|
მთავარი » გასართობი
 იმ დროიდან, რაც ჩვენს ცხოვრებაში მისი უდიდებულესობა მოდა შემოვიდა, ბევრს ებადება კითხვა: რა უფრო მნიშვნელოვანია - ზედმიწევნით იცავდე მოდის ტენდენციებს თუ საკუთარი სტილს ქმნიდე? საქმის მცოდნე ხალხი ირწმუნება, რომ ჩვენს ხელთაა მსოფლიო პოდიუმების სიახლეების და ინდივიდუალური სტილის შერწყმის საქმე და რომ ამისთვის მარტივი წესების დაცვაა საჭირო. მათგან მთავარია - სტილი საკუთარი თავის, ხასიათის გაგრძელებად აქციო. ლეგენდარული კოკო შანელი ამბობდა: მოდა მიდის, სტილი კი რჩებაო. ინდივიდუალური სტილი ადამიანს საკუთარი თავის რწმენას მატებს, საკუთარ განუმეორებლობას აცნობიერებინებს. სტილისტები, პირველ რიგში, ჩვენთვის ყველაზე შესაფერისი ფერთა გამის განსაზღვრას გვირჩევენ. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა ფერს ბევრი განსხვავებული ტონი აქვს. ამიტომ, თუ სეზონისთვის მოდური ლურჯი არ მოგიხდათ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გადაჭრით უნდა უარყოთ ღრმა ინდიგოს ფერი კაბა, რომელიც ასე ძალიან მოგეწონათ. შეარჩიეთ ერთმანეთის შესაფერისი სამოსი და ნუ დაივიწყებთ ლამაზ აქსესუარებს. უნდა მიხვდეთ, რაში გრძნობთ თავს უფრო კომფორტულად. ნუ უღალატებთ თქვენს გემოვნებას და არც ექსპერიმენტის შეგეშინდეთ. მოსინჯეთ სხვადასხვა ვარიაცია და კომბინაცია. არასტანდარტული შეთავსება უფრო მკვეთრად ასახავს თქვენს ნოვატორულ, შემოქმედებით მიდგომას. გაიხსენეთ, ვიღაცამ ხომ გარისკა ერთხელ, როცა ჯინსები პირველად ჩაიცვა საქმიან პიჯაკთან?! იმაზე,
...
კითხვის გაგრძელება »
Category: გასართობი |
Views: 1144 |
Added by: NaTia |
Date: 01.02.2011
|
 ზამთარში სახის კანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. რომ არ გამოშრეს, საჭიროა მისი კვება. თუ ძალიან დაკავებული ბრძანდებით და კოსმეტოლოგიურ კაბინეტისთვის არ გცალიათ, ფარხმალს ნუ დაყრით. ჩვენ გთავაზობთ ნიღბებს, რომელთა მომზადება სახლის პირობებშიც შეგეძლებათ. ნიღაბი მშრალი კანისთვის: 2 ჩ/კ ხილის წვენი (ვაშლი, ლიმონი, გრეიფუტი) ნახევარი კვერცხის გული 2ჩ/კ ცხიმიანი ხაჭო 1ჩ/კ მცენარეული ზეთი ინგრედიენტები აურიეთ, მიღებული მასა წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთი, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ სახე და წაისვით მკვებავი ნელსაცხებელი. ნიღაბი ნორმალური კანისთვის: 1ცალი - კვერცხის გული 1ჩ/კ – გლიცერინი 1ცალი გახეხილი ვაშლი ინგრედიენტები აურიეთ, მიღებული მასა წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთი, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ სახე და წაისვით მკვებავი ნელსაცხებელი. კეფირის ნიღაბი ნორმალური კანისთვის: 1ს/კ კეფირი 1ს/კ გერკულესი ინგრედიენტები აურიეთ, მიღებული მასა წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთი, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ სახე და წაისვით მკვებავი ნელსაცხებელი. კეფირის ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის: 1ს/კ-კეფირი 1ს/კ-ხაჭო<
...
კითხვის გაგრძელება »
Category: გასართობი |
Views: 1082 |
Added by: NaTia |
Date: 01.02.2011
|
დიეტა მარტივია გასაგებადაც და შესასრულებლადაც. ერთი კვირის მანძილზე მიირთმევთ მხოლოდ იმ პროდუქტებს, რომლებიც სიაშია. პირობა ერთადერთია: ათივე პუნქტი თქვენს რაციონში ყოველ დღე უნდა იყოს . ამოწერე ან ამობეჭდე ეს ტოპ-ათეული და გამოსაჩენ ადგილას დაკიდე: • ქათმის ხორცო (თეთრი) • კვერცხი • კეფირი • პომიდორი • კიტრი • ყაბახი • კომბოსტო (თეთრი და ფერადი) • ბადრიჯანი • სოკო • ვაშლი გეგმა: კვირაში 2 კგ-ის დაკარგვა. უპირატესობა: პროდუქტები, რომლებიც ამ დიეტაში შედის, ადვილად საშოვნია ზაფხულის პირზე. სირთულე: დღეში კილოგრამ-ნახევრის ჭამა შეიძლება. სჯობს, ნაკლები, მაგრამ მეტი – არავითარ შემთხვევაში. სიაში მითითებული პროდუქტების გარდა, შეიძლება თავს უფლება მისცეთ და მიირთვათ: • ერთი ხახვი დღეში • ზეითუნის ზეთი - არა უმეტეს ერთი კოვზისა • შავი პური – ე
...
