შაბათი, 27.04.2024, 11:28
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 22

იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე.

ბიოგრაფია.


დაიბადა შეძლებული ბიურგერის ოჯახში. სწავლობდა ლაიფციგისა და სტრასბურგის უნივერსიტეტებში. სტრასბურგში დაუახლოვდა "ქარიშხლისა და შეტევის" მოძრაობას, მალე მისი აღიარებული თავკაცი გახდა.

"ქარიშხლისა და შეტევის" პერიოდის გოეთესეულ გმირებში ერთი-მეორეს ერწყმის თავისუფლების პათოსი და უკიდურესი ინდივიდუალიზმი.

დრამის "გეც ფონ ბერლიხინგენის" (1773) გმირის ტრაგედია ისაა, რომ იგი ვერც ფეოდალებს მოსწყდა და ვერც ხალხს დაუკავშირდა ჯეროვნად.

რომანში "ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი" (1774) აისახა ტრაგიკული ვითარება იმჟამინდელი გერმანიისა, სადაც "ძალა უსულო იყო, ხოლო სული უძალო" (ენგელსი). ვერთერის ტრაგედია ისაა, რომ ძალზე ბევრი სურს და ძალზე ცოტა შეუძლია. იგი ზედმიწევნით რბილი და "ლირიკული" პიროვნებაა საიმისოდ, რომ ყოფიერების ტრაგიკ.

ასპარეზზე ღირსეული მორკინალობა შეძლოს. "ქარიშხლისა და შეტევის" პერიოდში გოეთე წერდა ფილოსოფიურ ჰიმნებს ("პრომეთე", "მეეტლე კრონოსი", "განიმედი" და სხვ.).

მათ გასდევს გოეთესეული "ნათელი ერესის" კადნიერი იდეა, ღმერთთან ადამიანის სწორფრობის ტენდეცია. მძაფრი პანთეისტური მსოფლგანწყობ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 6219 | Added by: NaTia | Date: 22.05.2010

ვინსენტ ვან გოგი.

ვინსენტ ვილემ ვან გოგი (Vincent Willem van Gogh) (დ. 30 მარტი. 1853, გროტ-ზიუნდერტი, ჰოლანდია ― გ. 29 ივლისი. 1890, ოვერ-სიურუაზი, საფრანგეთი), ჰოლანდიელი ფერმწერი და გრაფიკოსი.


ავტოპორტრეტი.

ბიოგრაფია .

1869-76 სამხატვრო-სავაჭრო ფირმის კომისიონერად მუშაობდა ჰააგაში, ბრიუსელში, ლონდონსა და პარიზში, 1876 მასწავლებლობდა ინგლისში.

შეისწავლა თეოლოგია და 1878 - 79 მოძღვრად იყო ბორინაჟში (ბელგია), სადაც გაეცნო მაღაროელთა მძიმე ცხოვრებას. მშრომელთა ინტერესების დაცვის ნიადაგზე კონფლიქტი მოუვიდა ეკლესიის მესვეურებთან. 27 წლისამ გადაწყვიტა ხატვა შეესწავლა. ესწრებოდა ლექციებს ბრიუსელისა (1880 - 81) და ანტვერპენის (1885 - 86) სამხატვრო აკადემიაში.

1881-85 ვან გოგი გატაცებით ხატავდა ბორინაჟის მაღაროელებს, გლეხებს, ხელოსნებს, მეთევზეებს.

30 წლისამ მუშაობა დაიწყო ფერწერაში. უბრალო ადამიანებისადმი ღრმა თანაგრძნობით გამსჭვალულ, მუქ, პირქუშ ტონებში შესრულებულ სურათებ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 2102 | Added by: NaTia | Date: 22.05.2010

კლოდ მონე.

კლოდ მონე (ფრანგ. Claude Monet), ასევე ცნობილი როგორც ოსკარ-კლოდ მონე ან კლოდ ოსკარ მონე (დ. 14 ნოემბერი, 1840, — გ. 5 დეკემბერი, 1926) — ფრანგული იმპრესიონისტული ფეწერის დამფუძნებელი. ტერმინი „იმპრესიონიზმი" (იმპრესიონ ფრანგულად შთაბეჭდილებას ნიშნავს) ემყარება მის ტილოს „შთაბეჭდილება, მზის ამოსვილა" (ფრანგ. „Impression, soleil levant").


კლოდ მონე, ნადარის ფოტოსურათი, 1899
სრული სახელი: კლოდ ოსკარ მონე
დაიბადა: 14 ნოემბერი, 1840
პარიზი, საფრანგეთი
გარდაიცვალა: 5 დეკემბერი, 1926
ჟივერნი, საფრანგეთი
ეროვნება: ფრანგი
სფერო: ფერწერა
მიმდინარეობა: იმპრესიონიზმი
ცნობილი ნამუშევრები: შთაბეჭდილება, მზის ამოსვილა,
სერიაბი „რუანის ტაძრის ხედები",
სერიები „ლონდონის პარლამენტი",
სერიები „თივის ზვინები",
სერიები „გუბურები დუმფარებით.

ბიოგრაფია.


მონე დაიბადა 1840 წლის 14 ნოემბერს, პარიზში და ის ოსკარის სახელით მოუნათლავთ. 1846 წელს მამამისი მთელ ოჯახთან ერთად გადავიდა ჰავრში.

ოსკარი ბავშვობიდანვე კარგად ხატავდა, 17 წლის ასაკში მის კარიკატურებს ეჟენ ბუდენი თავის საკანცელარიო ნაწარმთა სავაჭრო ჯიხურში ფენდა. ბუდენმა მაშინვე შეიცნო მომავალ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 2711 | Added by: NaTia | Date: 22.05.2010

პოლ სეზანი.


ავტოპორტრეტი
სრული სახელი: პოლ სეზანი
დაიბადა: 19 იანვარი, 1839
ექს-ან-პროვანსი
გარდაიცვალა: 22 ოქტომბერი, 1906
ექს-ან-პროვანსი
ეროვნება: ფრანგი
სფერო: ფერწერა
მიმდინარეობა: პოსტიპრესიონიზმი
ცნობილი ნამუშევრები: ტყე, 1902–1904.

პოლ სეზანი (ფრანგ. Paul Cézanne) (დ. 19 იანვარი, 1839, ექს-ან-პროვანსი ― გ. 22 ოქტომბერი, 1906, იქვე) ― ფრანგი მხატვარი, რომელმაც იმპრესიონიზმიდან კუბიზმში გადასვლის დამაკავშირებელი ხიდის როლი შეასრულა. ითვლება რა თანამედროვე სახვითი ხელოვნების მამად, პოლ სეზანის ნამუშევრები გეომეტრიული კომპოზიციისა და ბალანსისკენ მისწრაფებას აღწერს. სეზანი მის ტილოებზე სამ-განზომილებიან გამოსახულებებს ფერთა გამისა და გეომეტრიული შტრიხების შერწყმით ქმნიდა.

ცხოვრება და შემოქმედება.


XIX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მხატვარი და უდაოდ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პიროვნება XX საუკუნის სახვითი ხელოვნების განვითარებაში, პოლ სეზანი ექს-ან-პროვანსში 1839 წლის 19 იანვარს დაიბადა .

იქვე ამთავრებს სკოლას. 1859-61 წლებში ის იურისპრუდენციას სწავლობს ექსში და ამავე დროს აგრძელებს ხატვის გაკვეთილებს, ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 3447 | Added by: NaTia | Date: 22.05.2010

ვასილი კანდინსკი.


ვასილი კანდინსკი (რუს. Василий Кандинский) (დ. 4/16 დეკემბერი, 1866 — გ. 13 დეკემბერი, 1944), რუსი მხატვარი, ხელოვნებათმცოდნე.

მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული ხელოვანი, აბსტრაქციონიზმის დამფუძნებელი.

დაიბადა მოსკოვში, თუმცა მთელი ბავშვობა ოდესაში გაატარა. მოსკოვის უნივერსიტეტში იურისპრუდენციასა და ეკონომიკას სწავლობდა. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ პროფესიაში საკმაოდ წარმატებული იყო, 30 წლის ასაკში ხატვის გაკვეთილებს იღებს.

1896 წელს მიუნხენში დასახლდა და სახვითი ხელოვნების აკადემიაში დაიწყო სწავლა. მოსკოვში 1914 წელს დაბრუნდა პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ.

ხელოვნების საყოველთაოდ მიღებულ თეორიებთან კონფლიქტის გამო 1921 წელს ისევ გერმანიში დაბრუნდა.

აქ ის 1922 წლიდან ბაუჰაუზში ასწავლიდა, სანამ ნაცისტებმა ეს სკოლა 1933 წელს დახურეს. შემდეგ ის საფრანგეთში გადადის, სადაც დარჩენილ ცხოვრებას ატარებს. გარდაიცვალა ნიოი-სურ-სენში 1944 წელს.


კანდინსკი, ვასილი.

< ... კითხვის გაგრძელება »
Category: ენციკლოპედია | Views: 2091 | Added by: NaTia | Date: 22.05.2010

კლაუდიო მონტევერდი - დომენიკო ფეტი.

