|
|
მთავარი » ენციკლოპედია
ხულუტი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ციხე-დარბაზი, მდ. ხრამის ღრმა ხეობის ვიწრო ყელში. აგებულია XVIII საუკუნის I მესამედში. შედგება 2 ნაწილისაგან; ორივეში ჩაყოლებულია თითო, გალავანში კი - 5 კოშკი. თითოეული მათგანი პირველ რიგში საცხოვრებელი დანიშნულებისაა, შემდეგ კი - საბრძოლო. ჩრდილო-დასავლეთის კოშკი ფუნქციით კოშკისებრი სასახლეა, მის მთელ სიმაღლეზე შუაზე ჰყოფს კედელი, რომელშიც საფეხურებია მოწყობილი. ერთი მხარე 6 სართულიანია, მეორე - 7-სართულიანი. ბოლო სართულები გამოზნულია საბრძოლოდ, დანარჩენი - საცხოვრებლად. მთელი ციხე ნაგებია ადგილობრივი კლდის ქვით.
|

ქოლაგირის ციხე, ასევე დედოფლის ციხესიმაგრე – ფეოდალური ხანის (XVIII საუკუნის დასასრული) ციხე-სიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში, ახლანდელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფ. ქოლაგირში. მდებარეობს მდ. ალგეთის მარცხენა მხარეს. აქ ადგილი გაშლილია და მისადგომად ყოველ მხრიდან ერთნაირია. ქართლ-კახეთში აგებულ ამ ტიპის ციხეებიდან ქოლაგირისა ერთ-ერთი უკანასკნელთაგანია. იგი აგებულია 1788–1798 წლებში დარეჯან დედოფლის მიერ. 1801 წ. თვით დარეჯანი წერდა. ,,ქოლაგირის დიდი ციხე და გალავანი ავაშენე".. შემონახულია წინასწარ შედგენილი პროექტი, რომლის მიხედვითაც აშენდა ეს ციხე. ციხის გეგმა კვადრატულია და 2000 კვ. მ. ფართობი უკავია. ნაგებია დაუმუშავებელი შერჩეული ქვით. აგური გამოყენებულია სალოდეებისათვის და შესასვლელი კოშკების დეკორატიული დამუშავებისათვის. 6 მ სიმაღლის კედელი ქვემოთ უფრო სქელია, ზემოთ კი - თხელია. ე. წ. „საბრძოლო ბილიკი" გარს შემოუყვება მთელ ციხეს კოშკების მეორე სართულის დონეზე. ციხის კუთხეებში ცილინდრული კოშკები დგას, აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლების ცენტრებში თითო სწორკუთხა კოშკია. პირველ მათგანში მთავარი შესასვლელია მოწყობილი. კუთხის ცილინდრული კოშკები ერთნაირი გადაწყვეტისაა. სამი სართული საბრძოლო - საცხოვრებელია, ხოლო ბანი მხოლოდ თავდაცვით
...
კითხვის გაგრძელება »
|
« 1 2 ... 49 50 51 52 53 ... 173 174 » |
|
კალენდარი
| « იანვარი 2026 » |
| ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | | 1 | 2 | 3 | 4 | | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|