კვირა, 15.06.2025, 18:44
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » ენციკლოპედია
ტყაშმაფა (მეგრ. ტყის მბრძანებელი) ქართულ მითოლოგიაში ტყის მეფე-ქალია, გარეულ ცხოველთა მბრძანებელი.

ხალხური წარმოდგენებით ტყაშმაფა ოქროსთმიანი (ზოგჯერ შავთმიანი) მშვენიერი ქალია, რომელიც ტყეში ცხოვრობს.

მასზეა დამოკიდებული მონადირის იღბალი. ტყაშმაფა მონადირესთან საიდუმლო სასიყვარულო კავშირს ამყარებს; საიდუმლოს გაცემის შემთხვევაში იგი მის რჩეულს სიკვდილს მოუვლენს (ზოგჯერ ქვად აქცევს), ხოლო მის ოჯახს გააღატაკებს.

ტყაშმაფას სიყვარულს ეძიებს ოჩოკოჩი, რომლის ძალადობის გამო ტყაში-მაფა კვდება (ან მონადირის ხელშეწყობით შველის თავს).

ზოგი მკვლევარი ტყაშმაფას დალისთან და უსახელო "ტყის ქალის” სახელთან აკავშირებს, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რაიონებში გავრცელებულ გადმოცემებსა და რიტუალურ სიმღერებში გვხვდება.


პოპულარული აღწერით, ტყაშმაფას გრძელი თეთრი თმები აქვს, რომელიც შიშველ ტანს უფარავს და კოჭებამდე წვდება. როცა ტყაშმაფა იცინის რძესავით თეთრი კბილები უჩანს. ტყაშმაფა ტყეში ცხოვრობს და ღამეულ მგზავრებს თუ შეხვდება და გამოელაპარაკება.

ტყაშმაფას პასუხი არ უნდა გასცე ხელებით უნდა ელაპარაკო, თორემ ჭკუაზე შეგშლის.

Category: ენციკლოპედია | Views: 1218 | Added by: NaTia | Date: 22.05.2010

ოჩოკოჩი — ქართულ მითოლოგიაში ნადირთმფარველი ღვთაება. ზეპირსიტყვიერების პოპულარული პერსონაჟი, რომელიც ტყეში ცხოვრობს და გამუდმებული კონფლიქტი აქვს მონადირეებთან; მისი სხეულის ერთი ნაწილი ვაცის (მამალი თხა), მეორე კი ადამიანის მსგავსია. მკერდზე რქისებრი წანაზარდი აქვს, რითაც ამარცხებს მოწინააღმდეგეებს.

შედგენილ ტერმინებში — ოჩოკოჩი, ოჩოპინტრე, ოჩიდალი პირველი კომპონენტი ორი ბოჩი, ივანე ჯავახიშვილის აზრით, დაკავშირებულია ვაცთან და ძვ. ნადირთმფარველ წარმართულ ღვთაებას უკავშირდება. ვერა ბარდაველიძეს ოჩი ბოჩი მესაქონლეობის მფარველ ღვთაებადაც მიაჩნდა.


გადმოცემით, ოჩოკოჩს მეტყველება არ შეუძლია, მაგრამ მისი ხმა ადამიანებს თავზარს სცემს. ოჩოკოჩს სხეული ჟანგისფერი თმით აქვს დაფარული. ადამიანის მიერ მოკლული ოჩოკოჩი მეორე გასროლის შემდეგ ცოცხლდება. გავრცელებული სიუჟეტების თანახმად ოჩოკოჩი ელტვის ტყის დედოფლის ტყაში-მაფას სიყვარულს.

ხალხური ნაამბობი.

ოჩოკოჩი დიდია და ბანჯგვლიანი, მკერდზე ორი რქა აქვს გამოშვერილი. ტყეში მიუვალ ადგილებში ცხოვრობს. ღამით თუ ტყეში ძლიერი "ვოო!!" ღრიალი გაისმა - ეს ოჩოკოჩია ნამდვილად.

ოჩოკოჩი მწყემსთან მიდის, ცეცხლზე თბება.


(მთქმელი მ.სიჭინავა 70 წლის, სოფ. ლესიჭინე, ჩხოროწყუს რაიონი)

ერთხელ ძროხებს ვმწყე ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1224 | Added by: NaTia | Date: 22.05.2010

მესეფები,


მესეფებს მთიდან ფრინველები და ნადირები ჩამოჰყავთ (მთქმელი დ. სორდია , სოფ. კირცხი)

მესეფობა შემოდგომასაა. ერთად ექვსი მესეფიაო. სამი ქალია და სამი კაცი. ისინი ერთად არ ამოვლენ. მესეფებს მთიდან საქონელი და ფრინველები ჩამოჰყავთ ზღვის სანაპიროზე. სამ თბილ დღეს მოდენიან ზღვის ნაპირამდე. ზღვიდან მთისაკენ სამ ცივ დღეს მიდენიან იმ საქონელსა და ფრინველს, რომლებიც სიცივეს იტანენ (უძლებენ). ამიტომაა მესეფობა სამ დღეს. მესეფის ამოსვლით ამინდის გამოცნობა შეიძლება.

მესეფობის დროს თუ კარგი ამინდია - საქონელი თეთრად გამოწყობილმა გოგოებმა მოდენესო, იტყოდნენ და ზამთარიც კარგი იქნებაო. ცუდი დღეები თუ იქნა - საქონელი ნაბდიანმა ბიჭებმა მოდენესო და ზამთარიც ძლიერ თოვლიანი იქნებაო.

