უხსოვარი დროიდან დიეტა ბერძნულად ცხოვრების წესს ნიშნავს, თუმცა კარგა ხანია, ამ სიტყვას ასე ფართო მნიშვნელობით აღარ ვიყენებთ – მისი წარმოთქმისას კონკრეტულად რაციონს, კვების რეჟიმს ვგულისხმობთ. თავისებურ დიეტას – მართალია, გაუაზრებლად, მაგრამ მაინც – პირველყოფილი ადამიანებიც იცავდნენ – უბრალოდ, იმას ჭამდნენ, რასაც მოიხელთებდნენ. მათი რაციონი მრავალი თანამედროვე დიეტოლოგის ოცნებაა: უამრავი კენკრა და ძირხვენა, ცოტა ხორცი და არავითარი შემწვარ-მოხრაკული, შესაბამისად, ნაკლები ქოლესტეროლი და ბევრზე ბევრი უჯრედისი...
ანტიკური სამყაროდან ნადიმის ერთ-ერთი პირველი აღწერა ძველეგვიპტური სამარხის კედლებზეა აღმოჩენილი. მიზეზი ნამდვილად მნიშვნელოვანი ყოფილა – ფარაონს ტყუპი ვაჟი შესძენია. წვეულთათვის ჯერ თხის ყველი, შემწვარი ღორის ხორცი, არაჟანში ჩაწყობილი ნიორი, ქერის სუპი და მდინარის თევზი მიურთმევიათ, ჩაროზად კი თაფლიანი ფუნთუშები, ფინიკი და ბროწეული. მომავალი რამზეს III-ისა და მისი ძმის დაბადების ასე მოკრძალებულად აღნიშვნას მზეთამზეს, სავარაუდოდ, არც სიღარიბე აიძულებდა და არც სიძუნწე. ვინ იცის, იქნებ ქურუმებმა ღმერთების ნება გადასცეს... ასეა თუ ისე, კარგად მოფიქრებული და, სხვათა შორის, დაბალანსებული რაციონი სახეზეა.
კათეტებსა და ჰიპოტენუზას შორის ურთიერთკავშირის დადგენასთან ერთად პითაგორა ისტორიას ფილოსოფიური სკოლის დამაარსებლის სახელითაც შემორჩა. თავის მიმდევრე
... კითხვის გაგრძელება »
ის ფაქტი, რომ ქალები დიეტით არიან გატაცებული, საიდუმლოს არაა. თუმცა მრავალგვარი დიეტის არსებობის გამო, არჩევნის გაკეთების დროს, ადამიანს თავგზა ებნევა... არადა, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, თუ როგორი ტიპის დიეტაა თქვენთვის უფრო მეტად მისაღები. ამიტომ ნუ დაიზარებთ, პასუხი გაეცით მომდევნო ოთხ კითხვას, რომელიც დაგეხმარებათ გაარკვიოთ - სწორად შეარჩიეთ თუ არა დიეტა.
ტესტის კითხვები: 1. როგორია თქვენი დამოკიდებულება საკვების მიმართ? ა. ყოველთვის ვცდილობ საკვებით მაქსიმალური სიამოვნება მივიღო. ბ. თითქმის გამუდმებით მივირთმევ საკვებს, ხან მოწყენილობის, ხანაც ნერვიულობის ნიადაგზე გ. თუ მე თავად ვამზადებ სადილს და ოჯახთან ერთად ვსადილობ _ გახდომაზე ფიქრი ძალიან მიჭირს. დ. მიყვარს ყველაფრის ორგანიზება, ამიტომ წინასწარ შედგენილი ჩამონათვალის მიხედვით, ადრევე ვყიდულობ საჭირო პროდუქტებს. ე. არ მიყვარს არანაირი შეზღუდა, მივირთმევ ყოველთვის იმდენს, რამდენიც მსურს.
2. რა აფერხებს თქვენი წონის კლების პროცესს? ა. კალორიების გამუდმებული თვლა არ არის ჩემი ცხოვრების სტილი. ბ. როცა სტუმრად ვარ, მიჭირს საკვებისგან თავის შეკავება. გ. გაცნობიერებული მქვს, რომ სწრაფი კლება საზიანოა, ამიტომ ვცდილობ ეს პროცესი უფრო ნელა განვავითარო. დ. მეჩვენება, რომ როგორც კი კვების ძველ რეჟიმს დავუბრუნდები, ყველა დახარჯ
... კითხვის გაგრძელება »
თუკი მიზნად დაავადებების პროფილაქტიკას და მათ წინააღმდეგ ბრძოლას ისახავთ, მკაცრი დიეტა გამოსავალი არ არის. მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ საკვების მრავალფეროვნებას არაფერი სჯობს.
