|
მთავარი » სტატიები
საგენე ან საგენეი (ფრ.Royaume du Saguenay) — ლეგენდა ზღაპრულად მდიდარ ქვეყანაზე, რომელსაც საგენე(ი)ს სახელმწიფო ეწოდება. ეს ლეგენდა დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების დროს კანადის ფრანგ მკვლევრებს კარგა ხნის განმავლობაში მოსვენებას არ აძლევდა . არსებობს საგანებზე თქმულების წარმოშობის რამდენიმე ვერსია. ერთ-ერთის მიხედვით, ინდიელ ტომებს — ალგონკინებს სწამდათ, რომ წმინდა ლავრენტის მდინარის ჩრდილოეთით, თანამდროვე კვებეკის რაიონში, არსებობდა ქერათმიანი ადამიანებით დასახლებული ზღაპრულად მდიდარი სახელმწიფო, სადაც ოქროს, ვერცხლისა და ბეწვეულის საწყობები იყო. ბელადი დონაკონიც, რომელიც 1530-იან წლებში ფრანგებმა დაატყვევეს და სამშობლოში ჩაიყვანეს, საფრანგეთის მეფეს უამბობდა ამ ადამიანთა სამეფოს შესახებ. ამ ქვეყნის ძებნას არამხოლოდ ფრანგებმა ან ფრანგოკანადელმა მკვლევრებმა, არამედ, პორტუგალიელმა და ესპანელმა გეოგრაფებმაც ათწლეულები შეალიეს. თუმცა, ზოგიერთი მათგანის აზრით, ქერათმიანთა ეს უხვი სამეფო მდინარე ორინოკოს აუზში უნდა ყოფილიყო, თანამედროვე ვენესუელის ტერიტორიაზე. შესაძლოა, ეს ლეგენდა ფრანგული ვარიანტი იყოს ლეგენდარული ელდორადოსი, ინდიელებმა კი, ძუნწი დამპყრობნი უფრო ჩრდილოეთით გაიტყუეს რათა მამულები გადაერჩინათ. ჩრდილოეთში არაერთი ევროპელი გაუდგა გზას საგენების ქვეყნის საძებრად, მაგრამ, ბევრმა მათგან
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1103 |
Added by: NaTia |
Date: 23.05.2010
|
ეივბერის დალაქი. 
აღდგენილი ქვა, რომლის ქვეშ აღმოჩენილნი იქნენ დალაქის ძვლები. ეივბერის დალაქი, (ინგლ. Barber surgeon of Avebury) — შუასაუკუნეების ბრიტანეთის ნახევრად ლეგენდარული პიროვნება, რომელიც დაკავშირებულია წინაისტორიულ ძეგლ ეივბერთან ინგლისის უილტშირის საგრაფოში.
ადგილობრივი ლეგენდის თანახმად, XIV საუკუნეში ღვთისმოშიში მოგზაური ადგილობრივ ქრისტიანულ მოსახლეობას ეხმარებოდა კერპთაყვნისმცემლური მენგირების დანგრევაში. ერთ-ერთი მენგირის ამოთხრის მცდელობისას, ქვა გადატრიალდა და მოგზაური მის ქვეშ მოიყოლია.
1938 წელს არქეოლოგმა ალექსანდრე კეილერმა მენგირი აწია და მის ქვეშ ადამიანის ძვლები აღმოაჩინა. ძვლებთან ერთად აღმოჩენილი იქნა ასევე რამდენიმე მონეტა, მაკრატელი და რკინის ჯოხი. აქედან გამომდინარე დადგინდა, რომ გარდაცვლილი პროფესიით დალაქი იყო.
(შუა საუკუნეებში დალაქის პროფესია გარდა პარიკმახერული ხელობისა, ასევე მოიცავდა სამედიცინო დარგების ნაწილებს, მათ შორის მარტივ ქირურგიულ ოპერაციებსაც. სწორედ ამიტომ ინგლისურ ენაში ეს ტერმინი ამგვარია — barber surgeon, დალაქი-ქირურგი).
კეილერმა ძვლები სამეფო ქირურგიული კოლეჯის კურატორს გადასცა. 1998 წ
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1040 |
Added by: NaTia |
Date: 23.05.2010
|
ევროპა — ქვეყნის ნაწილი, აზიასთან ერთად ქმნის ევრაზიის კონტინენტს. მათ შორის საზღვრის ხაზის თაობაზე იხილეთ სტატია: ევროპა-აზიის საზღვარი. .svg/250px-Europe_(orthographic_projection).svg.png)
ფართობი 10,180,000 კმ2 მოსახლეობა 731,000,000 მოს. სიმჭიდროვე 70/კმ2 მოს. შემადგენლობა ევროპელები ქვეყნები 50 სასაათო სარტყელი UTC+5.
გეოგრაფია.
ევროპის ფართობი დაახლოებით 10 მლნ კმ2-ია, მათ შორის კუნძულები შეადგენენ 730 ათას კმ2-ს. ევროპას გარს აკრავს ატლანტის და ჩრდილოეთი ყინულოვანი ოკეანეები და მათი ზღვები. ევროპის სანაპირო ხაზი ერთობ დანაწევრებულია, ნახევარკუნძულების (კოლის, სკანდინავიის, პირენეის, აპენინის, ბალკანეთის) წილად მოდის ევროპის ფართობის. მიუხედავად არცთუ ისე დიდი ფართობისა,ევროპა ბუნების მნიშვნელოვანი თავისებურებებითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევა.
