ორშაბათი, 16.06.2025, 03:24
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » გასართობი
Category: გასართობი | Views: 1227 | Added by: NaTia | Date: 13.02.2011

ცხვრის ხორცი დავჭრათ პატარა ნაჭრებად, ერთმანეთისგან გავაცალკევოთ ქონი და ხორცი. მოვათავსოთ დიდ ქვაბში და დავფაროთ მინერალური წყლით, 1-2 საათის განმავლობაში. ავაგოთ შამფურებზე შემდეგნაირად: ხორცის სამი ნაჭერი და მათ შორის 2 ნაჭერი ქონი. შემწვარ ხორცს მოვაყაროთ ხახვი. უზბეკები ამ ყველაფერს ხშირად ძმარსაც ასხამენ (ძმარს ხსნიან წყალში, გემოვნების მიხედვით, ამატებენ რამდენიმე კბილ ნიორს, ცოტა ხახვს და მწვანილს (ოხრახუშს).
Category: გასართობი | Views: 985 | Added by: NaTia | Date: 13.02.2011

მასალა: ლორი – ერთი ნაჭერი, ყველი – 60 გრამი, ტკბილი წიწაკა – გემოვნებით, კვერცხი – 2 ცალი, კამა და ოხრახუში – გემოვნებით, მწვანე ხახვი – ერთი შეკვრა, კარაქი, მარილი - გემოვნებით

 

წიწაკა და ლორი დავჭრათ პატარა ნაჭრებად, დავკეპოთ მწვანილი. კვერცხი ავთქვიფოთ მარილთან ერთად, გავხეხოთ ყველი. კვერცხს დავამატოთ ყველი, ლორი, წიწაკა, მწვანილი და ავურიოთ. მცირე რაოდენობით ცხიმი გავაცხელოთ ტაფაზე და ჩავუშვათ ნარევი. მოვამზადოთ თავახდილ მდგომარეობაში.
Category: გასართობი | Views: 1079 | Added by: NaTia | Date: 13.02.2011

მასალა: წითელი ლობიო – 1 კგ, ხახვი – 0,5 კგ, მწვანილი – 1 კონა, ნიორი – 3-4 კბილი, ტომატ-პასტა – 2 სუფრის კოვზი, მცენარეული ზეთი, მარილი, აჯიკა ან წითელი წიწაკა, სუნელები, თუ გვსურს ორი-სამი კოვზი ტყემალი და ძმარი  

 

ლობიო დიდხანს და კარგად ვხარშოთ, ვიდრე საბოლოოდ არ დარბილდება. ვიდრე ლობიო იხარშება, ვაკეთებთ შემდეგს: წვრილად ვჭრით ხახვს და ვხრაკავთ საშუალო ცეცხლზე, ტომატ-პასტასთან ერთად. მწვანილი და ნიორი ასევე წვრილად დავჭრათ, დავამატოთ სუნელები და მარილი. მოხარშული ლობიო გადმოვდგათ ცეცხლიდან, დავამატოთ მოხრაკული ხახვის და ტომატ-პასტის მასა, მწვანილი, ნიორი, სუნელები და ეს ყველაფერი ერთმანეთში ავლესოთ. მასა მთლად ერთგვაროვანი არ უნდა გახდეს, მაგრამ ფაფისებური სახე უნდა მიიღოს. შემდეგ დავუმატოთ მარილი და წითელი წიწაკა, ან აჯიკა. ზოგჯერ ორ-სამ კოვზ ტყემალს და ძმარსაც უმატებენ-ხოლმე. ხუთი წუთის განმავლობაში ვადუღოთ. კერძს უხდება წითელი ღვინო.

Category: გასართობი | Views: 1200 | Added by: NaTia | Date: 13.02.2011

გიწვევთ სილამაზის სალონშიმშრალი კანის მატონიზებელი ნიღაბი:

1ს/კ კივის რბილობს შეურიეთ 1ს/კ იოგურტი, დამდნარი ქოქოსის ცხიმი. წაისვით სახეზე, 20-30 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. 
1ც ბანანის პიურეს დაამატეთ 1 კვერცხის გული და 1ჩ/კ მცენარეული ზეთი. წაისვით სახეზე და 15-20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.
წმინდად გახეხილ ვაშლს შეურიეთ 1ჩ/კ თაფლი და 1ს/კ შვრიის ბურბუშელა. წაისვით სახეზე და 15-20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ. 

... კითხვის გაგრძელება »
Category: გასართობი | Views: 1123 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

« 1 2 ... 6 7 8 9 10 ... 52 53 »
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
საიტის მეგობრები