შაბათი, 14.06.2025, 00:09
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » ენციკლოპედია

გიორგი I, (* 998 ან 1002 ― † 16 აგვისტო. 1027) საქართველოს მეფე 1014-იდან, ბაგრატ III-ის ძე.


საქართველოს მეფე
მმართ. დასაწყისი: 1014
მმართ. დასასრული: 1027
წინამორბედი: ბაგრატ III
მემკვიდრე: ბაგრატ IV
დაბ. თარიღი: 998
დაბ. ადგილი: ქუთაისი
გარდ. თარიღი: 1027 წლის 16 აგვისტო
მეუღლე: 1. მარიამი
2. ალდე
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: ბაგრატ III


გამეფებისთანავე დიდგვაროვანი აზნაურები აუჯანყდნენ მცირეწლოვან მეფეს და ჰერეთ-კახეთი საქართველოს ჩამოაშორეს. გიორგი I-მა ისარგებლა იმით, რომ 1014-16 ბიზანტიის იმპერატორი ბასილი II ბულგარელებს ეომებოდა, გადალახა ბიზანტიის საზღვარი და ტაო დაიბრუნა. 1019 ბასილ II-მ ბულგარელებთან ომი დაამთავრა და გიორგი I-ს სადავო ტერიტორიის დაცლა მოსთხოვა.

1021 ბიზანტიის ჯარი საქართველოში შემოიჭრა. ქართველები რამდენჯერმე დამარცხდნენ (შირიმნის ბრძოლა 1021 და საქართველოს ბიზანტიის ომები XI საუკუნეში). გიორგი I იძულებული გახდა თრიალეთში გადასულიყო, სადაც მაშველი ჯარი დახვდა. კეისარი მოერიდა ომს, დასაზამთრებლად ქალდიაში (ტრაპიზონის მახლობლად) წავიდა და საქართველოში ახალი ლაშქრობისათვის ემზადებოდა.

გიორგი I-მა საზავო მოლაპარაკება დაიწყო და ამავე დროს ხელსაყრელ მომენტს უცდიდა ომის გასაახლებლად. ამ დროს ბიზანტიაში იმპერატორის წინააღმდეგ აჯანყება დაიწყო ნიკიფორე და ქსიფეს მეთაურ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1118 | Added by: NaTia | Date: 21.05.2010

ბაგრატ III

იმერეთის მეფე
მმართ. დასაწყისი: 1510
მმართ. დასასრული: 1565
წინამორბედი: ალექსანდრე II
მემკვიდრე: გიორგი II
დაბ. თარიღი: 1495
გარდ. თარიღი: 1565
შვილები: გიორგი II
დინასტია: ბაგრატიონები

მამა: ალექსანდრე II


ბაგრატ III (დ. 1495 — გ. 1565), იმერეთის მეფე 1510-1565, ალექსანდრე II-ის ძე.

ენერგიულად ებრძოდა ოსმალებს, ცდილობდა იმერეთის მთლიანობის შენარჩუნებას.

„ტყვეთა სყიდვის" წინააღმდეგ მოიწვია საეკლესიო კრება, რომელმაც ტყვის გამსყიდველთათვის სიკვდილით დასჯა დაადგინა. ბაგრატ III-ის თანხმობით 1533 მამია I გურიელმა და მამია III დადიანმა ილაშქრეს ჯიქეთს, მაგრამ დამარცხდნენ.

1535 მურჯახეთის ბრძოლაში ბაგრატ III-მ დაამარცხა ყვარყვარე III ჯაყელი, დაიკავა სამცხე და ათი წელი ფლობდა მას. 1545 ყვარყვარეს შვილმა ქაიხოსრო II ჯაყელმა მოიშველია ოსმალთა ჯარი მუსტაფა ლალა-ფაშას მეთაურობით და ქარაღაქთან შეებრძოლა ბაგრატ III-ს, მაგრამ დამარცხდა. ამავე წელს სულთანმა უფრო მრავალრიცხოვანი ჯარი გამოგზავნა.

სოხოისტის ბრძოლაში ბაგრატ III დამარცხდა. სამცხეში ოსმალებმა მოიკიდეს ფეხი. ამის შემდეგ ბაგრატ III-მ მთავრებს (დადიანი და გურიელი) შეუტია, მაგრამ ვერ შეძლო მათი დამორჩილება. მთავრები სულთნის ვასალები გახდნენ. 1555 ბაგრატ III-ც იძულებული გახდა სულთნისათვის ხარკის მიცემა ეკისრა.წინამორბედი:
ალექსანდრე II ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1230 | Added by: NaTia | Date: 21.05.2010

ბაგრატ III (*დაახ. 960 ― გ. 7 მაისი. 1014), გაერთიანებული ფეოდალური საქართველოს პირველი მეფე, ბაგრატიონი, გურგენ მეფეთა მეფისა და გურანდუხტ დედოფლის შვილი, ტაოს მეფეთა მეფის დავით III კურაპალატის შვილობილი და აღზრდილი. ბაგრატის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა დაემთხვა ქართული სამეფო-სამთავროების გაერთიანებისათვის ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპს.

პოლიტიკური ვითარება .

X საუკუნის დასაწყისიდან შიდა ქართლს "აფხაზთა" მეფეები ფლობდნენ. 70-იან წლებში შინაფეოდალური ომების შედეგად აფხაზთა სამეფო დასუსტდა. ფეოდალურმა ანარქიამ განსაკუთრებით მწვავე ხასიათი მიიღო თეოდოს III უსინათლოს მეფობაში (975-978). ამით ისარგებლეს კახეთის პოლიტიკურმა მესვეურებმა და დაიწყეს ბრძოლა ქართლისათვის (პოლიტიკური ცენტრი უფლისციხე).

975 დავით III ქართლის ერისთავის იოანე მარუშისძის დახმარებით დაეუფლა ქართლს და აქ გააბატონა თავისი შვილობილი ბაგრატ III, რომელსაც მცირეწლოვანობის გამო თანაგამგებლად მამამისი გურგენი დაუნიშნა. ბაგრატის დედა, თეოდოს III-ის და, "აფხაზთა" მეფის შვილი იყო. თეოდოსს შვილი არ ჰყავდა, უშვილო იყო დავით III-ც. ამრიგად, ბაგრატ III დედით დასავლეთ საქართველოსა და ქართლის, ხოლო მამით და მამობილით სამხრეთ საქართველოს კანონიერი მემკვიდრე იყო.

სამეფოების გაერთიანება.

... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1259 | Added by: NaTia | Date: 21.05.2010

ზემო რიგი (მარცხნიდან)
დავით აღმაშენებელი • თამარ მეფე • პეტრე იბერი • შოთა რუსთაველი • ილია ჭავჭავაძე •
ქვედა რიგი (მარცხნიდან)
აკაკი წერეთელი • ვაჟა-ფშაველა • ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი •სერგო ზაქარიაძე • ლევან აბაშიძე • პაატა ბურჭულაძე •სოფო ხალვაში
საერთო მოსახლეობა

დაახ. 7,8 მილიონი.


ქართველები — ერი, ეთნიკური ჯგუფი (ეთნოსი), კავკასიის აბორიგენი (ავტოქტონური) მოსახლეობა. ეკუთვნიან იბერიულ-კავკასიური მოდგმის (რასის) ხალხთა ჯგუფს. საერთო რაოდენობა: 7,200,000-ზე მეტი. შეადგენენ საქართველოს მოსახლეობის 83,8%-ს (დაახლ. 4,000,000). გარდა ამისა, დაახლ.

1 მლნ. ქართველი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, დაახლ. 3,5 მლნ. თურქეთში (ისტორიული ქართული ტერიტორიები: ტაო-კლარჯეთი, არტაანი (დღევანდელი არდაგანი) და ლაზეთი (ლაზისტანი)), დაახლ. 300 ათ. ირანში (ფერეიდუნ შაჰრი, ნეჯაფ აბადი, რაჰშათ აბადი, ორჯი მაჰალე, თავრიზი, თეირანი, შირაზი.

აქ ქართველები გადაასახლეს XVII—XVIII საუკუნეებში), დაახლ. 150 ათ. ავღანეთში (აქ ქართველები ჩაასახლეს ასევე XVII—XVIII საუკუნეებში), 50 ათასზე მეტი აზერბაიჯანში (ისტორიული ქართული ოლქი ჰერეთი, დღევანდელი კახის, ზაქათალას და ბელაქნის რაიონები), დაახლ.

50 ათ. უკრაინაში, 200 ათასამდე აშშ-ში და ევროპის სხვა ქვ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1148 | Added by: NaTia | Date: 21.05.2010

ვახტანგ I გორგასალი, ქართლის მეფე (დ. დაახლ. V საუკუნის 40-იან წწ. ― გ. 502), პოლიტიკური მოღვაწე და სარდალი. "გორგასალი" (სპარსულად - მგლისთავა) იმიტომ შერქმევია, რომ მუზარადზე მგელი ჰქონია გამოსახული.

მეფობა.


იღვწოდა ქართლის განთავისუფლებისათვის ირანელთა უღლისაგან, ქვეყნის ცენტრალიზაციისათვის, შეუზღუდველი სამეფო ხელისუფლების შექმნისათვის. 60-იან წლებში ვახტანგ I ირანელებმა ქართლის ლაშქრით შუა აზიაში გაიწვიეს საომრად. დაბრუნების შემდეგ დაიწყო აქტიური სამზადისი ქართლიდან ირანელთა განდევნისათვის. ვახტანგ I-ს ძლიერი ოპოზიცია ჰყავდა ქართლის ფეოდალებში, რ-თაც მხარს უჭერდნენ ირანელები. პირველი იერიში ვახტანგ I-მა ეკლესიაზე მიიტანა. ჩაატარა მისი რეორგანიზაცია, შეცვალა ქართლის ეკლესიის მეთაური და ეპისკოპოსთა თავის მაგივრად კათალიკოსობა დააწესა. ამავე დროს შექმნა ახალი საეპოსკოპოსოები და შეცვალა ზოგი ძველი ეპისკოპოსი. განსაკუთრებული ყურადღება ვახტანგ I-მა, ჩანს, სამეფო დომენს (კახეთ-კუხეთ-ჰერეტს) მიაქცია, სადაც 5 ახალი ეპისკოპოსი დაანიშნინა. ამ რეორგანიზაციას აშკარად პოლიტიკური მიზანი ჰქონდა: ვახტანგ I-მა ეკლესიიდან განდევნა თავისი მოწინააღმდეგები, უფრო მეტად დაუქვემდებარა იგი სამეფო ხელისუფლებას, მოუპოვა მეტი დამოუკიდებლობა საერთაშორისო სარბიელზე და ამავე დროს ხელახლა გააცხოველა კავშირი კონსტანტინოპოლთან, რასაც დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა მომავალ ბრძოლაში ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1331 | Added by: NaTia | Date: 21.05.2010

« 1 2 ... 92 93 94 95 96 ... 173 174 »
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
საიტის მეგობრები