სამშაბათი, 16.06.2026, 20:58
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
შესვლის ფორმა
მთავარი » სტატიები

სიცოცხლის უკანასკნელი გმირობა ახლოსაა; ურიგო ნაოსნობა გასრულებულია; საძულველი ცოდვისათვის სასჯელს აწვე ვხედავ, ვხედავ ბნელ ტარტაროზს, ცეცხლოვან ენებს, პირქუშ წყვდიადს და მხილებულთა საქმეთა საკიცხავს, რომელნიც აწ დაფარულ არიან.

მაგრამ შემწყნარებელ მეყავნ, ნეტარო და მომანიჭე თუნდაც მწუხრი კეთილი, ჩემს დაშთენილ სიცოცხლეზე მოწყალედ მომზირალმა. ბევრი ვნება შემემთხვა და ფიქრი შიშმა მოიცვა, იქნებ, მეფეო, შენი მართლმსაჯულების საშინელმა სასწორმა უკვე იწყო ჩემგან განვლილი ცხოვრების აღწონვა? 
დე, აქედან გარდასახლებულმა თვითონ ვიწვნიო ხვედრი ჩემი და სიხარულით ჩამოვიბერტყო აქვე გულის დამღრნელი უბედურებანი; გარნა თქვენ, ჩემს შემდეგ დაშთომილთ, მცნებად გიტოვებთ: უსარგებლოა არსებული ცხოვრება, რამეთუ ამა სიცოცხლეს აქვს დასასრული.
2.
გახუნდა ყოველივე, მოახლოვდა მკათათვე: თმები გამითეთრდა; კალო აგროვებს თავთავს; მოსავალიც შემოვიდა; ახლოა რთველი. ჩემი ბოროტგვემულებანი საწნახელში უკვე იწურება. ჰოი, ჩემი ბოროტი დღე! როგორ გავექცე? რა დამემართება? როგორ მაშინებს ცოდვა; რა საშინელებაა გომორის ეკალ-ბარდებითა და ტევნებით დახუნძლული აღმოჩნდე, როცა ქრისტე ღმერთებს* განიკითხავს, რათა თითოეულს ღირსებისაებრ მიაგოს საზღაური და განუჩინოს მხარე, რამდენსაც კი თვალი სინათლეს დაიტევს! ერთი მაქვს სასოება, ნეტარო, შენი წინამძღოლობით ამ ხანმოკლე დღეებში კვლავაც შენ მოგმართო.

Category: სტატიები | Views: 1274 | Added by: NaTia | Date: 13.05.2010

ჩვენი ცხოვრება ხვავრიელია მრავალრიცხოვანი მღელვარებით და აღვსილია მოუსვენრობით, მაგრამ ეს როდია მტანჯველი, საყვარელნო, არამედ ის, რომ ჩვენს ძალაშია ამ მღელვარებისა და მოუსვენრობის შესუსტება, ან უმტკივნეულოდ გადატანა; არ ვზრუნავთ არც ერთსა და არც მეორისთვის, არამედ მთელ დროს სევდაში ვატარებთ: ერთნი სიღარიბის გამო მისცემიან მწუხარებას, მეორენი - ავადმყოფობის, სხვა - საზრუნავების სიმრავლისა და სახლის მეთვალყურეობის, ზოგი - ბავშვების აღზრდის, ზოგი უშვილობის მიზეზით.


მიაპყარი ყურადღება უგუნურების სიჭარბეს, რადგან ყველა ერთი და იმავე გარემოებების საბაბით როდი ვდრტვინავთ. დრტვინვის მიზეზი ამ გარემოებათა ბუნება რომ იყოს, ერთნაირად არ უნდა გვენაღვლა ურთიერთსაპირისპირო საგანთა გამო.

