შაბათი, 14.06.2025, 17:21
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » ენციკლოპედია

დემეტრე I-ის მეფედ კურთხევის სცენა. მარცხვარიშის ფრესკა
საქართველოს მეფე
მმართ. დასაწყისი: 1125
მმართ. დასასრული: 1156
წინამორბედი: დავით IV აღმაშენებელი
მემკვიდრე: დავით V
დაბ. თარიღი: ?
გარდ. თარიღი: 1156
შვილები: 1. დავით V
2.გიორგი III
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: დავით IV აღმაშენებელი.


დემეტრე I, საქართველოს მეფე 1125-1156, დავით აღმაშენებლის მემკვიდრე. მამის სიცოცხლეშივე აქტიურად მონაწილეობდა სახელმწიფოს მართვა-გამგეობაში. დიდგორისა და შირვანის ბრძოლებში ქართველთა ლაშქრის გამარჯვების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. დავით აღმაშენებლის გარდაცვალების შემდეგ იძულებული გახდა ანისი ყმადნაფიცობის პირობით თურქებისათვის დაეთმო.

1138 დემეტრე I-ის სარდლობით ქართველებმა განძა აიღეს და გამარჯვების ნიშნად ქალაქის კარი საქართველოში მოიტანეს (დაცულია გელათში), მაგრამ დემეტრე I-მა ვერ შეძლო განძის შენარჩუნება და ქალაქი დიდხანს დარჩა მაჰმადიანთა საყრდენ პუნქტად საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში.

1130 დემეტრე I-ის უფროსმა შვილმა დავითმა იმის შიშით, რომ დემეტრე I-ს უმცროსი შვილი გიორგი არ გაემეფებინა, შეთქმულება მოაწყო მეფის წინააღმდეგ. მეფემ შეიპყრო შეთქმულების მოთავეები დავით დემეტრეს ძე და იოანე აბულეთისძე.

... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1191 | Added by: NaTia | Date: 21.05.2010

დავით IV აღმაშენებელი (დ. 1073, ქუთაისი - გ. 24 იანვარი. 1125), საქართველოს მეფე 1089-1125, გიორგი II-ის ძე, ბაგრატიონთა დინასტიიდან. ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი მონარქი, მოახერხა თურქ-სელჩუკთა ქვეყნიდან განდევნდა 1121 წელს დიდგორის ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვებით. მის მიერ არმიაში და მმართველობის სისტემაში გატარებულმა რეფორმებმა შესაძლებლობა მისცა ქვეყანა გაეერთიანებინა და მთელი კავკასიის მიწების საქართველოს დაქვემდებარებაში შემოეყვანა. ქრისტიანული კულტურის წამხალისებელი და თავად თავდადებული ქრისტიანი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანად არის შერაცხული.


უფლისწულობა.

დავითი, გიორგი II–სა და ელენეს ერთადერთი ვაჟი, დაიბადა 1073 წელს სატახტო ქალაქ ქუთაისში. მისი უფლისწულობა მოკლე აღმოჩნდა, რადგან ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო, მამამისი იძულებული შეიქმნა ტახტიდან გადამდგარიყო და 16 წლის ძე გაემეფებინა. ეს ფაქტი დავითის კარგ განათლებაზე და სახელმწიფო საქმეში გათვიცნობიერებულობაზე უნდა მეტყველებდეს.

მეფობა.

დავით IV–ს მემკვიდრეობად ერგო თურქ-სელჩუკებისაგან დარბეული ქვეყანა, დაცარიელებული ქალაქები და სოფლები, მთებში გახიზნული დამშეული მოსახლეობა, და ხარატ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1911 | Added by: NaTia | Date: 21.05.2010

გიორგი II-ის გამოსახულება მონეტაზე
საქართველოს მეფე
მმართ. დასაწყისი: 1072
მმართ. დასასრული: 1089
წინამორბედი: ბაგრატ IV
მემკვიდრე: დავით IV აღმაშენებელი
დაბ. თარიღი: 1130–იანი წლების მეორე ნახევარი[1]
დაბ. ადგილი: ქუთაისი
გარდ. თარიღი: 1112
მეუღლე: ელენე
შვილები: დავითი
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: ბაგრატ IV
დედა: ბორენა.

გიორგი II (დ. 1130–იანი წლების მეორე ნახ. - გ. 1112), საქართველოს მეფე 1072-1089, ბაგრატ IV-ის ძე.

გიორგი II-ის ოჯახი.


გიორგი II-ის დედა, დედოფალი ბორენა.

გიორგი II-ის ოჯახის წევრების უმრავლესობამ მნიშვნელოვანი კვალი დატოვა საქართველოს თუ მსოფლიო ისტორიაში. მამა, ბაგრატ IV თითქმის ნახევარი საუკუნე მართავდა საქართველოს. დედა, ბორენა დედოფალი, ოვსთა მეფის ასული იყო.

ბებია მარიამი, ვასპურაკანის მეფის – სენექერიმ არწრუნის ასული.

მამიდას – გურანდუხტ დედოფალსაც დიდი წვლილი მიუძღვის გიორგის, როგორც პოლიტიკოსის ფორმირებაში. მართა, გიორგ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1485 | Added by: NaTia | Date: 21.05.2010

ბაგრატ IV

იმერეთის მეფე
მმართ. დასაწყისი: 1589
მმართ. დასასრული: 1590
წინამორბედი: როსტომი
მემკვიდრე: გიორგი III
დაბ. თარიღი: 1565
გარდ. თარიღი: 1681
დინასტია: ბაგრატიონები

მამა: ალექსანდრე III


ბაგრატ IV (გ. 1681), იმერეთის მეფე (1660-1661, 1663-1668, 1669-1678, 1679-1681), ალექსანდრე III-ის ძე. ახალგაზრდობაში დააბრმავა დედინაცვალმა დედოფალმა დარეჯანმა.

ბაგრატ IV-ის მერყევმა პოლიტიკამ ხელი შეუწყო ფეოდალურ შინაომების გაღრმავებას, გაძლიერდა იმერელ ფეოდალთა და გურია-სამეგრელოს მთავართა თვითნებობა, გახშირდა „ტყვის სყიდვა".

ბაგრატ IV-ს სამჯერ ჩამოართვეს მეფობა. მეფობის პერიოდშიც მას ფაქტობრივად მხოლოდ სამეფო დომენი ემორჩილებოდა. სახლთუხუცესმა სეხნია ჩხეიძემ ქუთაისის ციხე ორჯერ (1666, 1668) გადასცა ოამალებს. ბაგრატ IV-მ შეძლო მისი დაბრუნება, მაგრამ 1674 იძულებული გახდა თვითონ გადაეცა ის ოსმალებისათვის.წინამორბედი:
როსტომი იმერეთის მეფე
1589 - 1590 შემდეგი:
როსტომი


Category: ენციკლოპედია | Views: 1163 | Added by: NaTia | Date: 21.05.2010


ბაგრატ IV-ის გამოსახულება მონეტაზე
საქართველოს მეფე
მმართ. დასაწყისი: 1027
მმართ. დასასრული: 1072
წინამორბედი: გიორგი I
მემკვიდრე: გიორგი II
დაბ. თარიღი: 1018 ან 1020
დაბ. ადგილი: ქუთაისი
გარდ. თარიღი: 1072
მეუღლე: 1. ელენე
2. ბორენა
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: გიორგი I
დედა: მარიამი


ბაგრატ IV (დ. 1018 ან 1020 ― გ. 24 ნოემბერი. 1072), საქართველოს მეფე 1027-იდან, გიორგი I-ისა და დედოფალ მარიამის უფროსი შვილი.

1022-1025 მძევლად იყო კონსტანტინოპოლში. ბაგრატ IV-ის და მისი სამეფო კარის უმთავრესი ამოცანა იყო სახელმწიფოს დაცვა ბიზანტიისა და თურქ-სელჩუკი დამპყრობლებისაგან, ცენტრალიზაციის მოწინააღმდეგე დიდგვაროვან აზნაურთა წინააღმდეგობის დაძლევა და საქართველოს ერთიანი სამეფოს ფარგლებს გარეთ დარჩენილი ქართული მიწა-წყლის შემოერთება. მცირეწლოვანი ბაგრატ IV-ის გამეფებისთანავე ბიზანტიის იმპერატორი კონსტანტინე VIII-მ დაარღვია 1022 დადებული ზავი და საქართველოში ჯარი გამოგზავნა. მტერმა გაძარცვა და ააოხრა სამხრეთ საქართველო. ტაოს მსხვილ ფეოდალთა ნაწილი ვაჩე კარიჭისძისა და ეპისკოპოს იოანე ბანელის მეთაურობით მტრის მხარეზე გადავიდა. ბიზანტიელებმა ვერ შეძლეს კლდეკარის ციხესიმაგრის აღება. შავშეთ-კლარჯეთში თავდაცვის ორგანიზაციას სათავეში ჩაუდგნენ ეპისკოპოსები საბა მტბევარი და ეზრა ანჩელი და მტერს ამ მხარის დაპყ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1165 | Added by: NaTia | Date: 21.05.2010

« 1 2 ... 91 92 93 94 95 ... 173 174 »
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
საიტის მეგობრები