|
|
მთავარი » ენციკლოპედია

ი. ნიკოლაძე. ჩახრუხაძის პორტრეტი. მარმარილო. 1948. საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი. იაკობ ივანეს ძე ნიკოლაძე (დ. 16 მაისი/28 მაისი, 1876, ქუთაისი ― გ. 10 მარტი, 1951, თბილისი), ქართველი მოქანდაკე, ქართული რეალისტური ქანდაკების ფუძემდებელი. საქართველოს სსრ სახალხო მხატვარი (1946), ყოფილი სსრკ-ის სამხატვრო აკადემიის ნამდვილი წევრი (1947), თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი პირველი პროფესორი (1922). სკკპ-ის წევრი 1939 წლიდან.
ბიოგრაფია.
სწავლობდა მოსკოვში, სტროგანოვის ცენტრალური სამხატვრო-სამრეწველო სასწავლებელში (1892-1894), ოდესის სამხატვრო სკოლაში (1894-1895 და 1897-1898), პარიზის ხელოვნების უმაღლეს სკოლაში (1899-1901). ნიკოლაძის პირველ მნიშვნელოვან ნაწარმოებში, რომელიც 1895 წელს შეიქმნა ("იმერელი გლეხი", თიხა, დაკარგულია), უკვე ჩანდა მოქანდაკის სწრაფვა ადამიანის შინაგანი სამყაროს გადმოცემისაკენ.
1897 ნიკოლაძემ შექმნა ალექსი-მესხიშვილისა და შოთა რუსთაველის პორტრეტები. 1901 ნიკოლაძე მცირე ხნით პარიზიდან საქართველოში ჩამოვიდა; 1902 წელს იგი ამიერკავკასიის ხელოვნების წამახალისებელი საზოგადოების სამხატვრო სკოლაში მიიწვიეს მასწავლებლად. 1902-1903 ნიკოლაძემ ამიერკავკასიის სასოფლო-სამეურნეო გამოფენის ცენტრალური პავილიონისათვის შექმნა დეკორატიული
...
კითხვის გაგრძელება »
|
მერაბ ისიდორეს ძე ბერძენიშვილი (დ. 10 ივნისი, 1929, თბილისი), ქართველი მოქანდაკე, ფერმწერი და გრაფიკოსი. საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1965), რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1975). 
სააკაძის ძეგლი თბილისში, სააკაძის მოედანზე (მ. ბერძენიშვილი). 1956 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (ხელმძღვანელი პროფ. ნ. კანდელაკი). ძირითადად მუშაობს მონუმენტური ქანდაკების დარგში. ბერძენიშვილის ნამუშევრებს ახასიათებს ფორმების დინამიზმი, გამომსახველი პლასტიკურობა, შინაგანი დრამატიზმი. ძირითადი ნამუშევრები: "რუსთაველი" (თაბაშირი, 1956, სადიპლომო ნაშრომი, საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკა), "რუსთაველი" (ბრინჯაო, 1966, მოსკოვი), ვახტანგ გორგასლის ძეგლის პროექტი (1958, II პრემია); მონუმენტები: დავით გურამიშვილი (თუჯი, 1965, თბილისი), გიორგი სააკაძე (ბრინჯაო, 1971, კასპი), მედეა (ბრინჯაო, 1968, ბიჭვინთის საკურორტო კომპლექსი), "მუზა" (ბრინჯაო, 1971, თბილისი), "კიდევაც დაიზრდებიან..." (ბრინჯაო, 1975, მარნეული, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1976), ლაოსის მეფის მონუმენტი (ბრინჯაო, 1975, ვიენტიანი, ლუანგ-პრაბანგი). პორტრეტები: ქართველი ქალი (ხე, 1958, რამდენიმე პრემია: 1960 მსოფლიო ახალგაზრდობის ფესტივალის
...
კითხვის გაგრძელება »
|