კითხვის გაგრძელება »
Category: გასართობი |
Views: 1002 |
Added by: NaTia |
Date: 01.02.2011
|
 ლიმონის წვენზე დაფუძნებული დიეტის ადეპტებად უკვე იქცნენ პენელოპა კრუზი, შარლიზ ტერონი და მადონა. მთავარი პრინციპი ძალიან მარტივია: ყოველ დილით რამდენიმე ჭიქა ლიმონისწვნიანი თბილი წყალი უნდა დალიო. ერთ ჭიქა წყალს დასჭირდება 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი. ექსპერტები ამ ხერხის ეფექტურობას ადასტურებენ. საიდუმლო იმაშია, რომ პატარა მჟავე ლიმონი საჭმლის მომნელებელ ტრაქტზე კეთილისმყოფლად მოქმედებს. ლიმონის მჟავა კარგი სტიმულატორი გახდება საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის მთელი დღის განმავლობაში, ხოლო წყალი ზედმეტ ნივთიერებებს გამოიტანს. გარდა ამისა, ლიმონის წვენი კუჭში მჟავიანობას ზრდის და ამით კალცის ათვისებას ეხმარება. კალცი კი, თავის მხრივ, უჯრედებში ცხიმს ჩაანაცვლებს. ამგვარად, ფიზიკურ ვარჯიშთან და ჯანსაღ რაციონთან ერთად დილით მირთმეული ლიმონის წვენი უფრო დააჩქარებს ზედმეტი კილოგრამების მოშორებას. იმასაც ამბობენ, რომ თუკი ლიმონის კანსაც შეჭამს ადამიანი, ეს 4 საათით დაახშობს შიმშილის გრძნობას. პეკტინს, რომელიც ლიმონის კანშია, ქსოვილური სტრუქტურა აქვს, კუჭში სქელ გელად გარდაიქმნება და ნაწლავის კედლებს ეკრობა და ცოტა ხნით ატყუებს ორგანიზმს. რაც ყველაზე მთავარია! ლიმონის წვენი არაჩვეულებრივად მდიდარია С ვიტამინით, ამიტომ შემოდგომასა და ზამთარში უბრალოდ აუცილებელია იმუნიტეტის ასამაღლებლად.
Category: გასართობი |
Views: 1086 |
Added by: NaTia |
Date: 01.02.2011
|
 ერთ-ერთი ყველაზე მოსაწყენი, მაგრამ უთუოდ სასარგებლო მონოდიეტა ორგანიზმისთვის. ჩვეულებრივ ერთი დღე-ღამიდან 1 კვირამდე გრძელდება. ბოლო შემთხვევაში კეფირს ემატება სხვა კომპონენტებიც. მონოდიეტები კილოგრამების მოშორების ხერხი კი არა, ორგანიზმისთვის პოზიტიური სტრესია. მოკლე დროით დაბალანსებული კვების არარსებობა ორგანიზმის მობილიზაციას იწვევს ნარჩენების, წიდების, ტოქსინებისა და ცოტაოდენი ცხიმისგან გასათავისუფლებლად. გეგმა: 500-900 გრ. დღე-ღამეში, 1-3 კგ. რამდენიმედღიანი დიეტის შემდეგ. უპირატესობა: ნივთიერებათა ცვლის სტიმულირება, აჩქარებს ორგანიზმის ცხიმის მარაგის ხარჯვას. სირთულე: წონის სერიოზული დანაკარგის მოლოდინი არ უნდა გქონდეთ. დიეტა, ძირითადად, გამოიყენება ორგანიზმის განსატვირთად. კეფირის დიეტის რამდენიმე დღის შემდეგ თავად კეფირი არაერთგვაროვან გრძნობას იწვევს. მონოდიეტა: 2 ლ. ახალი კეფირი (შესაძლებელია დაბალი ცხიმიანობის) უნდა დალიოთ 5-6 მიღებით, დროის შუალედი უნდა იყოს თანაბარი. დიეტის ხანგრძლიოვობა - 1 დღე. განტვირთვის დიეტა: მითითებულია პროდუქტების რაოდენობა ერთი დღე-ღამისთვის (გამოირიცხება მარილი და შაქარი): 1 დღე – 5 პატარა მოხარშული კარტოფილი და 1,5 ლ. კეფირი; 2 დღე - 100 გრ. მოხარშული ქათმის თეთრი ხორცი, 1,5 ლ. კეფირი; 3 დღე
...
კითხვის გაგრძელება »
Category: გასართობი |
Views: 1224 |
Added by: NaTia |
Date: 01.02.2011
|
« 1 2 ... 17 18 19 20 21 ... 52 53 » |
|
კალენდარი
« ივლისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|