ოთხშაბათი, 09.07.2025, 05:57
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » სტატიები
1918 წელი, ჩოლოქის ბრძოლა
"მე სამშობლოსთვის უეჭველ სიკვდილზე გეპატიჟებით"

გასული თვის განმავლობაში, "კვირის პალიტრაში" გაგრძელებებით დაბეჭდილმა სტატიამ საქართველო-სომხეთის 1918 წლის ომის შესახებ, მკითხველთა დიდი ინტერესი გამოიწვია: გვწერდნენ, გვირეკავდნენ, სოციალურ ქსელებსა თუ ინტერნეტფორუმებზეც სვამდნენ კითხვებს და გამოთქვამდნენ მოსაზრებებს.
სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, დავბრუნებოდით იმდროინდელ ამბებს.

... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1435 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

პირველი საფოსტო მარკა
ბევრმა როდი იცის, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი უიშვიათესი და ძვირად ღირებული საფოსტო მარკა "ტფილისის უნიკაა" (Тифлисская уника), რომელიც 1857 წელს დაიბეჭდა თბილისში, მცირე ტირაჟით.

საქართველო მაშინ რუსეთის იმპერიაში შედიოდა და შესაბამისად "ტფილისის უნიკამ" რუსეთის პირველი საფოსტო მარკის "სტატუსი" შეიძინა. ამავდროულად ეს მარკა პირველია მსოფლიოში, რომელიც წნეხით დაიბეჭდა და რელიეფური გამოსახულება აქვს. 

1856 წელს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე IIII-მ (1855-1881 წწ.) კავკასიის მეფისნაცვლად თავადი ალექსანდრე ბარიატინსკი (1856-1862 წწ.) დანიშნა. მის მიერ გატარებულ რეფორმათა შორის უპირველესი თბილისში დე ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1095 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

ქართული სცენის თვალი1879 წელს ილია ჭავჭავაძე ახლად აღდგენილი ქართული დასის წარმოდგენას დაესწრო, შემდეგ კი, თავის "ივერიაში" ამგვარი რეცენზია მოათავსა: "აქტიორების
ღირსებაზე ჯერ არა ითქმის რა, ჯერ უჩვევნი არიან და, იმედია, რომ გაიწვრთნებიან, ხოლო წარმომადგენელთა შორის ერთია, რომლისთვისაც ღმერთს მიუმადლებია
დიდი ნიჭი. მაგ ნიჭს პატრონი საფაროვის ქალია. ეს ისეთი აქტრისაა, რომელიც ჩვენი სცენის თვალი იქნება. ამ აზრისანი არიან ყველანი, ვისაც კი საფაროვის ქალი სცენაზე უნახავს. ყოველ სიკეთესთან ერთად, ერთი სიკეთეც სჭირს, რომ მშვენიერი ქართული გამოთქმა აქვს და ეს სიკეთე ეხლანდელ დროში, როცა ეს ქართული
აღარავის ახსოვს, მეტად ძვირფასი რამ არის."
... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1062 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

პომპეი - დაღუპვის ახალი ვერსიაპომპეის მკვიდრთა დაღუპვის მიზეზებზე დღემდე ვერ შეთანხმებულან იტალიელი მეცნიერები.  მათი მტკიცებით, ახლახან ჩატარებული გამოკვლევები ფარდას ახდის  ამ იდუმალებით მოცულ ტრაგედიას.

ისტორიული წყაროებით, 79 წელს ვულკან ვეზუვის ამოფრქვევამ პომპეის მოსახლეობის უმრავლესობა იმსხვერპლა. მაგრამ სიკვდილი სულის ხუთვის შედეგად კი არ დამდგარა (როგორც აქამდე მიიჩნეოდა), არამედ მაღალი ტემპერატურის გამო, რომელიც +50-დან +300ო C-ს აღწევდა ამოფრქვევის ეპიცენტრიდან 20 კილომეტრის რადიუსში. ადამიანები ფაქტობრივად დნებოდნენ. ეს მტკიცებულებები ექსპერიმენტებს ემყარება, რომელიც სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მაგრამ ზოგიერთი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება. ისინი ისტორიკოსებს, მათ შორის პლინიუს უმცროსის წერილს ეყრდნობიან, რომელშიც მითითებულია, რომ მასობრივი მსხვერპლი არა მხოლოდ მაღალმა სიცხემ, არამედ ვეზუვის ამოფრქვევისას კვამლმა და ქვის ცვენამაც გამოიწვია. 
... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 2615 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

ზურაბ მიქელაძე - გაუტეხელი ქართველი
ჩეკას სარდაფები, ვორკუტას გაყინული მზე და პურის ნამცეცები თეფშზე

მას მერე, რაც რკინის ფარდით შემორაზულ ქვეყანაში თავისუფლების სიომ დაჰბერა, მათზე, ვინც საბჭოთა რეჟიმის ტყვე იყო, ერთბაშად ალაპარაკდნენ. ყველამ ისედაც იცოდა, რომ ჩეკას სარდაფებსა და აღმოსავლეთის ბანაკებში ჯოჯოხეთი ტრიალებდა, მაგრამ ზოგჯერ მოსმენილი ამბავი ყოველგვარ ზღვარს სცდებოდა. ზოგმა შიშით, ზოგმაც თვითგადარჩენის ინსტინქტით, ზოგმა პატივისა და დიდების სიყვარულით ბევრ რამეზე მოაწერა ხელი... ხოლო ვინც დარჩა და მათ ქვაბში არ მოიხარშა, ვინც წესიერი კაცი იყო, მათი გზა ან შორეულ აღმოსავლეთში წავიდა, ანდა აქვე, რუსთაველზე, ჩეკას სარდაფში დასრულდა.
... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1214 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

« 1 2 ... 19 20 21 22 23 ... 154 155 »
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
საიტის მეგობრები