შაბათი, 14.06.2025, 17:22
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » ენციკლოპედია

საქართველოს მეფე
მმართ. დასაწყისი: 1223
მმართ. დასასრული: 1245
წინამორბედი: გიორგი IV ლაშა
მემკვიდრე: დავით VI, დავით VII
დაბ. თარიღი: 1194
გარდ. თარიღი: 1245
მეუღლე: მოღის ედ-დინი
შვილები: 1. დავით VI ნარინი
2. თამარი
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: დავით სოსლანი
დედა: თამარ მეფე


რუსუდანი (დ. დაახლოებით 1194 — გ. 1245), საქართველოს მეფე 1223-1245, თამარ მეფის ასული. 1223 იქორწინა რუმის სულთნის თოღრულ შაჰის ძე მოღის ედ-დინიზე, რომელიც პირობის თანახმად წინასწარ გაქრისტიანდა. რუსუდანის მეფობის პირველ წლებში (1223-1225) საქართველოს ლაშქარმა რამდენჯერმე ილაშქრა არან-აზერბაიჯანში, სადაც ვასალურმა და მეზობელმა ქვეყნებმა მტრული მოქმედება დაიწყეს.

გარნისის ბრძოლაში (1225) ჯალალედინმა დაამარცხა საქართველოს ლაშქარი, რომელსაც ივანე ათაბაგ-ამირსპასალარი მეთაურობდა და ხვარაზმელები 1226 თბილისს მიადგა. რუსუდანი და სამეფო კარი ქუთაისში გადავიდა. ჯალალედინმა 9 მარტს თბილისი აიღო.

ხვარაზმელებმა გაწყვიტეს ქალაქის ქრისტიანული მოსახლეობა (ქართველები და სომხები), დიდძალი ქონება იგდეს ხელთ. თბილისის აღების შემდეგ მტრის ლაშქარი საქართველოს სხვა ნაწილების ძარცვა-რბევას შეუდგა. 1225-30 განმავლობაში რომლის ლაშქარი სხვადასხვა ადგილას გამუდმებით ებრძოდა ხვარაზმელებს. ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1296 | Added by: NaTia | Date: 21.05.2010

გიორგი IV ლაშა.


გიორგი IV ლაშა (* 1192 ― † 18 იანვარი, 1223), საქართველოს მეფე 1213-იდან. თამარ მეფის და დავით სოსლანის ძე.

1207 თამარმა თანამოსაყდრედ დაისვა და ამ დროიდან მონაწილეობდა სახელმწიფოს მართვასა და ლაშქრობებში. თამარის გარდაცვალების შემდეგ გიორგი IV ერთპიროვნული მმართველი გახდა, მისი სურვილი იყო განემტკიცებინა მეფის ხელისუფლება, შეენარჩუნებინა სახელმწიფოს მთლიანობა და შემოემტკიცებინა ყმადნაფიცი ქვეყნები, რომლებიც ცდილობდნენ საქართველოს სამეფოს ვასალობისაგან განთავისუფლებას.

XIII საუკუნის 10-იან წლებში გიორგი IV-მ გაილაშქრა ვასალის - განძის ათაბაგის წინააღმდეგ. საქართველოს ლაშქარმა განძას ალყა შემოარტყა.

ათაბაგი იძულებული გახდა დამორჩილებოდა გიორგი IV-ს. განძა კვლავ საქართველოს მოხარკედ დარჩა. იარაღის ძალითვე დაიმორჩილა გიორგი IV-მ გამდგარი ვასალები - ხლათის, არზრუმისა და ნახჭევანის თურქი მფლობელები.

1220 ან 1221 გიორგი IV დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან ერთად პალესტინაში ჯვაროსნული ლაშქრობისათვის ემზადებოდა იერუსალიმის სელჩუკთაგან გასათავისუფლებლად, მაგრამ ამ დროს საქართველოს საზღვრებს მოულოდნელად მონღოლები მოადგნენ და ეს გეგმა ჩაიშალა.

