|
მთავარი » ენციკლოპედია
გუგარები-გუგარები, გოგარები, ქართველი ტომი. მისი უძველესი პირველსაცხოვრისი უნდა ყოფილიყო მდინარე დებედის ზემო დინაების ხეობა, რომელიც ძველ ქართულ და სომხურ წყაროებში კანგარი ეწოდებოდა (ამჟამად სომხეთში). აქ ბოლო დრომდე შემორჩენილი იყო ტოპონიმი "გოგარანი" (დღეს სოფ. გუგარქი). თვით სომხური წყაროები გუგარებს არასომხურ ტომად მიიჩნევენ (მოვსეს ხორენაცი, ფავსტოს ბუზანდი), ზოგი მათგანი კი ქართველ ტომად (ჰოვანეს დრასხანაკერტცი). გუგართა პიტიახშს არშუშას V საუკუნის ისტორიკოსი ლაზარ ფარპეცი ხშირად ქართლის თუ ქართველთა პიტიახშს უწოდებს. დრილები,
დრილები, ძველი დასავლური ქართული (მეგრულ-ჭანური) ტომი, ცხოვრობდნენ სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის მთიანეთში, მდინარე ხარშუტის ხეობაში. ძვ. წ. 401 მათ ქვეყანაში ილაშქრა ბერძენმა სარდალმა და ისტორიკოსმა ქსენოფონტმა. მისი ცნობით დრილები პონტოსპირელთაგან ყველაზე მეომარი ხალხი ყოფილა, ბინადრობდნენ მთიან, გამაგრებულ და მიუვალ ადგილებში. ქვეყნის დედაქალაქი ისე ძლიერ ჰქონიათ გამაგრებული, რომ ბერძენთა მრავალნაცად ლაშქარს, მისი აღება ვერ მოუხერხებია. დრილები ძირითადად მეცხოველეობას მისდევდნენ. განვითარებული ჰქონიათ სამშენებლო საქმეც.
მაკრონები.
მაკრონები - წინარე ქართული ტომი. ბინადრობდა სამხრეთ კოლხეთში. ანტიკური ხანის ავტორების ცნობით, ცხოვრობდნენ
...
კითხვის გაგრძელება »
|
ჭყონდიდელი, ჭყონდიდის (ახლანდელი მარტვილი) მთავარეპისკოპოსი X საუკუნიდან დღემდე (X-XIII საუკუნეებში ჭყონდიდელი ატარებდა აგრეთვე ბიზანტიურ საპატიო ტიტულებს: სვინგელოზი, პროტოუპერტიმოსი). ჭყონდიდელი იყო ოდიშის ეკლესიის მეთაური და აფხაზეთის საკათალიკოსოს დაარსებამდე (წყაროებში პირველად XIII საუკუნეში იხსენიება, ზოგიერთი მკვლევარის მოსაზრებით, აფხაზთა კათალიკოსიბა დაწესდა VIII ან X საუკუნეებში) ყველაზე გავლენიანი მღვდელთმთავარი დასავლეთ საქართველოში და შესაძლოა მას ექვემდებარებოდნენ დასავლეთ საქართველოს სხვა ეპისკოპოსებიც.
ჭყონდიდელის დიდი გავლენის გამო დავით აღმაშენებელმა (1089-1125) საეკლესიო პოლიტიკის გატარებისას სწორედ მასზე შეაჩერა არჩევანი - ჭყონდიდლობა შეუთავსა მწიგნობართუხუცესობას და ის დანიშნა თავის ვაზირად. შემდეგში დავითმა ჭყონდიდელს დაუქვემდებარა კიდევ ორი ეპარქია: ბედიისა (აფხაზეთში) და ალავერდისა (კახეთში). XII-XIII საუკუნეებში ჭყონდიდელი ზოგჯერ ქართლის კათოლიკოსიც ხდებოდა და სხვა ეპარქიის მღვდელთმთავრობასაც ითავსებდა (მაგ., XII საუკუნის ბოლოს მიქაელ კათოლიკოსი იყო ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი და სამთავნელი; არსენ კათოლიკოსი - ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი). უკანასკნელად ჭყონდიდელი ვაზირად წყაროებში იხსენიება XIII საუკუნის შუა წლებში (ბასილი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი და უჯარმელი).
...
კითხვის გაგრძელება »
|
გულანი, საეკლესიო კრებული, რომელშიც თავმოყრილია საღვთისმსახურო წიგნები - სახარება, საქმე მოციქულთა, მოციქულთა ეპისტოლენი, თორმეტივე თვის საგალობლები, მარხვანი და ზატიკი, საწინასწარმეტყველო, ფსალმუნნი, ჟამნი, სვინაქსარი, ტიბიკონი, მოკლე ჰაგიოგრაფიული საკითხები და სხვა.
