|
მთავარი » ენციკლოპედია
დავით VIII
საქართველოს მეფე მმართ. დასაწყისი: 1293 მმართ. დასასრული: 1311 წინამორბედი: ვახტანგ II მემკვიდრე: ვახტანგ III დაბ. თარიღი: 1273 გარდ. თარიღი: 1311 შვილები: 1. გიორგი VI მცირე დინასტია: ბაგრატიონები
მამა: დემეტრე II თავდადებული.
დავით VIII (* დაახლოებით 1273(1274) ― † 1311), საქართველოს მეფე 1293-1311, დემეტრე II თავდადებულის ძე. 1284-იდან იზრდებოდა ტარსაიჭ ორბელის სახლში. 1289 დემეტრე II-მ ილხანთა ურდოში წაიყვანა.
1291 ათაბაგი ხუტლუბუღა შეეცადა ვახტანგ II-ის (დავით ნარინის ძე) მაგიერ დავით უფლისწული გაემეფებინა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. 1291 (1292) მონაწილეობდა ქეღათუ-ყაენის მიერ რუმის (მცირე აზია) აჯანყების ჩასაქრობად მოწყობილ ლაშქრობაში. ამის შემდეგ ყაენმა დავით VIII მეფედ დაამტკიცა. დავით VIII ფაქტობრივად აღმოსავლეთ საქართველოს მეფე იყო, დასავლეთ საქართველოსი კი კონსტანტინე I, დავით VI ნარინის ძე განაგებდა. დავით VIII ცდილობდა ილხანსა და ნოინებს შორის ბრძოლა თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა. 1295 მან კავშირი შეკრა ქეღათუ-ყაენის მოწინააღმდეგე თუქალ-ნოინთან. იმავე წელს ბაიდუსა (ილხანი 1295) და ყაზანს (ილხანი 1295-1304) შორის ბრძოლაში თუქალი ბაიდუს მხარეზე იბრძოდა. 1297 დავით VIII ყაზან-ყაენმა ურდოში
...
კითხვის გაგრძელება »
|
ვახტანგ II
საქართველოს მეფე მმართ. დასაწყისი: 1289 მმართ. დასასრული: 1293 წინამორბედი: დემეტრე II მემკვიდრე: დავით VIII დაბ. თარიღი: გარდ. თარიღი: 1293 დინასტია: ბაგრატიონები
მამა: დავით VI ნარინი.
ვახტანგ II, აღმოსავლეთ საქართველოს მეფე 1289-1293, დავით VI ნარინის ძე. მეფედ დანიშნა მონღოლთა ყაენმა ხუტლუბუღას რჩევით დემეტრე II თავდადებულის სიკვდილის დასჯის შემდეგ.
|

დემეტრე (დიმიტრი) II, თავდადებული (დ. დაახლოებით 1259 — გ. 12 მარტი. 1289), საქართველოს მეფე 1271-89, დავით VII ულუსა და გვანცა დედოფლის ძე. ისტორია .
საქართველოს მეფე მმართ. დასაწყისი: 1270 მმართ. დასასრული: 1289 წინამორბედი: დავით VII მემკვიდრე: ვახტანგ II დაბ. თარიღი: 1259 გარდ. თარიღი: 1289 წლის 12 მარტი შვილები: 1.დავით VIII 2.ვახტანგ III 3.გიორგი V ბრწყინვალე დინასტია: ბაგრატიონები მამა: დავით VII დედა: გვანცა
ისტორია .
დემეტრე მონღოლების მიერ გვანცას სიკვდილით დასჯის (დაახლოებით 1262) შემდეგ იზრდებოდა ტარსაიჭ ორბელის სახლში. ტახტის მემკვიდრე გახდა 1268-იდან, როცა უფროსი ძმა გიორგი გარდაიცვალა.
1270, დავით VII-ის გარდაცვალების შემდეგ, არსებული წესის თანახმად, მეფედ დასამტკიცებლად ყაენთან წაიყვანეს ილხანთა სახელმწიფოში. ყაენმა აბაღამ დემეტრე II საქართველოს მეფედ დაამტკიცა და მეურვე-მეთვალყურედ დაუნიშნა ყაენების სამსახურში დაწინაურებული მედროვე სადუნ მანკაბერდელი, რომელიც აბაღას ვილის თანახმად, დემეტრე II-მ ათაბაგად დანიშნა. მცირეწლოვანი დემეტრეს მეფობაში ქვეყნის ფაქტობრივი გამგებელი სადუნი იყო. როგორც ილხანთა ვასალი, დემეტრე I
...
კითხვის გაგრძელება »
|
დავით VII ულუ
საქართველოს მეფე მმართ. დასაწყისი: 1247 მმართ. დასასრული: 1270 წინამორბედი: რუსუდანი მემკვიდრე: დემეტრე II თავდადებული დაბ. თარიღი: 1216 გარდ. თარიღი: 1270 მეუღლე: 1.ჯიგდა-ხათუნი 2. გვანცა შვილები: დემეტრე II თავდადებული დინასტია: ბაგრატიონები მამა: გიორგი IV ლაშა
დავით VII ულუ (დ. 1216 — გ. 1270), საქართველოს მეფე 1247-70, გიორგი IV ლაშას უკანონო შვილი. დაახლოებით 1236 (1237) რუსუდან მეფემ ტახტის შესაძლებელი პრეტენდენტის თავიდან მოცილების მიზნით იგი თავის სიძესთან (რუსუდანის ასულის თამარის ქმართან), რუმის სულთან ყიას ად-დინ ქეი ხუსრევ II-თან გაგზვნა. სულთანმა ბორკილგაყრილი დავით გიორგის ძე ციხეში დაამწყვდია.
გათავისუფლდა მონღოლთა მიერ ყიას ად-დინის დამარცხების შემდეგ (დაახლოებით 1242 (1243)). უმეფობის ხანაში ქართველ დიდებულთა მრავალრიცხოვანმა ჯგუფმა ტახტის მემკვიდრედ დავით გირგის ძე წამოაყენა, რადგან დავით რუსუდანის ძე ცოცხალი აღარ ეგულებოდათ. მონღოლთა ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებით დაახლოებით 1245 (1246) ტახტის ახალი კანდიდატი რუმის სასულთნოდან საქართველოში ჩამოიყვანეს და ყაენთან გაგზავნეს. 1246 ყარაყორუმში ჩასულ დავით გიორგის ძეს იქ დახვდა დავით რუსუდანის ძე. ამრიგად ყაენის კარზე ერთდროულად საქართველოს სამეფო ტახტის ორი პრეტენდენტი (მამიდაშვილ-ბიძაშვილი) აღმოჩნდა და შესაბამისად ქართველ დიდმოხ
...
კითხვის გაგრძელება »
|

დავით VI ნარინი (დაახლოებით * 1225 ― † 1293), საქართველოს მეფე 1245(1247)-93, რუსუდან მეფის ძე. დავით VI ნარინი მეფობაში და ბერობაში საქართველოს მეფე მმართ. დასაწყისი: 1247 მმართ. დასასრული: 1293 წინამორბედი: რუსუდანი მემკვიდრე: კონსტანტინე I დაბ. თარიღი: 1225 გარდ. თარიღი: 1293 შვილები: 1. კონსტანტინე I 2. მიქელი 3. ვახტანგ II დინასტია: ბაგრატიონები დედა: რუსუდანი
ბიოგრაფია .
დაახლოებით 1230, როცა აღმოსავლეთ საქართველო ხვარაზმელთ ეპყრათ ხელთ და სამეფო კარი ქუთაისში იყო გახიზნული, მცირეწლოვანი დავითი დედამ თანამოსაყდრედ დასვა. მონღოლებთან რუსუდანის შეთანხმების შემდეგ, დაახლოებით 1242-43, დედა-შვილი თბილისში დაბრუნდა. იმავე წლებში მონღოლთა ადგილობრივმა ხელისუფლებამ ტახტის მემკვიდრე, ქართველი დიდებულ ფეოდალთა ერთი ჯგუფის თანხლებით, ოქროს ურდოში ბათო-ყაენთან გაგზავნა მეფედ დასამტკიცებლად.
აქედან ქართველები დიდ ყაენთან გაგზავნეს ყარაყორუმში. ტახტის მემკვიდრე მონღოლეთში რამდენიმე წელიწადს ჩარჩა. საქართველოში მის შესახებ არაფერი იცოდნენ. 1246 ყარაყორუმში ჩავიდა ტახტის ახალი მემკვიდრე დავით გიორგის ძე. ყაენმა გუიუქმა საცილობელი საკითხი მონღოლური სამართლის მიხედვით გადაწყვიტა: დავით გიორგის ძე, როგორც უფროსი, უფროს (მონღოლურად "ულუ") მეფედ, ხოლო და
...
კითხვის გაგრძელება »
|
« 1 2 ... 89 90 91 92 93 ... 173 174 » |
|
კალენდარი
« ივნისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
|