თუკი სიღარიბე ბოროტებაა და თანაც აუტანელი ბოროტება, მაშინ არ უნდა გოდებდეს ის, ვინც სიმდიდრეში ცხოვრობს, თუკი უშვილობაა ბოროტება, მრავალშვილიანობით დაჯილდოებული მხიარული უნდა ყოფილიყო და კიდევ, თუ სანუკვარია საზოგადოებრივ საქმეთა მართვა, პატივით ტკბობა და მრავალი ქვეშევრდომის ყოლა, მაშინ საქმიანობის თავისუფალ და მშვიდ ცხოვრებას უნდა გაურბოდნენ და ყველას ძაგდეს ასეთი ყოფა.

ახლა, როდესაც ვხედავთ, რომ ერთნაირად მწუხარებდნენ მდიდრები და ღარიბები, ხშირად კი სიმდიდრეში მყოფი უფრო მეტადაა მოცული მწუხარებით, ვიდრე ღარიბი, მწუხარებენ ძალაუფლების მქონე ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1215 | Added by: NaTia | Date: 13.05.2010

სად არის ამაღლებული მჭევრმეტყველება? – ჰაერში გაიფანტა.
სად არის ელფერი სიჭაბუკისა? – დაიღუპა.
სად არის დიდება? – განქარდა.
სად არის სიჯანსაღე სხეულისა? – ავადმყოფობამ შემუსრა იგი.
სად არის სიმდიდრე და ქონება? – ნაწილი ღმრთისადმია შეწირული, ხოლო ნაწილი – ადამიანთა შურმა მოიტაცა ბოროტმოქმედთა ხელით.
ჩემი მშობლები და ახლობლები საფლავებში განისვენებენ. მხოლოდ სამშობლოღა დამრჩა, მაგრამ ბოროტმა დემონმა ჩემზე სიძულვილის შავი ტალღები აღმართა და იქიდანაც გამაძევა; ახლა მე მარტოხელა მგზავრი ვარ, უცხო მხარეში დავეხეტები, მწუხარებით სავსე ცხოვრებასა და მიხრწნილ სიბერეს მივათრევ. არც ქალაქი გამაჩნია, არც საყდარი და ვეღარც სულიერ შვილებს ვხედავ, თუმცაღა მათზე ზრუნვით ძლიერ ვარ დამწუხრებული. დღესა და ღამეს მარტოობასა და ხეტიალში ვატარებ.
სად დასცილდება ჩემი სული სხეულს? სად შევხვდები აღსასრულს? რომელი მიწა, რომელი გლახაკთმოყვარე სამარე შემიფარებს? ვინ დამიხუჭავს სიკვდილ??ალ თვალებს? – მართლმორწმუნე და ქრისტეს მეგობარი თუ ვინმე ღვთისმგმობელი.
ყველაფერი ამაოა და ქარს მიაქვს. მე კი სულმოკლეს, მაწუხებს აზრი – ჩემს სხეულს კუბოს მიაბარებენ თუ გარეულ მხეცთა შესაჭმელი გავხდები; ფერფლად და ჰარეში გავიფანტები, თუ კუბოს გარეშე სადმე უფსკრულში ჩამაგდებენ; მდინარე დაალპობს თუ ხანგრძლივი წვიმები? თუმცა ასეც რომ მოხდეს, უკვალოდ მაინც არ გავქრები და არც ჩემი გვამის მთლიანობა დაირღვევა, რამეთუ ბოლო ჟამს უფალი აღადგენს და შეკრებს ყველას, იმათაც კი, ვინც სიკვდილის შემდეგ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1139 | Added by: NaTia | Date: 13.05.2010

  


კვლავ მოხვედი, მზაკვარო, და რამდენადაც ვხვდები, დაბრუნდი, რათა დაგლიჯო ჩემში უშინაგანესი გულისა ჩემისა.

შენ გინდა, რომ ამ ცხოვრების ძლიერი ან ხშირი დარტყმებისაგან დაეცეს ჩემში წმინდა ხატება. ძლიერ სხეულს დაეცი თავს და ძალა გამომაცალე ქუსლიდან თხემამდე, თავის ნებაზე მიუშვი ის წვენები (ვაჟირი), რომლითაც ღმერთმა ჩემში მშრალ ნივთიერებას სინოტივე მოჰგვარა, მსგავსად იმისა, როგორადაც სამყაროს დამამყარებელმა სიბრძნემ, სითბოს სიცივე შეჰრთო, რათა ამ გაწონასწორებით სხეულის შენაწევრება იქნეს შენარჩუნებული და მეც ვისწავლო, აქედან ცხოვრებაში განხეთქილებებს გავექცე

მოხვედი მომაკვდინებელი ზრახვებით და მე უბედურს შენი მწარე სიბოროტის მთელი შხამი გადმომანთხიე. ის არ იკმარე, მძიმე სიბერეს რომ მივათრევდი და მწუხარებას - ტრინაკრის ფლატეთა სიმძიმეს. მე ასევე მთანგავს მტანჯველი და შთანმთქმელი სნეულება, წლიდან წლამდე რომ ხრავს ჩემს ნაწევართ. არამედ ვტირი და მოვთქვამ, როგორც მონადირის ხაფანგში მოხვედრილი ძლიერი ლომი.

 
არ მიყვარს თავმომწონე ლაპარაკი, არც ყველასთვის მოსაწონი თუნდაც უმეტესად მხიარული საუბრები, არც ქალაქის ბაზრობები, არც წალკოტები, არც აბანოები, არც სხვა რამ საცდური ცხოვრებისა. ეს ყველაფერი - არც უწინ მიზიდავდა, იმ ჟამიდან, რაც მიწიერს განვერიდე და ქრისტე მივიქვი. ვტირი კი იმას, რომ აღარ მიმზერს ქრისტეს ცხოველმყოფელი თვალი, რომელიც ოდესღაც ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1135 | Added by: NaTia | Date: 13.05.2010

ვინ ვიყავ? ვინ ვარ ამჟამად? და რად შევიქმნები ხანმოკლე დროის შემდეგ? სად წამიყვან და სად დამადგინებ, დიდებულ ქმნილებას, უკვდავო, თუკიღა არსებობს დიადი ქმნილებათა შორის? ჩემი აზრით კი, ჩვენ ერთდღიანი უმნიშვნელო ქმნილებანი ვართ და ამაოდ ავიმაღლებთ თავს, თუ ჩვენში მარტოოდენ ისაა, ადამიანები რასაც ხედავენ და სხვა არა გაგვაჩნია რა, გარდა დასაღუპავი ცხოვრებისა.


მოზვერი, რომელმაც სულ ახლახანს მისი აღმომშობელი წიაღი დატოვა, უკვე დაკუნტრუშობს და ტკბილ ჯიქანს ძალუმად უჭერს კბილებს, მესამე წელს კი უღელს ატარებს, მძიმე ურემს მიათრევს და ღონიერ კისერზე აპაურები შემოსალტვია.

წინწკლებიანი შვლის ნუკრი გაჩნდება თუ არა, მაშინვე დგება ფეხზე დედის შორიახლოს, სისხლისმსმელ ქოფაკებსა და მსწრაფლმსრბოლ ცხენს გაურბის, უღრანი ტყის დაბურულ კორომებს აფარებს თავს. დათვნი, სიკვდილისმომტან ბრანგვთა მოდგმა, ლომნი, ქარივით სწრაფი ვეფხვნი და ფოცხვერნი, დალანდავენ თუ არა რკინას (იარაღს), მაშინვე ენთებიან და ძლიერ მონადირეებს მძვინვარედ ესხმიან თავს.

სულ ცოტა ხნის წინ ღინღლით დაფარული ფრინველი უკვე ბუმბულით შემოსილა და ჰაერის კამარაში ზემოდან დასტრიალებს თავის ბუდეს. ოქროსფერმა ფუტკარმა ეს-ესაა დატოვა კლდის ნაპრალი და მოპირდაპირე მხარეს უკვე სავანეს იკეთებს და სახლს ტკბილი ნაყოფით ავსებს; ყოველივე ეს კი - ერთი გაზაფხულის ნაშრომია.

ყველა დანა ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1148 | Added by: NaTia | Date: 13.05.2010

« 1 2 ... 91 92 93 94 95 ... 154 155 »
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2026  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
საიტის მეგობრები