სამშაბათი, 27.01.2026, 18:25
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
შესვლის ფორმა
მთავარი » ენციკლოპედია

"შავი კვადრატი", კაზიმირ მალევიჩი.

სუპრემატიზმი (რუხ. Супремати́зм, ლათ. supremus — უზენაესი) — მიმართულება ავანგარდულ ხელოვნებაში ჩასახული 1910-იანი წლების პირველ ნახევარში რუსეთში კაზიმირ მალევიჩის მიერ.

აბსტრაქციონიზმის ნაირსახეობა, სუპრემატიზმი გამოიხატებოდა გამომსახველობით არსს მოკლებული უმარტივესი გეომეტრიული ფორმის ფერადი სიბრტყეების კომბინაციებით (სწორი ხაზებით, კვადრატებით, წრეებითა და მართკუთხედებით).

სხვადასხვა ზომისა და ფერის გეომეტრიული ფიგურების შეხამება ქმნიდა სიღრმისეული მოძრაობით გამჭოლ დაბალანსებულ ასიმეტრიულ სუპრემატულ კომპოზიციებს. საწყის ეტაპზე ეს ტერმინი, რომელიც ლათინური ფუძისგან suprem იყო წარმოებული, დომინირებას, ფერის მხატვრობის ყველა დანარჩენ ასპექტზე უზენაესობას ნიშნავდა.

უსაგნო ტილოებზე საღებავი, მალევიჩის ჩანაფიქრით, პირველად განთავისუფლდა მისთვის მიკუთვნებული როლისგან, სხვა დანიშნულებისთვის სამსახურისგან, და შედეგად, სუპრემატისტული ნამუშევრები პირველი ნაბიჯი გახდა "წმინდა შემოქმედებისკენ", ანუ აქტისკენ, რომელიც ადამიანის შემოქმედებით ძალასა და ბუნებას (ღმერთს) აწონასწორებდა.

Category: ენციკლოპედია | Views: 1232 | Added by: NaTia | Date: 30.05.2010

უმბერტო ბაჩონი.


ფუტურიზმი, მიმდინარეობა ხელოვნებასა და ლიტერატურაში, XX საუკუნის დასაწყისში.

ფუტურიზმი რეალისტური ხელოვნების უარყოფის საფუძველზე შეიქმნა 1907—1909 წლებში იტალიაში. ფუტურისტული ხელოვნების მიზანი არის არა გარემომცველი სინამდვილის ასახვა და შეცნობა, არამედ ახალი რეალობის შექმნა.

ფუტურიზმი ავანგარდისტულ მიმდინარეობებს შორის ყველაზე რადიკალურია. ფუტურიზმის პირველი (1909 წ.) და მეორე მანიფესტის (1910 წ.) ავტორია მარინეტი, იტალიელი პოეტი. მანიფესტში ხაზგასმულია მოძრაობისა და სიჩქარის სილამაზე, საფრთხისა და ამბოხის სიყვარული. ომი მიჩნეულია სამყაროს დასუფთავების საშუალებად. მარინეტი პოეზიაში მოითხოვდა სიტყვათა თავისუფლებას, განცდისა და გამოხატვის თანადროულობას, პუნქტუაციის რღვევას, სინტაქსის უარყოფას.

ფუტურისტები აცხადებენ, რომ თანამედროვე ცხოვრებას მეტყველების მხოლოდ ტელეგრაფიული სტლი უხდება: წყვეტილი სიტყვები, ამოძახილები, ზმნების გამოტოვება, მრავალწერტილი. ყოველივე ეს დაძაბული ნერვული მდგომარეობის და დინამიზმის გამოხატვის საშუალებაა.

ფუტურისტები უარყოფდნენ მთელ კლასიკურ მემკვიდრეობას. მათი აზრით ფუტურისტული სურათის ან ნაწარმოების მშვენიერება რომ გაიგო, საჭიროა ადამიანის სული განიწმინდოს, გონება გათავისუფლდეს წარსულის კულტურის გადმონაშთებისგან.

რუსულ ლიტერატურაში ფუტურიზმი კუბოფუტურიზმის სახელით შევიდა. მისი წარმომადგე ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1660 | Added by: NaTia | Date: 30.05.2010

„ტივის მზიდავები ვოლგაზე", ილია რეპინი.


„პერედვიჟნიკები" (რუს. Передвижники, სრულად: Товарищество передвижных художественных выставок — მოძრავი სამხატვრო გამოფენების ამხანაგობა) — რუსი მხატვრების შემოქმედებითი გაერთიანება, რომელიც შეიქმნა 1870 წელს პეტერბურგში ივანე კრამსკოი, გრიგოლ მიასოედოვი, ნიკოლოზ გესა და ვასილი პეროვის ინიციატივით.

ქვეყნის ძირითადი სამხატვრო ძალა დემოკრატიისათვის ბრძოლაში დაუპირისპირდა ხელოვნების ოფოციალურ ცენტრს - პეტერბურგის სამხატვრო აკადემიას.