მრავალფეროვანია არა მარტო ბუნება,არაბედ მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა,სამეურნეო საქმიანობა,მეურნეობის განვითარების ისტორია და მისი დონე,პოლიტიკური რუკა და სხვ. მსოფლიოს ეკონომიკურად განვითარებული 31 ქვეყნიდან 24 ევროპაშია,მათ შორის 4 დიდი "შვიდეულიდან". იგი საერთაშორისო ტურიზმის მთავარი რეგიონია,მასთან
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1981 |
Added by: NaTia |
Date: 23.05.2010
|
აღმოსავლეთმცოდნეობა (ასევე ორიენტალისტიკა) არის სამეცნიერო დისციპლინა, რომელიც აღმოსავლეთის ენების, სულიერი და მატერიალური კულტურის შესწავლითაა დაკავებული. აღმოსავლეთმცოდნეობა ევროპაში.
ევროპაში, აღმოსავლეთმცოდნეობა როგორც აკადემიური დისციპლინა პარიზში 1795 წელს დაარსდა სახელწოდებით — École spéciale des langues orientales. პარიზის ამ სკოლაში ასწავლიდა სილვესტრ სასი (Silvestre de Sacy, 1758—1838), რომელმაც თავისი მოღვაწეობით დიდი გავლენა იქონია აღმოსავლეთმცოდნეობითი მეცნიერების განვითარებაზე .
გერმანიაში 1845 წელს დაფუძნდა გერმანიის აღმოსავლური საზოგადოება, რომელიც დღემდე შეისწავლის აზიის, აფრიკის და ოკეანეთის ქვეყნებს, მათ ენებს, საზოგადოებებს, კულტურებს. ვენაში 1886 წელს შეიქმნა ორიენტალისტიკის ინსტიტუტი. ავსტრიის დედაქალაქში არსებულ ამ ინსტიტუტში დღესდღეობით ფუნქციონირებს ძველსემიტური ფილოლოგიისა და წინა აზიის არქეოლოგიის, არაბისტიკისა და თურქოლოგიის სპეციალობები .
ორიენტალისტიკის დისციპლინებია ასირიოლოგია, ირანისტიკა , თურქოლოგია, ოსმანისტიკა, სემიტოლოგია და ზოგჯერ სემიტოლოგიისაგან განცალკევებით დგას აგრეთვე არაბისტიკა და ისლამოლოგია.
სიტყვის ფართე გაგებით აღმოსავლეთმცოდნეობა შეიძლება მოიცავდეს ეგვიპტოლოგიასაც. ეგვიპტოლოგიას ხშირად აფრიკანისტიკას მიაკუთვნებენ. იაპონიაშიც არსებობს სამეცნიერო დისციპლინა, რომელიც პირიქით ევროპის, ან დას
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1144 |
Added by: NaTia |
Date: 23.05.2010
|
არაბისტიკა ან არაბთმცოდნეობა არის დარგი, რომელიც მეცნიერულად შეისწავლის და იკვლევს ვიწრო გაგებით არაბული ენისა და ლიტერატურის (არაბული ფილოლოგია) სხვადასხვა საკითხებს, ხოლო უფრო ფართო გაგებით კი არაბისტიკა მოიცავს არაბულენოვან ქვეყნებთან, მათ რელიგიასთან, კულტურასთან, საერთოდ ცალკეული არაბული ქვეყნების ცხოვრებასთან დაკავშირებულ სამეცნიერო საკითხებს აწმყოსა და წარსულში.
არაბისტიკა, როგორც მეცნიერება აღმოსავლეთმცოდნეობის ნაწილს წარმოადგენს და მჭიდროდაა დაკავშირებული ისლამოლოგიასთან.
ენათმეცნიერულ ნაწილში არაბული ფილოლოგია შეისწავლის ძველ არაბულს, კლასიკურ არაბულს, საშუალო არაბულს, თანამედროვე არაბულსა და მის დიალექტებს.
არაბისტიკული ლიტერატურათმცოდნეობა იკვლევს ისლამამდელი ხანიდან დღემდე შექმნილ არაბული ლიტერატურას, პროზასა და პოეზიას, მრავალსაუკუნოვანი ისლამური კულტურის წიაღში შექმნილ სხვადასხვა რელიგიურ, ფილოსოფიურ, ისტორიულ და გეოგრაფიულ ტექსტებს, ასევე არაბულ ენაზე არსებულ ებრაულ და ქრისტიანულ ლიტერატურებს.
არაბისტიკა საქართველოსა და ევროპაში.
არაბისტიკა საქართველოში, ისევე როგორც ევროპაში ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში ჩაისახა და XIX საუკუნიდან ისტორულ–კრიტიკული დისციპლინად ჩამოყალიბდა. განსაკუთრებული განვითარება ჰპოვა ამ დარგმა მეოცე საუკუნის საქართველოში. სწორედ მეოცე საუკუნის ქართული არაბისტიკის ერთ–ერთ თვალსაჩინო ფიგურას წარმოადგენს აკადემიკ
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1443 |
Added by: NaTia |
Date: 23.05.2010
|
« 1 2 ... 66 67 68 69 70 ... 154 155 » |
|
კალენდარი
« ივლისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|