მესეფობაზეა დამოკიდებული (მიბმული) მონადირის ბედი. მესეფი მიუჩენს თავის წილ ნადირს მონადირეს. ნადირს ეტყვის: შენ ამისულუფა (თია) ყოფილიყვე, შენ კი იმისაო. მართლდება ხოლმე ეს. მონადირემ თუ სხვას ესროლა, ტყვია აცდება. მისთვის განკუთვნილს როცა ესვრის, ტყვია არასგზით არ აცდება.

მესეფების სასახლე (მთქმელი ა. ქებურია - ჩხოროწყუ)

მესეფებზე ბაბუაჩემის ნათქვამი ვიცი. მესეფობა ოქტომბრის ბოლო სამ დღესა და ნოემბრის დასაწყის სამ დღეს არის. სულ ექვსი დღე. ჩემი ბაბუას დედის ძმა გვაძი შელია ყოფილა საჩინოში. წალობის დროს წასულა გარეული ტახის მოსაკლავად.

ბევრი უვლია ტყეში აქეთ-იქით და ბოლოს დაღლილი ტყე ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1121 | Added by: NaTia | Date: 22.05.2010

ალილო.


ალილო - ქართული საწესო სიმღერა. სრულდებოდა შობის წინა ღამეს. შეიკრიბებოდა რამდენიმე კაცი (სულ მცირე 3, რადგან სიმღერა სამხმიანია), ჩამოუვლიდა ყოველ ოჯახს და სიმღერით დღესასწაულს მიულოცავდა. მასპინძელი მომღერლებს სანოვაგით ასაჩუქრებდა (აუცილებლად უნდა გაეტანებინათ კვერცხი - სიცოცხლისა და ნაყოფიერების სიმბოლო).

ალილოს ტექსტებში ("ოცდახუთსა დეკემბერსა", "ჩიტი ღობეზე შემოჯდა", "წისქვილს პური დავარიგე" და სხვ.)

გამოთქმული იყო ჯანმრთელობის, ბედნიერებისა და ბარაქიანობის სურვილი.

ალილო მთელ საქართველოში იყო გავრცელებული და ყველა კუთხეში თავისებურად ასრულებდნენ. სიმღერას წარმართული ჰანგი უდევს საფუძვლად.

"ალილო", როგორც ჩანს, მოგვიანებით დაერქვა (ალილუიასგან).

ვარაუდობენ, რომ საშობაო და სააღდგომო სიმღერების საერთო სახელწოდება უნდა ყოფილიყო ჭონა.

საქართველოში ალილოს ტრადიციას მრავალწლიანი ისტორია აქვს, რომელიც საქართველოს ისტორიაში მხოლოდ ერთხელ დაირღვა - საქართველოს გასაბჭოების შემდეგ. 1990 წლებში მისმა უწმიდესობამ და უნეტარესობამ ილია II-ემ აღადგინა.

დღესდღეობით ალილოს ზეიმობენ სადღესასწაულო ლიტურგიის შემდეგ, როდესაც მრა ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1584 | Added by: NaTia | Date: 22.05.2010

ვახტანგ გორგასლის აჯანყება — V საუკუნის მიწურულს ქართლში მომხდარი აჯანყება.

სპარსელებს საქართველოში ბევრი წარჩინებული უჭერდა მხარს. მათ შორის ვარქსენ პიტიახშიც იყო. მან ქრისტიანობის ერთგულებისთვის თავისი ცოლი შუშანიკი აწამა. მალე ვახტანგმა ვარსქენ პიტიახში მოაკვლევინა და აჯნყებაც დაიწყო.

პირველ წელს მეფემ დიდ წარმატებას მიაღწია — ირანელები განდევნა ქართლიდან. მომდევნო წელს დიდი ჯარი დაიძრა საქართველოსკენ.

ქართველებს აჯანყებული სომხებიც შეუერთდნენ. ირანელების დასახვედრად ლაშქარი საქართველოს საზღვართან მთებში დაბანაკდა.

სპარსელები ბარში გაჩერდნენ. ვახტანგ გორგასალი შიშობდა, რომ მტერი ქართლში შეიჭრებოდა და ქვეყანას ააოხრებდა, ამიტომ აჩქარდა, მთიდან დაეშვა და მრავალრიცხოვან მტერს გაშლილ ველზე შეებრძოლა. უთანასწორო ბრძოლაში ქართველ-სომეხთა ლაშქარი დამარცხდა.

მართალია აჯანყება დამარცხდა, მაგრამ სპარსელები იძულებულნი გახდნენ დათმობებზე წასულიყვნენ. მათი ბატონობა შესუსტდა. ვახტანგ გორგასალი არ შეურიგდა ბედს. მიუხედავად დამარცხებისა, იგი აგრძელებდა დამპყრობლებთან ბრძოლას.

საბოლოოდ ვახტანგი შეეწირა კიდეც ომს. სპარსელებთან ერთ-ერთ შეტაკებისა მოღალატემ მეფეს იღლიაში ისარი სტყორცნა. ამ ადგილას ვახტანგ გორგასალს ჯაჭვის პერანგი გარღვეული ჰქონდა. მძიმედ დაჭრილი მეფე უჯარმაში წაიყვანეს.

... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1151 | Added by: NaTia | Date: 22.05.2010

« 1 2 ... 86 87 88 89 90 ... 173 174 »
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
საიტის მეგობრები