კვირა, 15.06.2025, 16:59
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » ახალი ამბები
ბერლინში დღეს 61-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნება. ძირითად საკონკურსო პროგრამაში ნაჩვენები იქნება 16 ფილმი. მათ შორის არის რუსი რეჟისორის, ალექსანდრე მინდაძის ფილმი „შაბათს". კინოფესტივალი 20 თებერვალს დაიხურება. 

წლევანდელი ფესტივალის ჟიურიში შედიან გერმანელი მსახიობი ნინა ჰოსი, ავსტრალიელი პროდიუსერი ეინ ჩეპმენი, კანადელი რეჟისორი გაი მედინი, ინდოელი მსახიობი აიმირ კხანი და კოსტიუმების ლონდონელი დიზაინერი სენდი პაუელი. ჟიურის თავმჯდომარე მსახიობი და რეჟისორი იზაბელა როსელინი იქნება. 

ცნობილია, რომ კინოფესტივალის ჟიურის წევრის, ჰაფარ პანახის სავარძელი ცარიელი დარჩება. ირანელ რეჟისორს ანტისახელისუფლებო ქმედებებისთვის ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ფესტივალის დირექტორის დიტერ კოსლიკის თქმით, პანახისადმი სოლიდარობის ნიშნად, ნაჩვენები იქნება მისი ფილმი „ოფსაიდი".
Category: ახალი ამბები | Views: 1097 | Added by: NaTia | Date: 11.02.2011

ცვალებადი ამინდები 19 თებერვლამდე გაგრძელდება
19 თებერვლამდე ცვალებადი ამინდები მთელი საქართველოს მასშტაბით შენარჩუნდება, ხვალიდან კი, დასავლეთ საქართველოში თოვა ისევ გაგრძელდება . 
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს"- გარემოს დაცვის სამინისტროს პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა. მისი განცხადებით ხვალ საღამოდან ითოვებს აღმოსავლეთ საქართველოშიც, 12 თებერვალს კი ერთი დღით გამოიდარებს, თუმცა 13-ში დასავლეთ საქართველოდან ისევ ცივი ჰაერის მასები შემოოიჭრება, რაც მთელი საქართველ;ოს მასშტაბით ნალექს და თოვას გამოიწვევს. 
ნიორაძის განმარტებით დიდთოვლობა აჭარაში თვის ბოლომდე შენარჩუნდება. 
Category: ახალი ამბები | Views: 1086 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

პრეზიდენტის სიტყვა
ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 11 თებერვალს მეშვიდედ მიმართავს. ყოველწლიური მიმართვის გენერალური რეპეტიცია კი, პრეზიდენტს სულ ორიოდე კვირის წინ – "პირველი კავკასიური საინფორმაციოს" ტელეეთერში ჰქონდა. 
პარლამენტს მიხეილ სააკაშვილმა პირველად პრეზიდენტად არჩევიდან ერთ წელიწადში – 2005 წლის 10 თებერვალს მიმართა. მაშინ აქცენტი "არც ისე დიდი, თუმცა კარგად გაწვრთნილი შეიარაღებული ძალების მშენებლობის" პროცესზე გააკეთა. იმავე ადამიანებს კი, პრეზიდენტმა ორიოდე კვირის წინ მოუწოდა "ქვეყნისთვის სამსახურის პრივილეგიით" დაკმაყოფილებულიყვნენ, მაგრამ ამაზეც მოგვიანებით.InterPressNews.Ge ... კითხვის გაგრძელება »
Category: ახალი ამბები | Views: 1317 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

სურსათი კიდევ გაძვირდება
სურსათის ფასები ზრდას განაგრძობს. ბოლოს, კილოგრამი შაქარი 2,60 ლარად შევიძინე და მაღაზიის გამყიდველმა გამაფრთხილა, - მოიმარაგე, თორემ კიდევ გაძვირდებაო. შაქრის გარდა, არნახულად მაღალია ფქვილის, წიწიბურას, ზეთისა და სხვა საკვები პროდუქტების ფასები, მაგრამ გაძვირების ტენდენციას ჯერ ბოლო არ უჩანს. პირიქით - ექსპერტების ვარაუდით, ფასების ზრდა პიკს გაზაფხულზე მიაღწევს.
ასე რომ, თუნდაც მცირე მარაგების გაკეთებას აზრი ნამდვილად აქვს.

... კითხვის გაგრძელება »
Category: ახალი ამბები | Views: 1064 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

მოსკოვი ახალი ტერაქტების შიშით ცხოვრობს...
რუსეთის ხელისუფლების მიერ "#1 ტერორისტად" გამოცხადებული დოკუ უმაროვი ავრცელებს ვიდეოჩანაწერს, რომელშიც ის მთელ რუსეთს ემუქრება და ამბობს, რომ მოსკოვში ტერორისტ-კამიკაძეს გზავნის.

ერთი შეხედვით, წინასწარ ტერორისტ-კამიკაძეზე ლაპარაკი და მისი სახელის საქვეყნოდ დასახელება თითქოს ლოგიკური არ არის, მაგრამ აქ საქმე ეშმაკურ ფსიქოლოგიურ გათვლასთან გვაქვს. ყველა მოსკოველი, ვინც ამ ვიდეოჩანაწერს ნახავს, ფსიქოლოგიურად დაიძაბება და მუდამ ახალი აფეთქებების მოლოდინში იქნება, რომელთა მსხვერპლი სრულიად შემთხვევით შეიძლება თავადაც გახდეს, რადგან არავინ იცის, მორიგი ტერორისტი-კამიკაძე მოსკოვის მეტროს რომელ სადგურზე, ქუჩასა თუ კაფეში აიფეთქებს თავს...

... კითხვის გაგრძელება »
Category: ახალი ამბები | Views: 1065 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

« 1 2 ... 4 5 6 7 8 ... 70 71 »
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
საიტის მეგობრები