|
|
მთავარი » ენციკლოპედია
მარხვა, ზოგიერთი რელიგიის მიერ განსაზღვრული დროით ყოველგვარი ან ცალკეული სახის საკვების (განსაკუთრებით ხორცის, თევზის, რძის პროდუქტების, )ასევე არასამარხვო ფიქრების მიღების აკრძალვა. სათავეს იღებს შორეულ წარსულში, როცა საკვების სიმცირე მისი დაზოგვის ღონისძიებებს ითხოვდა. შემდეგ მიეცა რელიგიური სანქცია, როგორც "ადამიანის სულის განწმენდისა და განახლების" საუკეთესო საშუალებას, კათოლიკური სარწმუნეობა მრავალდღიან მარხვას არ ითხოვს, მარხულობენ მხოლოდ დიდმარხვის პირველი კვირის ოთხშაბათს, მიძინებისა და შობის კვირაძალზე, ვნების კვირის პარასკევს. პროტესტანტებს არა აქვთ მარხვის დღეები (ანგლიკანების გარდა), განსაკუთრებით ძლიერია მარხვის წესები მართლმადიდებლობაში.
სულ 4 მრავალდღიანი მარხვაა: დიდმარხვა (7 კვირა), წმ. პეტრეს მარხვა (1–5 კვირა), ღვთისმშობლის მიძინების (2 კვირა), საშობაო (6 კვირა), გარდა ამისა – ჯვართამაღლების დღის მარხვა. ოთხშაბათისა და პარასკევისა თითოდღიანი – დანიშნულების მიხედვით, სანათლისღებო (საწყალკურთხევო, ნათლისღების წინადღის), მშობლების გარდაცვალების აღსანიშნავი, დათქმული და სხვა.
სულ დაახლოებით ორასი დღე წელიწადში. მარხვის დღეებში იკრძალება სამხიარულო დღეობებში მონაწილეობა, ქორწინების საიდუმლო, ქალთან ურთიერთობა. კათოლიციზმს ასეთი მკაცრი წესები არა აქვს, ნებადართულია რძის მიღება, აგრეთვე შემსუბუქება მორწმუნეთათვის, რომელთაც შიმშილობა ექიმისაგან ეკრძალებათ.
იუდაიზმში საერთო მარხვის დღეები
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
შურუპაკი - შუმერული ქალაქი-სახელმწიფო სახრეთ მესოპოტამიაში. დღეს ამ ადგილს ჰქვია ტელ ფარა (ერაყი). შურუპაკი ბიბლიაშიცაა ნახსენები, სწორედ აქ ცხოვრობდა ნოე წარღუნამდე და აქ ცხოვრობდა ნოეს პროტოტიპი უტ-ნაპიშტიმი. შურუპაკი ასევე ნახსენებია "შუმერის მეფეთა სიაში". არქეოლოგია [რედაქტირება]
შურუპაკი აღმოაჩინა გერმანულმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ 1902 წელს ვალტერ ანდრეს ხელმძღვანელობით. ქალაქში აღმოაჩინეს ლურსმული დამწერლობით დიდი ბიბლიოთეკა. შურუპაკის ბიბლიოთეკა 3 ნაწილად იყოფა, ესაა სხვადასხვა სამეურნეო ტექსტები, სასწავლო ტექსტები, ანუ ფირფიტები რომელზეც ახალგაზრდა შუმერები წერას სწავლობდნენ და "არქაული ლურსმული სიმბოლოების სია", საიდანაც გაირკვა ქალაქის დასახელება.
დაახლოვებით ძვ. წ. XXX საუკუნეში შურუპაკი აღმოჩნდა წყლით დაფარული წყალდიდობის შედეგად, ასე რომ შესაძლოა მითს წარღუნას შესახებ აქვს ისტორიული საფუძველი. ამ წყალდიდობამ შდურუპაკის გარდა დააზარალა ური და კიში.
|

ხამურაბის კანონებით სტელა. 
იგივე სტელა ასახავს ხამურაბის. ხამურაბის კანონები შეიქმნა ბაბილონში მეფე ხამურაბის მიერ ძვ. წ. XVII საუკუნეში.
ხამურაბის კანონები მესოპოტამიის ისტორიაში არაა პირველი კანონმდებლობა. კანონების ჩვენამდე მოღწეული პირველი კოდექსი შუმერ მეფეს შულგის ეკუთვნის. შემდეგი ჩვენამდე მოღწეული კანონმდებლობა ისინის სამეფოს მეფეს ლიპიტ-იშტარს მიეკუთვნება.
ხოლო ხამურაბის კანონების უშუალო წინამორბედია ეშნამუს კანონები, რომლებიც ძვ. წ. 1790 წლით თარიღდება.