გიორგი IV მონღოლებთან ბრძოლაში (1221 ან 1222) დაიჭრა, დასნეულდა და გარდაიცვალა.

პირველი წყაროები გიორგი IV-ი ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1038 | Added by: NaTia | Date: 21.05.2010

თამარი გამოსახული ვარძიის მონასტრის ერთ-ერთ ფრესკაზე
საქართველოს მეფე
მმართ. დასაწყისი: 1184
მმართ. დასასრული: 1213, შესაძლოა 1210 ან 1207
სხვა წოდებები: მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და მბრძანებელი ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა, დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა, მესიის მოვლენილი
წინამორბედი: გიორგი III
მემკვიდრე: გიორგი IV ლაშა
დაბ. თარიღი: 1160
გარდ. თარიღი: 1213, შესაძლოა 1210 ან 1207
მეუღლე: 1. იური (გიორგი) ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 2255 | Added by: NaTia | Date: 21.05.2010

საქართველოს მეფე
მმართ. დასაწყისი: 1156
მმართ. დასასრული: 1184
სხვა წოდებები: "უზენაესი მეფე გიორგი, ღვთის ნებით, მეფეთ მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანშა და შაჰანშა და მბრძანებელი ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა".
წინამორბედი: დემეტრე I
მემკვიდრე: თამარი
დაბ. თარიღი: ?
გარდ. თარიღი: 1184
მეუღლე: გურანდუხტი
შვილები: 1. თამარი
2. რუსუდანი
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: დემეტრე I

გიორგი III (დ. უცნობია — გ. 1184), საქართველოს მეფე 1156 წლიდან, დემეტრე I-ის ძე, ბაგრატიონთა გვარის ჩამომავალი. მისი მეფობის პერიოდი, თამართან ერთად საქართველოს ისტორიაში ოქროს ხანად მოიხსენიება. ეს იყო იმპერიის, დიპლომატიური წარმატების, სამხედრო ტრიუმფისა, განათლების, კულტურის, სულიერი და ხელოვნების აყვავების ერა საქართველოში. მისი სრული წოდება იყო "უზენაესი მეფე გიორგი, ღვთის ნებით, მეფეთ მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანშათა და შაჰანშათა და მბრძანებელი ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა".

გამეფება.

მამამ გიორგი III ჯერ თანამოსაყდრედ გამოაცხადა (უფროსი ძმის დავით V-ის გარდაცვალებისა და სამეფო ხელისუფლების სათავეში დაბრუნების შემდგომ), მოგვიანებით კი საკუთარ სიცოცხლეშივე გაამეფა. ასეთი ღონისძოება აუცილებელ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1089 | Added by: NaTia | Date: 21.05.2010

საქართველოს მეფე
მმართ. დასაწყისი: 1155
მმართ. დასასრული: 1156
წინამორბედი: დემეტრე I
მემკვიდრე: დემეტრე I
დაბ. თარიღი: ?
გარდ. თარიღი: 1156
შვილები: 1. დემნა
დინასტია: ბაგრატიონები

მამა: დემეტრე I

დავით V, საქართველოს მეფე 1155, დემეტრე I-ის უფროსი ძე. უფლისწულობაში დავითმა აზნაურთა ერთი ჯგუფის მხარდაჭერით შეთქმულება მოაწყო დემეტრე I-ის წინააღმდეგ, რომელსაც უმცროსი ვაჟის - გიორგის გამეფება სურდა. თავდაპირველად დავითის ცდა მარცხით დამთავრდა, მაგრამ ბოლოს მაინც მიაღწია მეფობას. დემეტრე I იძულებული გახდა ბერად შემდგარიყო. 6 თვის მეფობის შემდეგ დავით V გარდაიცვალა და ტახტზე კვლავ დემეტრე I ავიდა, რომელმაც ახლა უკვე ტახტის მემკვიდრე გიორგი თანამოსაყდრედ დასვა.


Category: ენციკლოპედია | Views: 1065 | Added by: NaTia | Date: 21.05.2010

« 1 2 ... 90 91 92 93 94 ... 173 174 »
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
საიტის მეგობრები