სკულპტურა - წამოწოლილი ფიგურა (1951), ფიცუილიამის მუზეუმი, კემბრიჯი – დამახასიათებელი ფორმა მურის ნამუშევრებისთვის, ქალის აბსტრაქტული ფიგურით. ამ სკულპტურის რამდენიმე ბრინჯაოს ვერსია არსებობს; სურათზე თაბაშირის ეგზემპლიარია. ჰენრი სპენსერ მური (Henry Spencer Moore OM CH) (*30 ივლისი, 1898, კასლფორდი, იორკშირი ― † 31 აგვისტო, 1986,) -- ბრიტანელი ხელოვანი, სკულპტორი.
საველე ინჟინრის ვაჟი, დაბადებული იორკშირის ქალაქ კასლფორდში, მური ცნობილი გახდა მისი დიდი ზომის აბსტრაქტული ჭედური ბრინჯაოსა და ნათალი მარმარილოს სკულპტურებით. ბრიტანეთის ხელოვანთა წრეების მხარდაჭერით მურის დამსახურებაა ბრიტანეთში მოდერნიზმის თვითმყოფადი ფორმის დამკვიდრება.
ვრცელი, მასშტაბური დაკვეთების შესრულებით ცხოვრების ბოლოსკენ მური განსაკუთრებით შეძლებული გახდა. თუმცა თავად მოკრძალებით ცხოვრობდა და მთელი ქონება ჰენრი მურის ფონდს გადასცა, რომლის დანიშნულება ხელოვანთა განათლება და ამ სფეროს განვითარებაა.
|

"კლაუდ გეიტი", ჩიკაგო, მილენიუმის პარკი. ანიშ კაპური (Anish Kapoor; დ. 1954 — ტერნერის პრემიის ლაურეატი ბრიტანელი მოქანდაკე, ჯგუფის "ახალი ბრიტანული სკულპტურა" წევრი.
ბიოგრაფია.
დაიბადა ბომბეიში, ინდოეთი. 1970 წელს ისრაელში გადასახლდა და გან შმუელის კიბუცში ცხოვრობდა. 1972 წელს ინგლისში გადავიდა, სადაც დღემდე ცხოვრობს. კაპური ხელოვნებას სწავლობდა ჯერ ჰორნსის ხელოვნების კოლეჯში, შემდეგ კი ჩელსის ხელვონების დიზაინის სკოლაში.
1980-იანი წლების დასაწყიში კაპური იმ ახალგაზრდა ბრიტანელი სკულტპორებს შორის იყო, რომლებიც სრულიად ახალ სტილში იწყებენ მუშაობას და მათი ნამუშევრებით საერთაშორისო აღიარებას იმსახურებენ. კაპური ლონდონში მუშაობს, თუმცა ხშირად მოგზაურობს ინდოეთში და აღიარებს, რომ მის ხელოვნებაში შერწყმულია დასავლური და აღმოსავლური გავლენა.
|

ჰუდონი, უდონი ჟან ანტუან (* 20 მარტი, 1741, ვერსალი ― †15 ივლისი, 1828, პარიზი), ფრანგი მოქანდაკე. ევროპის პორტრეტული ხელოვნების ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი.
1764-1768 იყო საფრანგეთის აკადემიის პენსიონერი რომში, სადაც გაიტაცა ანტიკურმა ხელოვნებამ და ანატომიამ. სახელი გაუთქვა ქანდაკებამ "დიანა" (1776, თაბაშირი, გოთის სასახლის მუზეუმი, გერმანია), რომელშიც მოდელის არისტოკრატიული დახვეწილობა ერწყმის მკაცრ კლასიცისტურ ფორმებს. შემდომში შექმნა პორტრეტების სერია ჟ. ჟ. რუსო (1878, თაბაშირი, სამხატვრო მუზეუმი, შვერინი), ბ. ფრანკლინი (1776), ო. გ. მირაბო (1791, ორივე ტერაკოტა, ლუვრი, პარიზი). ვოლტერის ბიუსტი (1776) და ქანდაკება (1781, მარმარილო, ერმიტაჟი, სანქტ-პეტერბურგი). ჰუდონის პორტრეტებისათვის ნიშანდობლივია ფსიქოლოგიური დახასიათების მრავალმხრივობა და სიმახვილე, ფორმის ცოცხალი ძერწვა, სილუეტის სიცხადე, ექსპრესიულობა. მეტი ლაკონურობითა და ბუნებრივობით ხასიათდება ბავშვებისა და ქალების სახეები ("მეუღლის პორტრეტი", 1787, თაბაშირი, ლუვრი, პარიზი და სხვ.). 1805-1823 წლებში ჰუდონი ასწავლიდა პარიზის ნატიფი ხელოვნების სკოლაში.

...
კითხვის გაგრძელება »
|
« 1 2 ... 81 82 83 84 85 ... 173 174 » |
|
კალენდარი
| « მაისი 2026 » |
| ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | | | 1 | 2 | 3 | | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|