|
მთავარი » ენციკლოპედია

"დიდი თურქობა", ამ ტერმინით ცნობილია თურქ-სელჩუკთა განუწყვეტელი შემოსევები საქართველოში XI საუკუნის 80-იან წლებში. მცირე აზიაში სელჩუკთა სახელმწიფოს შექმნის უარყოფითი შედეგი მოჰყვა საქართველოსა და ამიერკავკასიის ქვეყნებისათვის. საქართველოს მეზობლად დამკვიდრდნენ მომთაბარე-მეჯოგე ტომები, რომლებიც სისტემატურად ესხმოდნენ თავს საქართველოს სხვადასხვა მხარეს. მეფე გიორგი II-მ (1072-1089) მთელი რიგი ღონისძიებები გაატარა ქვეყნის შინაგანი ძალების შემომტკიცებისა და საზღვრების გაფართოების მიზნით, მაგრამ ეს წარმატებანი ხანმოკლე აღმოჩნდა. თურქ-სელჩუკთა სულთნის მალიქ-შაჰის საგანგებო ლაშქარმა დაამარცხა ყველისციხეში მდგომი მეფე გიორგი. ამას მალე უფრო დიდი ლაშქრობა მოჰყვა იასისა და ბუჟღობის მეთაურობით. სელჩუკები მთელ საქართველოს მოედვნენ. მემატიანის გადმოცემით, "ერთსა დღესა დაწუეს ქუთათისი და არტანუჯი და უდაბნონი კლარჯეთისანი". ეს იყო თურქ-სელჩუკთა პირველი დიდი შემოსევა, რომელიც 1080 წელს დაიწყო.
ამიერიდან სელჩუკები საქართველოში საძარცვავად ყოველი წლის გაზაფხულზე მოდიოდნენ და დაზამთრებამდე რჩებოდნენ. ასეთ ვითარებაში ქართველი მწარმოებელი საზოგადოება ინტენსიურ მეურნეობას ვეღარ უძღვებოდა. ამის გარდა, საქართველოს ტერიტორიაზე მომთაბარეთა ჩამოსახლება ყოველწლიურად მატულობდა. ქვეყანა გადაშენების საფრთხე
...
კითხვის გაგრძელება »
|

დავით III კურაპალატის მემკვიდრეობა, მიწა-წყალი, რომელიც ტაოს მეფის დავით III-ის ანდერძის თანახმად ბიზანტიის იმპერიას უნდა გადასცემოდა და რომლის გამოც შემდეგში ხანგრძლივი ომი ატყდა საქართველოსა და ბიზანტიას შორის.
დავით III-ის სამემკვიდრეო სამფლობელოს შეადგენდა იმიერტაო ჩრდილო ბასიანითურთ. 979 წელს აჯანყებული ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ გაწეული დახმარებისათვის ბიზანტიის ხელისუფლებამ დავით III-ს გადასცა „ზემონი ქუეყანანი საბერძნეთისანი, რაჲთა თავისა სიცოცხლესა ჰქონდინ" (გიორგი მთაწმიდელი). XI საუკუნის სომეხი ისტორიკოსის სტეფანოს ტარონეცის (ასოღიკი) ცნობით, ეს ქვეყნები იყო: ციხე ხალტოარიჭი და მასთან მდებარე კლისურა დასავლეთ ევფრატის ხეობაში, ჩორმაირის თემი მდინარე ჭოროხის სათავეებთან, კარინი ანუ თეოდოსიოპოლი თავისი თემით, ციხე სევუკი მარდალიის კანტონში, მდინარე არაქსის სათავეებთან, ჰარქისა და აპაუნიქის პროვინციები აღმოსავლეთ ევფრიტის ხეობაში. ფიქრობენ, რომ ამ ქვეყნების სამემკვიდრეოდ შენარჩუნების მიზნით დავით III დაუკავშირდა იმპერატორის ქინააღმდეგ აჯანყებულ ბარდა ფოკას, მაგრამ მისი დამარცხების შემდეგ (989) იძულებული გახდა ბასილი კეისრისათვის პატიება ეთხოვა და დაანხმებულიყო , რომ სიკვდილის შემდეგ მისი სამფლობელოები იმპერიას შეერთებოდა. მკვლევართა შორის არაა თანხმობა, თუ რა ქვეყნები უნდა გადასცემოდა ბიზანტიას ამ დათმობის შედეგად. ერთნი ფიქრობდე
...
კითხვის გაგრძელება »
|
ლეკიანობა.„ლეკიანობა", დაღესტნელ ფეოდალთა მიერ მოწყობილი წვრილ-წვრილი თავდასხმები საქართველოს ბარის (ძირითადად კახეთი, ქართლი) მოსახლეობაზე. მიზნად ისახავდა ქონების, საქონლის, ჭირნახულისა და ტყვეების გატაცებას, მოგვიანებით-დასახლებული ტერიტორიების დაპყრობას და დამორჩილებული მოსახლეობის დახარკვას.
დაღესტნელთა შემოსევები XVI საუკუნიდან დაიწყო და თავდაპირველად ეპიზოდურ ხასიათს ატარებდა. აბას I-ის ლაშქრობათა შემდეგ დაღესტნელებმა აღმოსავლეთ კახეთის დაცარიელებულ მიწებზე იწყეს ჩასახლება. აქ, ჭარის, ბელაქნისა და თალის რაიონებში, მათ შექმნეს ე. წ. „უბატონო თემები", რომლებიც თავისებურ პლაცდარმად იქცნენ შემდგომი თავდასხმებისათვის. ქართლში მთელ ფეოდალთა შემოსევები XVIII საუკუნის 20-იან წლებში დაიწყო. უფრო გაძლიერდა „ოსმალობისა" და „ყიზილბაშობის" დროიდან. XVIII საუკუნის II ნახევრიდან წვრილ-წვრილი თავდასხმები ტერიტორიების დასაპყრობად გამიზნულმა ლაშქრობებმა შეცვალა. ამ მიზნით 1754 წელს მოწყობილიხუნძახის მფლობელის ნურსალ-ბეგის ლაშქრობა მარცხით დამთავრდა (მჭადიჯვრის ბრძოლა), ასევე დამარცხნენ ლეკები 1755 წელს ყვარლის ბრძოლაში. 1785 წელს ომარ-ხანის ლაშქრობის დროს ქართველები დამარცხდნენ. საქართველოს რუსეთთან შეერთებისა და „საკორდონო ლინიის" დაარსების შედეგად ლეკიანობა შესუსტდა, ხოლო რუსეთის მიერ დაღესტნის შეერთების შემდეგ საბოლოოდ შეწყდა.
...
კითხვის გაგრძელება »
|

კოლონისტები საქართველოში, საქართველოში უცხოტომელთა ჩამოსახლება ხდებოდა გვიანდელ ფეოდალურ ეპოქაში(მგ., ოსთა ჩამოსახლება, სომხებისა და ბერძნების ჩამოსახლება ერეკლე II-ის დროს და სხვა). XIX საუკუნეში ამ მოვლენას თავისებური ხასიათი და მიზანდასახულობა მიეცა. რუსეთის მთავრობას სურდა საქართველოში კოლონისტთა სახით სოციალური დასაყრდენი გაეჩინა, ქვეყნის ბუნებრივი რესურსები აეთვისებინა. 1819 წლიდან მან დაიწყო საქართველოში გერმანელთა კოლონისტთა გადმოსახლება, რომელთაც შექმნეს სოფლები: მარიენფელდი (სართიჭალაში), ალექსანდერსდორფი (დიდუბეში), პეტერსდორფი (სართიჭალასთან), ელიზაბეტალი (ახლანდელი ასურეთი), ეკატერინენფელდი (ბოლნისთან) და სხვა.
მთავრობამ კოლონისტებს საუკეთესო მიწები მისცა და ფინანსური დახმარებაც გაუწია. კოლონისტთა საქმეებს წარმართავდა საგანგებო სამმართველო (გაუქმდა 1871). მათთვის შეიმუშავეს წესდება, რომელიც კოლონისტებს გარკვეულ პრივილეგიებს ანიჭებდა. მაგრამ კოლონისტებმა ვერ გაამართლეს მთავრობის იმედი, ვერ აამაღლეს ადგილობრივი მოსახლეობის სამეურნეო-კულტურული დონე, თუმცა აქტიური მონაწილეობა მიიღეს ქვეყნების ურთიერთობათა განვითარებაში (განსაკუთრებით — ხელოსნობაში). XIX საუკუნის 30-იან წლებში რუსეთის მთავრობამ ირანისა და თურქეთის ტერიტორიიდან გადმოსახლებული სომხები და ბერძნები ჩაასახლა თრიალეთში, სამცხესა და ჯავახეთში. გამოუყო მათ მიწები
...
კითხვის გაგრძელება »
|

ელაზნაურის შეთანხმება 1804, ხელშეკრულება რუსეთის იმპერიასა და იმერეთის სამეფოს შორის, ხელი მოაწერეს 25 აპრილს სოფ. ელაზნაურში (ახლანდელი სოფ. ვახანის მიდამოებთან, ხარაგაულის რაიონში) რუსეთის მხრივ გენერალი პ. ციციანოვმა და იმერეთის მეფე სოლომონ II-მ.
ელაზნაურის შეთანხმება შედგება 17 მუხლისაგან. შეთანხმებით იმერეთის სამეფო რუსეთის ქვეშევრდომად გამოცხადდა, თუმცა სოლომონ II-ს მეფობა საშვილიშვილოდ რჩებოდა; მაგრამ თუ სოლომონს ვაჟი არ მიეცემოდა, მის მემკვიდრედ კონსტანტინე ბატონიშვილი (იმერეთის მეფის დავით II-ს ძე) უნდა გამოცხადებულიყო. ტახტზე ახლად ასეულ იმერეთის მეფეს სათანადო სიგელით რუსეთის იმპერატორი ამტკიცებდა. იმერეთის მეფე უნდა დამორჩილებოდა საქართველოში რუსეთის „უპირველეს მმართველს". მეფის ხელში რჩებოდა საშინაო საქმეების გამგებლობა. მას რუსული კანონებით უნდა ემოქმედა. რუსეთი კისრულობდა იმერეთის დაცვას. ამ მიზნით იქ თავისი ჯარი უნდა ჩაეყენებინა. იმერეთის მეფეს რუსეთის ჯარისათვის უნდა აეშენებინა სადგომები, მოემარაგებინა შეშით, სურსათით და ფერაჟით. იმერეთის მეფეს უნდა მიეღო წილი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსი სპეციალისტების მიერ აღმოჩენილი მადნიდან და რუსების მიერ აგებული ახალი ქალაქების შემოსავლიდან, ამასთან, მეფე ვალდებული იყო ახლად გახსნილი სამადნოები მუშახელით მოემარაგებინა. იმერეთის მეფე ვალდებული იყო მოეწესრიგებინა გზა ვახანიდან ქ
...
კითხვის გაგრძელება »
|
« 1 2 ... 84 85 86 87 88 ... 173 174 » |
|
კალენდარი
« ივნისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
|