიონი, რუს.: Пётр Николаевич Грузинский;) (დ. 1837 ― გ. 1892), რუსი ფერმწერი, ბატალისტი და ჟანრისტი, ეროვნებით ქართველი. ცნობილი მისი ნახატებიის სერიით კავკასიის ომის სცენებით. შთამომავალი ბაგრატიონთა დინასტიის მუხრან-გრუზინსკის შტოს, რომელიც XVIII ს.-ში რუსეთში გადასახლდა.

1851 წელს შევიდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში. 1860 წელს სურათისათვის "ბოშათა ბანაკი" დაიმსახურა მცირე ოქროს მედალი, ხოლო 1862 წელს სურათისათვის "ღუნიბის აღება" - დიდი ოქროს მედალი. საზღვარგარეთ გაემგზავრა როგორც აკად.

პენსიონერი. პარიზში დახატა სურათები "ზუავების პიკეტი საფრანგეთში მანევრებზე" და "ბაზარი ფონტენბლოში". 1864 წელს დაბრუნდა რუსეთში, რათა პარიზის მსოფლიო გამოფენისათვის შეკვეთილი სურათის ("რუსის ჯარის მოახლოებისას მთიელები ტოვებენ აულს") ესკიზები შეესრულებინა. 1872 წელს სამუდამოდ დაბრუნდა რუსეთში და იმავე წელს აღნიშნული სურათისათვის აკადემიკოსობა მიიღო. გრუზინსკის გვიანდელი (1891-მდე) ნამუშევრებია: "სცენა სოფლის ცხოვრებიდან", "გასეირნება ქალაქგარეთ" და სხვა.


კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1330 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები