|
მთავარი » სტატიები

ნამდვილად ძნელი დასათვლელია, მსოფლიოს რამდენი ქალის გული დაუპყრია ჰიუ გრანტს თავისი ფილმების მეშვეობით. თვითონ ჰიუ დიდი ხანია მიეჩვია, მშვიდად შეხვდეს ქალების მხრიდან გადამეტებულ ყურადღებას, თუმცა უკვე 50 წლის ხდება და ისე გამოიყურება, ნებისმიერ ახალგაზრდა გოგონას მოხიბლავს. "ნოტინგ ჰილისა" და "ბრიჯიტ ჯონსის დღიურის" ვარსკვლავი ახალ ფილმში გამოჩნდა - "მორგანების გაქცეული წყვილი". ჰიუ სწორედ თავისი ახალი ფილმის მორიგ პრემიერაზე "გამოიჭირეს" ჟურნალისტებმა.
"მე და სარამ პროდიუსერები გავაშაყირეთ"
- თქვენს ახალ ფილმში სარა ჯესიკა პარკერთან ერთად ითამაშეთ. ამბობენ, რომ ეს სცენარი საგანგებოდ თქვენი წყვილისთვის დაიწერა... - ეს ჩვენი მეორე ერთობლივი ნამუშევარია, ამიტომ იოლად ვითამაშეთ ცოლქმრული წყვილი. გადაღებებამდე მე და სარამ პროდიუსერებთან გახუმრება გადავწყვიტეთ და "სკანდალი" მოვაწყვეთ: ერთობლივი ვახშმის შემდეგ მათ დავუტოვეთ ბარათები პირობებით, რომ ერთად არ ვითამაშებდით. პარკერმა ბარათში მე მიწოდა "თავხედი, რომელიც ერთხელ საშინლად დათვრა და მას არშიყი დაუწყო", მე კი დავწერე, რომ ჩემი მომავალი პარტნიორი "უბრალოდ აუტანელია". რასაკვირველია, მერე გავამხილეთ ხუმრობა და გადასაღებ მოედანზე დიდი სიხარულით დავდიოდი, მართლა კარგად გავერთეთ მე და სარა.
- ისე, ახლა სად არის თქვენი ეკრანული მეუღლე? - იცით, დღეს სამშაბათია, ამ დღეს კი ის ჩვეულებრივ ახალი ბავშვების კეთებით არის დაკავებუ
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1116 |
Added by: NaTia |
Date: 24.05.2010
|

ახლახან გეოგრაფებისა და ისტორიკოსების ჯგუფმა ტაო-კლარჯეთში მორიგი ექსპედიცია მოაწყო. მათი თქმით, ბანას ტაძრის ტერიტორიაზე გაურკვეველმა ჯგუფებმა დამოუკიდებელად დაიწყეს გათხრები, რაც საფრთხეს უქმნის ტაძარს.
სპეციალისტთა ვარაუდით, განძის მაძიებლებმა, სამარხში ოქროს პოვნის იმედით, რამდენიმე მეტრის სიღრმის ორმო გათხარეს და ამ დაუდევრობას სამარხების დაზიანება მოჰყვა - მიწის ზედაპირზე ადამიანების ძვლებია დაყრილი... გვესაუბრება ექსპედიციის ხელმძღვანელი, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი დვალაშვილი.
- ჩვენთვის უცნობია, აღმოაჩინეს თუ არა ბანაში განძი და გაიძარცვა თუ არა სამარხები, მაგრამ ტაძრის ისედაც დანგრეული კედელი გათხრების გამო შესაძლოა ჩამოიშალოს და განადგურდეს.
- ვის უნდა ჩაედინა ეს ვანდალური აქტი? - შესაძლოა, ტერიტორია სომხებს ან ადგილობრივ მოსახლეობას გაეთხარა.
- ბანას ტაძარს თურქეთის კულტურის სამინისტრო არ იცავს? - ბანას ტაძარი არ არის შეტანილი თურქეთის კულტურის სამინისტროს მიერ დაცული ობიექტების ნუსხაში და, სამწუხაროდ, არც ტურისტულ მარშრუტში. თუმცა მომხდარი ვანდალური ფაქტის გამოძიებით ადგილობრივი მოსახლეობაც არის დაინტერესებული. ბანა სამეფო საძვალეც იყო. Uუკანასკნელად იქ დაუკრძალავთ მეფე ვახტანგ IV და მისი მეუღლე. ბანას ეპარქია შედიოდა ქართული სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის შემადგენლობაში. მისი მღვდელმსახურები ატარებდნენ ბანელის ან ბან
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1093 |
Added by: NaTia |
Date: 24.05.2010
|

28 წლის მომღერლის, რატი დურგლიშვილის ფსიქოპორტრეტის შედგენა არც ისე რთული ყოფილა - ძალიან გულახდილი, კონტაქტური და უშუალო ადამიანია. არ უყვარს ამბიციური და ყალბი ხალხი. ასეთებთან არც ურთიერთობს, რომ არ "გაფუჭდეს". საოცარია, მაგრამ ის ადამიანებიც უყვარს, ვინც მასზე ჭორებს იგონებს...
დუეტ "ჯორჯიას" წევრი ამბობს, რომ მამაკაცებს, ქალებისგან განსხვავებით, ერთდროულად რამდენიმე საკითხზე ფიქრი და რამდენიმე საქმის კეთება არ შეუძლიათ, ამიტომაც არ მოჰყავს ცოლი: გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრი მაქვსო. მისი ეს ფრაზა გიგი უგულავას წინასაარჩევნო სლოგანს მაგონებს. თუმცა რატი აბსოლუტურად აპოლიტიკური ადამიანია, ისიც კი არ ახსოვდა, რა არჩევნები ტარდება ახლა ჩვენს ქვეყანაში...
- რატი, დილით მაღვიძარა გაღვიძებს თუ მის დაუხმარებლად ახერხებ ამას? - ჩემი "მაღვიძარა" არის დედაჩემი. გამოგიტყდები და, სამსახურს იმის გამო არ ვიწყებ, რომ დილით გაღვიძებამ არ მომიწიოს. ახლა ისეთი სამუშაო მაქვს, როცა მინდა, მაშინ ვიღვიძებ. დიდი პრობლემაა ჩემი გაღვიძება. ამის გამო, ტელევიზიები გავანაწყენე, დილის გადაცემების მესვეურნი... ახლა ბოდიშს ვუხდი, უნდა მაპატიონ, ეს ჩემი სისუსტეა. ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ ამის გამო არ უნდა გამიბრაზდეს.
- რამდენად პუნქტუალური ხარ? - ზოგჯერ პუნქტუალური ვარ, ზოგჯერ - ძალიან უთავბოლო, დავბორიალებ სახლში, ჯერ ტანსაცმელს ვეძებ, რა ჩავიცვა, მერე ყავას ვსვამ, მერე გამახსენდება, რომ მეჩქარება, საათს შევხედავ და
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1382 |
Added by: NaTia |
Date: 24.05.2010
|

მეფე ართური (King Arthur) არის ლეგენდარული ბრიტანელი წინამძღვარი რომელიც შუა საუკუნეების ისტორიების მიხედვით, უძღვებოდა ბრიტანეთის დაცვას საქსონელი დამპყრობლებისგან, ადრეულ მეექვსე საუკუნეში. ართურის ისტორიების ძირითადი ნაწილი ფოლკლორის და ლიტერატურის შექმნილია, ხოლო მისი არსებობის რეალობა დღსაც დავის საგანია ისტორიკოსებისათვის. სხვადასხვა ისტორიული წყარობიდან მხოლოდ მწირი მასალის მოძიებაა შესაძლებელი. ლეგენდები ართურის შესახებ სხვადასხვანაირადაა აღწერილი სხვადასხვა ტექსტებში. არ არსებობს ერთიანი კანონიკური ვარიანტი. თუმცა უმეტესი ფაქტები აღებულია ისტორიის გოლფრიდისეული ვარიანტიდან. გოლფრიდი აღწერს ართურს როგორც ბრიტანეთის მეფეს რომელმაც დაამარცხა საქსონი დამპყრობლები და შექმნა იმპერია , რომელიც მოიცავდა ბრიტანეთს, ირლანდიას ,ისლანდიას, ნორვეგიას და გალებს. ასევე ცნობებს ართურის მამის პერგამონის , ჯადოქარ მერლინის, ხმალი ეხკალიბურის , არტურის დაბადების შესახებ ტინტაგელში, მისი გადამწყვეტი ბრძოლის მორდერერთან კამლანში და მის დასასრულს ავალონში. მეთორმეტე საუკუნის ფრანგმა მწერალმა კრეტიენ დე ტრუამ, მიუმატა ლანსელოტისა და გრაალის თასის ისტორია. ამ ფრანგულ ისტორიაში ხშირად მთავარ მოქმედ პირად არა მეფე ართური არამედ მრგვალი მაგიდის რაინდები იქცევიან ხოლმე.
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1175 |
Added by: NaTia |
Date: 23.05.2010
|

შამბალა - ლეგანდარული ქვეყანა ტიბეტში, ან მის შემოგარენში. მისი პირველი ხსენება გვხვდება კალაჩაკრა-ტანტრის ტექსტში (Х ს.), რომელიც, როგორც ამტკიცებენ, შემორჩენილია შამბალას მეფე სუჩანდრის დროიდან. სუჩანდრამ კალაჩაკრას მეცნიერება შაკიამუნის ბუდისგან შეისწავლა. სხვა ლეგენდის თანახმად, შამბალას სამეფო შუა აზიაში იყო. მისი მეფე სუჩანდრა სამხ. ინდოეთში ცოდნის მისაღებად ჩავიდა. შუა აზიაში მუსულმანთა შეჭრის შემდეგ, IX ს.-ში, შამბალას სამეფო ადამიანთათვის უჩინარი გახდა და მხოლოდ სუფთა გულის ადამიანებს ძალუძთ მისკენ სავალი გზის პოვნა. ლეგენდების თანახმად, შამბალას 25-ე მეფის კულიკა რუდრა-ჩაკრინის (ტიბ. რიგდენ ჯაპო) დროს ხდება კეთილი და ბოროტი ძალების ძლიერი შეტაკება. ამიტომაც ბუდისტურ სურათებზე (ტანკა), რომლებიც შამბალას ეძღვნება, ყოველთვის გამოსახულია რიგდენ ჯაპოს ბრძოლა მეცნიერების მტრებთან. ამასთან ეს ბრძოლა სიმბოლურად გამოხატავს სიბრძნის გამარჯვებას უვიცობაზე, სულიერების - ხორციელებაზე, თავგანწირულობის - ეგოიზმზე. შამბალას მეფის გამარჯვების შემდეგ დადგება სულიერების, მორალური და კულტურული აყვავების ხანა, რომელიც ზეიმობს მე-5 ბუდის, მაიტრეას, წარმოშობით. შამბალას მეფეები, რომლებიც სამეფოს შაკიამუნის ბუდის მოძღვრების თანახმად მართავენ, მოწოდებულნი არიან შამბალას დასაცავად, ბოროტ ძა
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1141 |
Added by: NaTia |
Date: 23.05.2010
|
« 1 2 ... 65 66 67 68 69 ... 154 155 » |
|
კალენდარი
« ივლისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|