ამრიგად სახეზეა მესოპოტამიის იურისპუდენციის ტრადიციის განვითარება. იმ დროს არ არსებობდა დღევანდელი ცნება nullum crimen sine lege - დანაშაული არ არსებობს თუ კი იგი არაა მითითებული კანონებში. ამიტომ მესოპოტამიელი იურისტები არ ცდილობდნენ კანონებში ყველანაერი შემთხვევები აესახათ. მესოპოტამიური იურისპუდენციის განვითარების კულმინაცია კი სწორედ ხამურაპის კანონები გახლდათ. მესოპოტამიიდან ჩვენ არ გვაქვს სამართალმცოდნეობაზე არანაერი თეორიული ნაწარმოებები, მიუხედავად ამისა ჩანს რომ ხამურაბის კანონები ა
...
კითხვის გაგრძელება »
|
ჩინეთის ისტორია უძველესი ხელნაწერების მიხედვით დაახლოებით 3500 წლის წინ დაიწყო. ეს არის ერთ-ერთი უძველესი და უმთავრესი იმ ცივილიზაციათაგან, რომლებიც დღესაც კი არსებობს და განაგრძობს განვითარებას. კუს ბაკანზე ნაპოვნი ხელნაწერები, რომლებიც გვაგონებს ძველ ჩინურ დამწერლობას, თარიღდება ძვ.წ. 1500 წლით. ამ ჩანაწერების მიხედვით ჩინური ცივილიზაცია დაიწყო დაახლოვებით 5000 წლის წინ ქალაქ-სახელმწიფოების ჩამოყალიბებით. მიღებულია, რომ ჩინეთი ერთი დიდი სამეფოს, იმპერიის ქვეშ დაახლოებით 2000 წლის წინ გაერთიანდა. წარმატებულმა დინასტიებმა ჩამოაყალიბეს ბიუროკრატიული კონტროლის სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევდა იმპერატორს ემართა გეოგრაფიულად საკმაოდ დიდი ტერიტორია. ის, რასაც დღეს ჩინეთის ცივილიზაციას უწოდებენ დაიწყო იმპერატორი ქინ შიჰუანგდი-ს მიერ, დამწერლობის სისტემისა იძულებითი დადგენის (ძვ.წ. 200 წელს) და კონფუციანიზმზე დამყარებული სახელმწიფო იდეოლოგიის (ძვ. წ. 100 წელს) ჩამოყალიბების შემდეგ. 
ჩინეთის ისტორიული რუქა, 1402. სიას დინასტია .
პირველი დინასტია, რომლის შესახებაც ძალიან ცოტა ინფორმაცია მოიპოვება იყო სიას დინასტია (ჩინ. 夏朝). ამ დინასტიის დაახლოებითი არსებობა თარიღდება ძვ.წ. 220
...
კითხვის გაგრძელება »
|

ინგლისის დედოფალი მმართ. დასაწყისი: 17 ნოემბერი 1558 მმართ. დასასრული: 24 მარტი 1603 კორონაცია: 15 იანვარი 1559 წინამორბედი: მერი I მემკვიდრე: ჯეიმზ I დაბ. თარიღი: 7 სექტემბერი 1533 დაბ. ადგილი: გრინვიჩი გარდ. თარიღი: 24 მარტი 1603 გარდ. ადგილი: რიჩმონდი დინასტია: ტიუდორები მამა: ჰენრი VIII დედა: ანა ბოლეინი
ელისაბედ I (ან ელიზაბეთ I, ინგლ. Elisabeth I) იგივე ქალწული დედოფალი (ინგლ. Virgin Queen) (დ. 7 სექტემბერი 1533 — გ. 24 მარტი 1603) — ინგლისისა და ირლანდიის ტიუდორი დედოფალი 1559-1603 წლებში. ქალწული დედოფალი მეტსახელი შეარქვეს, ვინაიდან იგი არასდროს ყოფილა დაქორწინებული. მას ასევე უწოდებდნენ „გლორიანას" (ინგლ. Gloriana) და „კეთილ დედოფალ ბესის" (ინგლ. Good Queen Bess). ელისაბედი იყო უკანასკნელი ტიუდორი (დინასტია).
ზოგიერთი ისტორიკოსი ელისაბედის მმართველობის წლებს უწოდებს «ინგლისის ოქროს ხანას», რაც ძირითადად დაკავშირებულია კულტურის აყვავებასთან (შექსპირი,მარლოუ,ბეკონი და სხვ.) და ინგლისის როლის ზრდასთან მსოფლიო არენაზე (უძლეველი არმადის განადგურება,დრეიკი,რეილი,ოსტ ინდოეთის კამპანია).
ბეტსი ჰენ
...
კითხვის გაგრძელება »
|
« 1 2 ... 61 62 63 64 65 ... 173 174 » |
|
კალენდარი
| « იანვარი 2026 » |
| ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | | 1 | 2 | 3 | 4 | | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|