ორშაბათი, 29.04.2024, 18:16
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » ივნისი » 17 » ფარავანი (ტბა).
09:27
ფარავანი (ტბა).

ფარავანი — ტბა საქართველოში, ჯავახეთის ზეგანზე აბულ-სამსარსა და ჯავახეთის ქედს შორის.
გეოგრაფია და ჰიდროგრაფია [რედაქტირება]

ტბა ზღვის დონიდან 2073 მ სიმაღლეზე მდებარეობს. მისი ფართობი 37,5 კმ²-ია, ჩამდინარე წყლების არეთი 234 კმ². მისი მაქსიმალური და საშუალო სიღრმეა 3,3 და 2,2 მ, შესაბამისად. წყლის მოცულობა ტბაში 91 მილიონი კუბური მეტრია.

წყლის დონე ყველაზე დაბალია ოქტომბერ-ნოემბერში, ხოლო ყველაზე მაღალი მაის-ივნისში. ტბა გაყინულია ზამთარში, ყინულის სისქე ირყევა 47 -73 სმ შორის.

მცირე მდინარეებიდან (შაორი, საბადოსწყალი, როდიონოვსკის წყალი) ტბა თოვლის ნადნობით, წვიმით და მიწისქვეშა წყაროებით მარაგდება. ტბის სამხრეთ ნაწილიდან სათავეს იღებს მდინარე ფარავანი, რომელიც მტკვარს უერთდება მარჯვენა ნაპირზე. ტბა პოპულარულია მეთევზეთათვის.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1552 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 4.5/4
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები