|
|
მთავარი » სტატიები
 უფალმა ყოველი დროის ადამიანებს მარადიული მცნებები მისცა, იგი კაცობრიობას მოსე წინასწარმეტყველის მეშვეობით მიეცა, მას კი უშუალოდ ღვთისგან გადაეცა. მას შემდეგ ეს მცნებები სავალდებულო გახდა ყოველი ადამიანისათვის. ამიტომ ბუნებრივია, რომ ამ მცნებების სიძველე არ ნიშნავს, რომ ისინი მოძველდა. ეს მცნებები მარადიულია. როგორც საუკუნეების წინ იყო ამ მცნებების ყოველი სიტყვა შესასრულებელი, მისაღები და აუცილებლად გასათვალისწინებელი, ასევე დღესაც და მარადჟამს მომავალშიც. ათივე მცნება მარადიული მცნებაა, რომლებიც მარადიულად არის შესასრულებელი და ყოველმა ადამიანმა აუცილებლად უნდა დაიცვას. ბუნებრივია, თითოეულმა ქრისტიანმა კარგად უნდა იცოდეს ყოველი მცნების აზრი და არსი. მიუხედავად იმისა, რომ უფლის განკაცების შემდეგ უფალმა ახალი აღთქმის მოძღვრება მოიტანა, ეს არ ნიშნავს, რომ მან მოსეს ათი მცნება გააუქმა. ათი მცნება უფლის ქადაგებით არ გაუქმებულა, პირიქით, იგი უფრო განმტკიცდა, კაცობრიობას სახარებისეულად კიდევ უფრო ნათლად განემარტა. სწორედ ეს ათი მცნება ყოველი ქრისტიანისათვის სავალდებულოა. ამიტომ ჩვენ თითოეული ამ მცნების აზრი და მნიშვნელობა უნდა ვიცოდეთ. 1. მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი, ჩემსა გარეშე. (განმარტება)
პირველი მცნება
მე ვარ უფალი
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1332 |
Added by: NaTia |
Date: 14.05.2010
|

ოთხთა ეკლესია. მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების ყველა ძირითადი საკითხი მოცემულია მრწამსში. მასში 12 მუხლია (წევრი), რომელიც ყველა ქრისტიანმა უნდა იცოდეს. ეს ტექსტი წმინდა მამებმა დაადგინეს პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებებზე, ჯერ კიდევ IV საუკუნეში და მას შემდეგ წმინდად ინახება მართლმადიდებელ ეკლესიაში. მრწამსი..... მრწამსი. მრწამს ერთი ღმერთი, მამა, ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა;
და ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღმრთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა.
ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, ერთარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა.
რომელი ჩუენთვის, კაცთათვის და ჩუენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცნა.
და ჯუარს ეცვა ჩუენთვის პონტოელისა პილატესზე და ივნო, და დაეფლა.
და აღსდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა.
და ამაღლდა ზეცად, და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა.
და კუალად მომავალ-არს დიდებით, განსჯად ცხოველთა და მკუდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ.
და სუ
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1132 |
Added by: NaTia |
Date: 14.05.2010
|

საიდან უნდა იწყებოდეს გაეკლესიურება ადამიანისა, რომელმაც ირწმუნა ღმერთის არსებობა და გააცნობიერა, რომ შინაგანად თვითონ მართლმადიდებელ ეკლესიას ეკუთვნის?
პირველ რიგში, ყოველ მართლმადიდებელ ქრისტიანს უნდა ჰქონდეს სარწმუნოება, ქრისტიანული ეკლესიის სწავლების საფუძვლები უნდა იცოდეს და სწორად ესმოდეს ისინი, უნდა ცდილობდეს, რომ ამ სწავლების მიხედვით იცხოვროს.
რწმენის მოსაპოვებლად მხოლოდ სამკერდე ჯვრის ტარება, ეკლესიაში შესვლა და სანთლის დანთება როდია საკმარისი.
უფალი ჩვენი იესო ქრისტე მცირედმორწმუნეობაში ხშირად თვით მოციქულებსაც ამხელდა, მათ, ვინც მისი მრავალრიცხოვანი სასწაულები იხილა და ვინც - მისგან ბოძებული სულიწმიდის მადლითა და წყალობით - თავადაც სასწაულებს აღასრულებდა. „თუ გექნებათ მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა, უბრძანეთ ამ მთას: გადაადგილდიო, და ისიც გადაადგილდება, და არაფერი იქნება შეუძლებელი თქვენთვის" (მთ. 17,20). ჭეშმარიტი სარწმუნოება ღმერთის მადლია. ეს მადლი მას ეძლევა, ვისაც გულწრფელად სწყურია მისი მიღება. „ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და ჰპოვებთ; დააკაკუნეთ და გაგიღებენ" (მთ. 7,7).
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1310 |
Added by: NaTia |
Date: 14.05.2010
|

ვერთვები თუ არა საუბარში, განკითხვის ცოდვაში ვვარდები. ვცდილობ არავინ განვიკითხო და ძვირი არავისი წამომცდეს, მაგრამ ვიდრე ჩუმადა ვარ, კიდევ არა მიშავს, როგორც კი ხმას ამოვიღებ, თითქოს გონება მიბნელდება. გამოფხიზლებისას ირკვევა, რომ ძვირიც მითქვამს და განმიკითხავს კიდეც.
მართებულია თუ არა ცხოველის ან ფრინველის შეწირვა სალოცავისთვის და მათი იქ დაკვლა, როგორც ეს საქართველოს მთიან რეგიონებში ხდება?
როგორ დავიხსნათ თავი ჯადოს გაკეთებისაგან?
შეიძლება თუ არა ჯოჯოხეთში მოხვედრილი სული სამოთხეში გადავიდეს?
თუ ღმერთს ყველა ადამიანი ერთნაირად უყვარს, მაშინ რატომ არსებობენ ღვთის რჩეულები?
ვიყავი ეკლესიაში სანთლის ასანთებად. ლოცვისას ვიღაც მამაკაცი მომიახლოვდა და მიბრძანა, ტაძარი დამეტოვებინა. ჩემს გაკვირვებაზე მან მომიგო, ვიწრო ზორტებიანი საზაფხულო კაბით ტაძარში არ შეიძლება ყოფნაო. ეკლესიაში ისედაც იშვიათად დავდიოდი და მას შემდეგ საერთოდ აღარ მივსულვარ. ჰქონდა თუ არა მას უფლება, ასე გავეგდე ეკლესიიდან?
რატომ აქვს კათოლიკურ ჯვარცმაზე ქრისტეს ფეხები გადაჯვარედინებული?
რამდენად მართებულია იესო ქრისტეს ამქვეყნიურ ცხოვრებაზე ფილმის გადაღება ან მისი ყურება?
როდის შეიძლება ახალშობილი მოვნათლოთ?
რამდენჯერ შეიძლება ვაკურთხოთ სახლი?
როგორ მოვიქცეთ, როდესაც სიწმინდეები გვიზიანდება, მათი გადაყრა ხომ არ შეიძლება?
რატომ ამბობენ, რომ საიქიოში ყველა 33 წლის იქნება?
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1323 |
Added by: NaTia |
Date: 14.05.2010
|

რატომ ვზეიმობთ საეკლესიო დღესასწაულებს იულისისული კალანდრით და არა ახალი, გრიგორიანულით?
რისი აღმნიშვნელია ხატების წინ ჩამოკიდებული კანდელი?
არიან თუ არა ბავშვები უცოდველნი?
ითვლება თუ არა ომში ადამიანის მოკვლა ცოდვად?
არის თუ არა ცოდვა, როდესაც მეომარი საკუთარ თავს აიფეთქებს მტრის გარემოცვაში?
დღეს პლასტიკურ ბარათებზე, პასპორტებზე, პროდუქტებზე და ა.შ. შტრიხკოდით აღნიშნულია რიცხვი 666. რას უნდა ნიშნავდეს ეს?
როგორ უყურებს მართლმადიდებელი ეკლესია კონტრაცეპტივებს, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებას იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ აბორტები?
რას ნიშნავს სული და სამშვინველი?
იყო თუ არა ნოსტრადამუსი წინასწარმეტყველი?
როგორ დავიცვათ თავი სექტანტური ზეწოლისაგან?
თუ ღმერთი ყოვლისშემძლეა, რატომ დაუშვა სატანის არსებობა?
რას ნიშნავს სალოსი?<< 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 >>
პასუხები:
- რატომ ვზეიმობთ საეკლესიო დღესასწაულებს იულისისული კალანდრით და არა ახალი, გრიგორიანულით?
- მართლმადიდებლებს შეგვიძლია კითხვა შევუბრუნოთ და შემკითხველებს თავად ვკითხოთ: რატომ უნდა ვუღალატოთ უძველეს ტრადიციას და გადავიდეთ გრიგორიანულ კალენდარზე? ჩვენთვის ტრადიციას ხომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თანაც იულიუსისეული კალენდარი, რომლის ათვლის სისტემა ვარსკვლავთა განლაგებას ეფუძნება (და მზეც გათვალისწინებულია), უფრო ძლიერი სიმბოლური დატვირთვით წარმოაჩენს ე
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1663 |
Added by: NaTia |
Date: 14.05.2010
|
« 1 2 ... 89 90 91 92 93 ... 154 155 » |
|
კალენდარი
| « ივნისი 2026 » |
| ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | | 29 | 30 |
|