ორშაბათი, 26.01.2026, 22:39
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
შესვლის ფორმა
მთავარი » ენციკლოპედია
ვანის არქეოლოგიური აღმოჩენები.
Category: ენციკლოპედია | Views: 2254 | Added by: NaTia | Date: 24.12.2010

ი. სურგულაძე  ქართული ხალხური ორნამენტის სიმბოლიკა // საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემია, ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი, - გამ. „სამშობლო", თბილისი 1993 წ., გვ. 35 – 61

Free Image Hosting at www.ImageShack.us

საცხოვრებლის ინტერიერის, დედაბოძის და მასზედ გამოსახული დეკორატული მოტივების ერთიან კონცეფციაში გააზრება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება კერის მნიშვნელობა, როგორც ოჯახის სოციალური და საკრალური ცენტრისა, რადგან იგი, ამ თვისებთა გამო, ანიჭებდა ინტერიერის მთელ სივრცეს კოსმოსურ-მითოლოგიურ და რელიგიურ არსს. კერას უკავშირდებოდა ყველა რიტუალი, რომელიც კი სახლში  ტარდებოდა, საერთო იქნებოდა ეს, თუ ცალ-ცალკე, ქალების, ან კაცების ჯგუფისა; იგი იყო ძირითადი ორიენტირი სახლის შიდა სივრცის სქესობრივ-ასაკობრივი დანაწილებისას; კერასთან ტარდებოდა საქორწილო ინკორპორაციისა და ოჯახის წევრის გარდაცვალებასთან დაკავშირებული წესები,  რიგდებოდნენ მოსისხლეები. კერა იყო ოჯახის მთლიანობისა და კეთილდღეობის გამ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1336 | Added by: NaTia | Date: 24.12.2010

ნათელა ალადაშვილი (ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი)

"ჯვრის ამაღლების"თემა ქართულ ხელოვნებაში - ძეგლის მეგობარი, თბილისი, 1969 წ., კრებული 17, გვ.7-13

შუა საუკუნეების ქართულ ხელოვნებაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა "ჯვრის ამაღლების" კომპოზიცია. როგორც ცნობილია, "ჯვრის ამაღლება" სიმბოლურად გადმოსცემდა "ქრისტეს ამაღლების" სცენის შინაარსს და ამგვარად, ქრისტიანობის დიდების ზოგადი იდეის ხორცშესხმას წარმოადგენდა.  ეს სცენა საქართველოში გვხვდება VI საუკუნიდან XVII საუკუნემდე, რელიეფებსა და კედლის მხატვრობაში. სცენის კომპოზიციურმა გადაწყვეტამ საუკუნეების  მანძილზე განვითარება განიცადა.

Free Image Hosting at www.ImageShack.us

"ჯვრის ამაღლების" ადრინდელი მაგალითები რელიეფური გამოსახულებანია, რომლებიც ადრეფეოდალური ხანის ეკლესიების კედლებს ამკობენ (მცხეთის ჯვრის ტაძარი, ანჩისხატის ბაზილიკა, თეთრი-წყაროს ეკლესია), ისინი გადმოსცემენ ამ სცენის ადრექრისტიანუ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1917 | Added by: NaTia | Date: 24.12.2010

ხალხური ტრადიციები და სიმბოლიკა, ქართული სამუშაო იარაღი>

Free Image Hosting at www.ImageShack.us

გიორგი ჯალაბაძე (ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მეზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი) - ჭივჭაველი გუთნისდედა // ძეგლის მეგობარი  1970 წ., კრ.20., გვ. 31-35

ახლა ჭივჭავას სახელწოდებით ქვემო ქართლში დასახლებული სოფელი აღარ არსებობს. ჭივჭავას სახელი პატარა მდინარეს შერჩა, რომელიც ბედენის მთას გამოუდის და სამხრეთ აღმოსავლეთისაკენ მიემართება. ამ მდინარის პირას იყო გაშენებული ძველისძველი სოფელი ჭივჭავა. როგორც 1948-1954 წლებში აქ ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა ცხადჰყო, სოფელ ჭივჭავას XVI საუკუნის ბოლოს შეუწყვეტია ცხოვრება. მას შემდეგ ჭივჭავა ნაჭივჭავებად მოიხსენიება ხალხში და სამეცნიერო ლიტერატურაში. ჭივჭავას ნამოსახლარი მიდამო მეტად საინტერესო სურათს იძლევა. პირველ რიგში აქ ყველაზე გამოკვეთილად ნაკალოვარი ადგილებია შემორჩენილი. მნახველს ისეთი შთაბეჭდილება რჩება თითქოს 3 საუკუნის წინ კი არა, რაღაც 20-ოდე წლის წინ იყო მიტოვებული. ნაკალოვარი ადგილები მრგვლად არის მოსწორებული, ირგვლივ ზოგს ცოტა მობეგებული შემაღლება აქვს და ტაფობს მიაგავს. ზოგიერთ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1252 | Added by: NaTia | Date: 24.12.2010

« 1 2 ... 51 52 53 54 55 ... 173 174 »
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2026  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
საიტის მეგობრები