ახალი გაერთიანების იდეური ხელმძღვანელი გახდა ი. კრამსკოი. „პერედვიჟნიკები" განიცდიდნენ ბელარიონ ბელინსკისა და ნიკოლოზ ჩერნიშევსკის საზოგადოებრივ და ესთეტიკურ შეხედულებების გავლენას.

სამხატვრო აკადემიის მეურვეობისაგან განთავისუფლებისთანავე „პერედვიჟნიკებმა" გააჩაღეს საგანმანათლებლო მოღვაწეობა. 1871 წლიდან ამხანაგობამ 48 მოძრავი გამოფენა მოაწყო პეტერბურგში, მოსკოვში, კიევში, ხარკოვში, ყაზანში, რიგაში, ოდესაში და სხვა ქალაქებში.

მათ საბოლოოდ გაწყვიტეს კავშირი კლასიციზმთან, თავიანთ შემოქმედებას საფუძვლად დაუდეს კრიტიკული რეალიზმი. ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1155 | Added by: NaTia | Date: 30.05.2010

მირ ისკუსტვა (რუს.: «Мир иску́сства», ხელოვნების სამყარო) — რუსულენოვანი ჟურნალი და მის გარშემო თავშეყრილი შემოქმედებითი გაერთიანება. ჟურნალმა და გაერთიანებამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა რუსებზე, რომელთაც მე-20 საუკუნის პირველ ათწლეულში ევროპული ხელოვნების რევოლუციურ გარდაქმნაში დიდი წვლილი გაიღეს.

1909 წლიდან მრავალი მირისკუსნიკი (მოძრაობის წევრების მეტსახელი) ასევე თანამშრომლობდა ბალე-რუსის კომპანიასთან პარიზში. პარადოქსია, თუმცა დასავლეთ ევროპაში თვით ჟურნალი თითქმის არავის უნახავს.


მირ ისკუტსვას წევრები" ბორის კუსტოდიევის მიერ, 1916.

ისტორია.


ხელოვანთა გაერთიანება ჩამოყალიბდა 1898 წელს სტუდენტთა ჯგუფის მიერ, რომელთა შორის იყვნენ ალექსანდრე ბენუა, კონსტანტინ სომოვი, დმიტრი ფილოსოფოვი, ლეონ ბაქსტი, იუჟინ ლანსერი. საწყისი მომენტი ამ ახალი ჯგუფისა იყო რუს და ფინელ ხელოვანთა გამოფენა სანკტ-პეტერბურგის გამოყენებითი ხელოვნების შტიგლიცის მუზეუმში.

ჟურნალი შეიქმნა 1899 წელს სანკტ-პეტერბურგში ალექსანდრე ბენუას, ლეონ ბაკსტისა და სერგეი დიაგილევის (მთავარი რედაქტორი) მიერ. მათი მიზანი დრომოჭმული პერედვიჟნიკების სკოლის მდარე ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1179 | Added by: NaTia | Date: 30.05.2010

ალექსანდ ლენტულოვი, "ქალი გიტარით", 1913.


ბუბნოვი ვალეტი (რუს.: Бубновый валет) — მოსკოველ ფერმწერთა გაერთიანება. სახელი ეწოდა 1910 წელს გამართული ამავე სახელწოდების გამოფენის მიხედვით.

"ბუბნოვი ვალეტის" მხატვრები პ. კონჩალოვსკი, ა. კუპრინი, ა. ლენტულოვი, ი. მაშკოვი, ვ. როჟდესტვენსკი, რ. ფალკი და სხვები უარყოფდნენ აკადემიზმსა და XIX საუკუნის რეალიზმს, უპირისპირდებოდნენ აგრეთვე XX საუკუნის I ათწლეულის რუსული ხელოვნების მისტიკურ სიმბოლიზმს.

ისინი მუშაობდნენ სეზანის შემოქმედების, ფოვიზმისა და კუბიზმის ფერწერულ-პლასტიკური მანერით.

ამას გარდა მიმართავდნენ რუსულ ლუბოკსა და ხალხურ სათამაშოს გამომსახველობითს ხერხებს.

პრაქტიკულად "ბუბნოვი ვალეტი" რევოლუციის წინა ათწლეულის კრიზისის გამოძახილი იყო.

მისი წევრები ამტკიცებდნენ ფერწერის "თვითმიზნურობას" - ფორმებს ისინი ფერების საშუალებით აგებდნენ, მოცულობებს კი სიბრტყობრივად გადმოსცემდნენ, მათი ნამუშევრებისათვის დამახასიათებელია მოცულობის ხაზგასმული დეფორმაცია და ფაქტურის თითქმის ლუბოკური ფერადოვნება.

1912 წელს "ბუბნოვი ვალეტს" გამოეყო ერთი ჯგუფი მხატვრებისა, რომლებიც პრიმიტივიზმის, კუბოფუტურიზმისა და აბსტრაქციონიზმისაკენ იხრებოდნენ (ვ. და დ. ბურლიუკები, ნ. გონაჩაროვა, მ. ლარიო ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1183 | Added by: NaTia | Date: 30.05.2010

« 1 2 ... 62 63 64 65 66 ... 173 174 »
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2026  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
საიტის მეგობრები