გულანებს, რომელთაგან ზოგი ორ-სამ ფუთსაც კი იწონიდა, იძენდნენ მდიდარი ეკლესიები და მონასტრები. ჩვენამდე მოღწეულია გელათის, დავითგარეჯის, მცხეთის, ალავერდის, კაცხის, მარტვილის, შემოქმედისა და სხვა ეკლესია-მონასტერთა გულანები. გულანის მოკლე რედაქციას ეწოდება "ჟამნ-გულანი" (შეიცავს "ჟამნსა" და მოკლე სვინაქსარულ საკითხებს; ცნობილია ყანჩაეთისა და რუისის ეკლესიის "ჟამნ-გულანი"). სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, გულანი "გულთ სანდომად შეკრებული წიგნია". იგი ორიგინალური ქართული კრებულია და არც ერთ სხვა ეკლესიას არა აქვს.
|
შუშანიკის წამება (ძვ. ქ. წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაჲ) — იაკობ ცურტაველის (ხუცესის) მიერ დაწერილი ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები. ეს არის ჩვენს დრომდე მოღწეული უძველესი ძეგლი ქართული მხატვრული ლიტერატურისა. დაწერილია მე-5 საუკუნეში, კერძოდ 476–483 წ.წ. ავტორი მონათხრობ ამბავთა თვითმხილველი და მონაწილეა. ვარაუდობენ, რომ იაკობი VI საუკუნის დასაწყისში ეპისკოპოსი გამხდარა.
„შუშანიკის წამების" დახვეწილი ენა, სტილი და მაღალი ესთეტიკურ-შემეცნებითი ღირებულება სავარაუდებელს ხდის, რომ ქართული მწერლობა ამ ნაწარმოების შექმნამდე გაცილებით უფრო ადრე უნდა ჩასახულიყო.[3]
ნაწარმოებში ჩანს, რომ V საუკუნის ქართლში კარგად ყოფილა განვითარებული საეკლესიო სისტემა. მასში სადახელებულნი არიან ეპისკოპოსები, მღვდლები და დიაკვანი.
შუშანიკის წამება
სრული სათაური: წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაჲ საერთო სათაური: შუშანიკის წამება ავტორი: იაკობ ცურტაველი მშობლიური ენა: ქართული დაწერილია: V საუკუნეში.

ძველ ქართულ ფრესკებზე დაფუძნებული წმინდა შუშანიკის გამოსახულება. საბინინი, 1882 წელი. დაწერის თარიღი.
შუშანიკის მეუღლე — ვარსქენი სიკვდილით დასაჯეს 482 წელს. ეს რომ მომხდარიყო ნაწარმოების
...
კითხვის გაგრძელება »
|
„ილარიონ ქართველის ცხოვრება", IX საუკუნის ქართველი სასულიერო მოღვაწის ილარიონ ქართველის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ქართული ჰაგიოგრაფიული თხზულება. დღემდე მოღწეულია მისი ხუთი რედაქცია: ვრცელი ათონური (ხელნაწერი თარიღდება 1074), მეტაფრასული (ხელნაწერთა უმრავლესობა XVIII საუკუნით თარიღდება), მოკლე (XIII-XIV, XVIII სს.), ძველი სვინაქსარული (XII ს-დან) და გვიანდელი სვინაქსარული (XVIII ს-დან) რედაქციები. მათი წარმომავლობისა და ურთიერთმიმართების შესახებ ორი ვარაუდია გამოთქმული:
1. ვრცელი ათონური რედაქცია ექვთიმე მთაწმიდლის მიერ ბერძნულ ენაზე დაწერილი ხოტბა-ენკომიის თავისებურად გადმოკეთებას, ხოლო მეტაფრასული რედაქცია, რომლის ავტორად თეოფილე ხუცესმონაზონი არის მიჩნეული, ათონური რედაქციის გადამუშავებას უნდა წარმოადგენდეს (კ. კეკელიძე). მოკლე რედაქცია ამ ვარაუდის გამოთქმის დროს (1919-1920) არ ყოფილა გათვალისწინებული (ხელნაწერი აღმოჩნდა 1946).
2.„ილარიონ ქართველის ცხოვრება" ქართულ ენაზე დაიწერა (ბ. კილანავა, მ. დოლაქიძე); მისი ვრცელი ათონური და მეტაფრასული რედაქციები ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად შეიქმნა, თუმცა წყარო — თხზულების მოკლე რედაქცია — საერთო აქვთ. იგივე რედაქცია უდევს საფუძვლად სვინაქსარულსა (ე. გაბიძაშვილი). ამ ვარაუდის თანახმად ექვთიმე მთაწმიდლისა და თეოფილე ხუცესმონაზონის ავტორობის საკითხი საბოლოოს გადაწყვეტილად ვერ ჩაი
...
კითხვის გაგრძელება »
|
« 1 2 ... 87 88 89 90 91 ... 173 174 » |
|
კალენდარი
« ივნისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
|