პარასკევი, 26.04.2024, 03:16
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 3 » ნიკოლოზ რურუა - ბებრის ციხე აგურ-აგურ, თავიდან აშენდება.
01:48
ნიკოლოზ რურუა - ბებრის ციხე აგურ-აგურ, თავიდან აშენდება.

კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრმა, ნიკოლოზ რურუამ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა, ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა ბებრის ციხე მოინახულეს. მეწყერმა მთლიანად ჩამოშალა ძეგლის ჩრდილო-აღმოსვლეთ კედელი; განადგურების პირას იმყოფება დასავლეთ კედელიც.

ამ ეტაპზე, ტერიტორიაზე შესვლა საფრთხეს წარმოადგენს, რაც ართულებს სიტუაციის შესწავლასა და გამაგრებით სამუშაოებს. ექსპერტებმა მხოლოდ დაზვერვითი სამუშაოები განახორციელეს. ბებრის ციხე აგებულია ადრინდელ ფეოდალურ ხანაში და ქართულ წყაროებში პირველად მოხსენიებულია ლაშა-გიორგის მემატიანესთან - 1156 წელს. ვახუშტი ბაგრატიონი მას ბელტის ციხედ მოიხსენიებს.

"ძეგლის დაკარგვას არ დავუშვებთ. გამაგრებითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, ციხის დაზიანებული ნაწილი აგურ-აგურ, თავიდან აშენდება", განაცხადა რურუამ.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1055 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები