ხუთშაბათი, 10.07.2025, 13:10
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » სტატიები
"ჟამი ნადირთა" ანუ ნადირობა საქართველოში
ძველ ქართულ წერილობით ძეგლებს საინტერესო და საყურადღებო ცნობები დაუცავთ ნადირობის შესახებ. თუმცა ამ ცნობებში სრულყოფილად არ ჩანს, თუ როგორ მიმდინარეობდა ნადირობა, რა საშუალებებსა და მეთოდებს მიმართავდნენ, რაზე ნადირობდნენ უპირატესად და წელიწადის რომელ დროს. ასეთი ცნობები მხოლოდ ცოცხალი ეთნოგრაფიული გარემოს პირობებში შეიძლება შეიკრიბოს.

ნადირობას, გარდა სამეურნეო დანიშნულებისა და გართობისა, სამხედრო წვრთნის, მოლაშქრეთა სამხედრო ვარჯიშის მნიშვნელობაც ენიჭებოდა. ივანე ჯავახიშვილის დასკვნით, ნადირობას "მარტო კერძო გართობის თვისება არ ჰქონდა, არამედ სამხედრო ვარჯიშის მაგიერი იყო". 

... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1147 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

სამუდამოდ პასუხგაუცემელი კითხვა
"ყოფნა?! არყოფნა?! - საკითხავი აი, ეს არის!"

აგერ უკვე მეექვსე წერილს ვწერ "50 წიგნის პროექტისთვის" და ყოველ მათგანში აღვნიშნავდი, რომ გარდა ყველაფრისა, იმითაც ვიყავი კმაყოფილი, კიდევ ერთხელ რომ წავიკითხე ის ნაწარმოებები, რომელთა შესახებაც გესაუბრებოდით.


... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1254 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

იქ, ისტორიულ წარსულში...
ხუთშაბათს, ჟურნალ "გზასთან" ერთად, ქართული პროზის საგანძურის სერიით ეგნატე ნინოშვილის ნაწარმოებებს გაეცნობით

ეგნატე ნინოშვილი (ეგნატე თომას ძე ინგოროყვა) XIX საუკუნის ქართველი მწერალია. მან თავისი ეპოქის რეალობა მხატვრულ ლიტერატურაში ასახა. მის თხზულებებში დღეს ბევრი რამ შეიძლება არარეალურადაც მოგეჩვენოთ, მაგრამ იყო დრო, როცა ამით საზრდოობდა და ასე ცხოვრობდა ხალხი. 


... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1119 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

კარავაჯო - სკანდალური ფერმწერი
არიან ადამიანები, რომლებიც აჩქარებენ დროის მდინარებასა და ცივილიზაციის ისტორიას. სწორედ მათ უმადლის კაცობრიობა უდიდეს აღმოჩენებს. ისინი გვახსენებენ, რომ ისტორიის მდინარება ყოველთვის არ არის სწორხაზოვანი. დასავლეთევროპულ მხატვრობაში ასეთი როლი ჯოტომ და მაზაჩომ ითამაშეს. მათ შემდეგ კი მხოლოდ და მხოლოდ კარავაჯოს დასახელება შეიძლება. კარავაჯომ უდიდესი გავლენა მოახდინა ევროპული ფერწერის განვითარებაზე. 

დანამდვილებით არ არის ცნობილი, სად დაიბადა გენიალური მხატვარი კარავაჯო, იგივე მიქელანჯელო მერიზი - სოფელ კარავაჯოში თუ მილანში, რადგან იგი არ არის მოხსენიებული ამ პატარა სოფლის საეკლესიო დავთრებში. ზუსტად არც მისი დაბადების თარიღია ცნობილი. ფიქრობენ, რომ მიქელანჯელო 1571 წლის 29 სექტემბერს უნდა იყოს დაბადებული - მთავარანგელოზ მიქაელის ხსენების დღეს. მხატვრის ხანმოკლე და ფათერაკიანი ცხოვრება დაემთხვა ევროპის ქვეყნებს შორის რელიგიური ომების პერიოდს, როცა რენესანსი რელიგიურმა შეუწყნარებლობამ შეცვალა: ლუთერის პროტ ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1435 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

ადამიანი, რომელმაც დროს გაუსწრო
იუნესკოს ოფიციალური ცნობით, ჟიულ ვერნი მსოფლიოს ყველაზე ხშირად თარგმნილი ავტორია და დღემდე მისი ნაწარმოებები 148(!) ენაზეა გამოცემული



სიკვდილამდე ორი წლით ადრე, 1903 წელს, ჟიულ ვერნი თავის დას სწერდა: "ძვირფასო დაო, მხედველობა სულ უფრო მიუარესდება... გარდა მაგისა, ცალი ყურით დავყრუვდი. ასე რომ, ახლა მხოლოდ ნახევარი მესმის იმ სისულელეებისა და ავსიტყვაობისა, რომელიც ქვეყნად სუფევს, და ეს ცოტათი მანუგეშებს..."
... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1129 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

« 1 2 ... 21 22 23 24 25 ... 154 155 »
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
საიტის მეგობრები