ანტიოქსიდანტებით, გაუცეხვავი მარცლეული პროდუქტებით მდიდარ, ცხიმოვანი მჟავეებით დატვირთულ რაციონს მეტი შანსი აქვს, შეამციროს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ალცჰეიმერის დაავადებისა და დიაბეტის განვითარების რისკი.
მეცნიერებმა გამოარკვიეს, რომ საქმე არ არის ე.წ. "საოცარი" პროდუქტების მკაცრ შერჩევაში. მრავალფეროვანი კერძებისაგან შედგენილი დიეტა ბევრად უფრო მეტად დაგვეხმარება: მასში უნდა შედიოდეს ცხიმიანი თევზი, შვრიის ბურღული, კენკრა.
კვლევები ლუნდის უნივერსიტეტთან (შვედეთი) არსებული ანტიდიაბეტური კვების ცენტრის მიერ ჩატარდა. შედეგებმა აჩვენა, რომ მრავალფეროვანი რაციონი უფრო უკეთ უმკლავდებოდა ანთების შედეგებს. მეცნიერებმა გამოიკვლიეს 50-დან 75 წლის ასაკამდე 44 ჯანმრთელი, მაგრამ მსუქანი ადამიანი. ისინი მოიხმარდნენ სხვადასხვა საკვებ პროდუქტს, რომლებსაც უნდა შეემცირებინათ ანთება. სწორედ ანთება უწყობს ხელს მეტაბოლური სინდრომის, სიმსუქნის, მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის და გულის დაავადებების განვითარებას.
კვლევის ავტორის ინგერ ბიერკის სიტყვებით, კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ მდიდარი რაციონის პირობებში ქოლესტერინის შემცველობა 33%-ით, ლიპიდებისა - 14%-ით, სისხლის წნევის მაჩვენებლები დაქვ
... კითხვის გაგრძელება »
შეზღუდვები ჭამაში, სპორტი და მოტივაცია... ჭარბი წონის მოსაშორებელი საბაზო საშუალებები ყველასთვის ცნობილია, მაგრამ პატარა, თუმცა მნიშვნელოვან ხრიკებზე ბევრმა არ იცის.
1. დღეღამისთვის კალორიების ნორმა, რომელიც არ გამოიწვევს წონაში მომატებას, განისაზღვრება შემდეგი ფორმულით: კილოგრამებით გამოსახული თქვენი წონა გაყავით 0,45 და გაამრავლეთ 14-ზე. თუკი მარტო ფორმის შენარჩუნება კი არა, წონაში მოკლებაც გსურთ, რეალური წონის ნაცვლად სასურველი ჩაწერეთ. მიღებული ციფრის შესაბამისი კალორიების მიღების შემთხვევაში, კილოგრამებს ნელ-ნელა დაკარგავთ.
2. მოაყარეთ დარიჩინი ფაფას, იოგურტს, ყავას და ნებისმიერ სხვა კერძს, რომელსაც ეს სანელებელი უხდება. ის აჩქარებს მეტაბოლიზმს და მხოლოდ ნახევარი ჩაის კოვზი დღეში დაგეხმარებათ თვეში 1 კილოგრამამდე წონის დაკარგვაში.
3. თუ ოფისში გიხდებათ წახემსება, ნუ ისადილებთ სამუშაო მაგიდასთან. კვლევები აჩვენებენ, რომ მონიტორის ან ტელევიზორის წინ ადამიანები საშუალოდ 250 კილოკალორიით მეტს მიირთმევენ.
4. უფრო ხშირად იცინეთ, სიცილის 10-15 წუთი ყოველდღიურად კალორიების კვირის ნადახარჯს 280 კკალორიით ზრდიან.
5. უჯრედისის შემცველობისა და დაბალი კალორიულობის წყალობით სტაფილოს წვენი 1,5-2 თვის განმავლობაში 1,8 კილოგრამით შეგიმსუბუქებთ წონას. მოხმარების ნორმა 1
... კითხვის გაგრძელება »