კლაუდიო მონტევერდი დაიბადა 1567 წელს კრემონაში. პატარობაში მას მუსიკას მარკ’ანტონიო ინგეგნერი ასწავლიდა კრემონას კათედრალში.


კლაუდიო მონტევერდი 1640 წელს. ბერნარდო სტროცი.


ჟან ბატისტ ლული.

ჟან-ბატისტ დე ლული (ჯოვანი ბატისტა დი ლული) (დ. 28 ნოემბერი, 1632 — გ. 22 მარტი, 1687) ბაროკოს ეპოქის იტალიაში დაბადებული ფრანგი კომპოზიტორი.

ლულის განათლება არ ჰქონდა მიღებული , მაგრამ პატარობიდან დაჯილდოებული იყო მუსიკალური ნიჭით: ვიოლინოზე დაკვრით, გიტარაზე დაკვრით და ცეკვით. მისი ნიჭი შენიშნა ჰენრი მეორემ და წაიყვანა საფრანგეთში.


... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 3471 | Added by: NaTia | Date: 22.05.2010

მესაფლავის სიკვდილი", კარლოს შვაბი, სიმბოლისტური მოტივების ვიზუალური გამოხატულებაა. სიკვდილისა და ანგელოზთა პერსონიფიკაცია, ქათქათა თოვლი და სახეთა დრამატული პოზები — ყოველივე ეს გამოხატავს სიმბოლისტურ მისწრაფებას ტრანსფიგურაციისკენ „სადმე, ამ სამყაროს იქით".


სიმბოლიზმი (ფრანგ. symbolisme), მიმდინარეობა დასავლეთ ევროპის ლიტერატურასა და ხელოვნებაში XIX საუკუნის დასასრულს და XX საუკუნის დასაწყისში (საფრანგეთში — შარლ ბოდლერი, არტურ რემბო, პოლ ვერლენი, სტეფან მალარმე და სხვა.

ბელგიაში — ემილ ვერჰარნი, მორის მეტერლინკი. გერმანიაში — გერჰარტ ჰაუპტმანი, შტეფან გეორგე; ინგლისში — ოსკარ უაილდი, ელჯერნონ ჩარლზ სუინბერნი; ავსტრიაში — რაინერ მარია რილკე; რუსეთში — ალექსანდრე ბლოკი, კონსტანტინე ბალმონტი, ვალერი ბრიუსოვი).

სიმბოლიზმი ერთგვარი რეაქცია იყო პარნასელთა პოეზიაზე. მისთვის დამახასიათებელია კონკრეტული სახის შეცვლა სიმბოლოთი, ირეალური სინამდვილის ძიება, კამერულობა, მაქსიმალური ზრუნვა სიტყვაზე, მუსიკალობის შექმნაზე.

სიმბოლიზმი იყო სინამდვილისადმი ოპოზიციის გამოხატვა. მისმა საუკეთესო წარმომადგენლებმა დიდი ამაგი დასდეს ლირიკული აზროვნების განვითარებას.

საქართველოში სიმბოლიზმი ლიტერატურაში ჩამოყალიბდა XX საუკუნის 10-იან წლებში. 1915 წელ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 2582 | Added by: NaTia | Date: 22.05.2010

რომანტიზმი.


ფრიდრიხი. მოგზაური ღრუბელთა ზღვაზე.


რომანტიზმი, მიმდინარეობა ხელოვნებასა და ლიტერატურაში, აღმოცენდა XVIII საუკუნეში დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში, XIX საუკუნეში კი საფრანგეთში, იტალიასა და ესპანეთში გავრცელდა.

რომანტიზმზე გავლენა იქონია შოპენჰაუერის ფილოსოფიამ, რომლის მიხედვით ადამიანს გააჩნია უსაზღვრო სურვილი, ნება, მაგრამ ეს ნება გაცნობიერებული ხდება მხოლოდ უმაღლეს ადამიანში, გენიაში.

ერთადერთი ძალა, რომელიც ადამიანს შეიძლება დაეხმაროს ამ შემთხვევაში არის ხელოვნება. რომანტიზმი კლასიციზმის საპირისპირო მიმდინარეობაა, რომელიც მთავარ ადგილს უთმობს წარმოსახვასა და გრძნობიერებას.

რომანტიზმი არასოდეს ყოფილა სისტემაში მოყვანილი დოქტრინა.

ეს იყო ერთიანობა იმ პრინციპებისა თუ აზრებისა, რომელიც იმ ეპოქის შემოქმედთა უმრავლესობას ახასიათებდა. ამიტომ, მიუხედავად საერთო ნიშნებისა, როგორიცაა ირაციონალურის უპირატესობა, ბუნების კულტი, ინდივიდის ემანსიპაცია, რომანტიკოს შემოქმედთა შორის ბევრი განსხვავებაცაა. რომანტიზმმა შეცვალა ადამიანისა და სამყაროს ხედვა.

ყოველი ადამიანი წარმოადგენს განსაკუთრებულ ა ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1794 | Added by: NaTia | Date: 22.05.2010

კლასიციზმი.


ვარშავის დიდი თეატრი.

კლასიციზმი (ლათ. classicus – სამაგალითო) მე-17 საუკუნის ევროპაში წარმოშობილი ხელოვნებისა და ლიტერატურის მიმდინარეობა.

კლასიციზმის ესთეტიკა.


კლასიციზმი აბსოლუტური მონარქიის იდეოლოგიის ფონზე წარმოიშვა. მისი მნიშვნელოვანი მახასიათებელია ანტიკურ ხელოვნების ნიმუშთა იდეალურ-ესთეტიკურ ეტალონებად, ნორმებად გამოცხადება.

ამ მიმდინარეობას საფუძვლად უდევს რაციონალიზმი. კლასიციზმის ესთეტიკაში შემდეგი პრინციპები გაირჩევა:
გონება უპირისპირდება გრძნობას და მთავარ ადგილს იკავებს.


არსებობს აბსოლუტური იდეალი, რომელთან მიახლოვებაც არის ხელოვნების მიზანი.
ბუნების მხატვრული გარდაქმნა ამავე დროს მისი წვდომაცაა.

ამდენად, ხელოვნებას ეკისრება სამყაროს იდეალური კანონზომიერებების გამოაშკარავების ფუნქცია. კლასიციზმის ესთეტიკა მხოლოდ მარადიულს აფასებს.


კლასიციზმი ეძებს არა რეალობას ან გამოგონილს, არამედ დამაჯერებლობას, შესაძლებელს, მისაღებს. გამორიცხულია ყველაფერი ექსტრავაგანტული და არაბუნებრივი. და ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 5340 | Added by: NaTia | Date: 22.05.2010

ჯექსონ პოლოკის No. 5, 1948 (2006 წელს $140 მილიონად გაიყიდა).


აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი (ინგლ. abstract expressionism) — ხელოვანთა მიმდინარეობა (სკოლა), რომლის წევრები სწრაფად და დიდი ზომის ტილოებზე ხატავდნენ არაგეომეტრიული შტრიხების, დიდი ფუნჯების, ზოგჯერ ტილოზე დაწვეთების მეშვეობით, ემოციების სრული გამოვლენისთვის. ღებვის (ხატვის) ექსპრესიულ მეთოდს ამ შემთხვევაში ისეთივე მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც თვით ნახატს.

მიმდინარეობის საწყისი ფორმა — აბსტრაქტული სიურრეალიზმი (abstract surrealism) გაჩნდა 1940-იან წლებში, ანდრე ბრეტონის გავლენით, მისი მთავარი მიმდევრები იყვნენ ჰანს ჰოფმანი, არშილ გორკი, ადოლფ გოტლიბი და სხვ.

მიმდინარეობამ კულმინაციას 1950-იან წლებში მიაღწია. ამ პერიოდის მისი ყველაზე გამოჩენილი მიმდევრები იყვნენ ჯექსონ პოლოკი და მარკ როტკო.


კაზიმირ მალევიჩი, "სუპრემატიზმი".


ავანგარდიზმი XIX საუკუნიდან ნიშნავს ახალ, ექსპერიმენტალურ წამოწყებებს, განსაკუთრებით ხელოვნებასა და კულტურაში. იგი შთაგონებულია საფრანგეთის რევოლუციის იდეებით. ავანგარდი არის აკადემიზმის საწინააღმდეგო მიმართულება.

... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1896 | Added by: NaTia | Date: 22.05.2010

   

პეიზაჟი (ფრან. paysage) – არის სახვითი ხელოვნების ჟანრი, რომელშიც ბუნების სურათია ასახული. იგი ფრანგული სიტყვაა, სიტყვა–სიტყვით ნიშნავს ბუნების ხედს, ადგილმდებარეობის გამოსახულებას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, პეიზაჟი არის ბუნების სახეების პლასტიკური გამოსახვა.

თავდაპირველად პეიზაჟი წარმოადგენდა მხოლოდ ფონს ფიგურულ სურათებში, იგი არ ყოფილა ნაწარმოების მთავარი თემა. დამოუკიდებელი პეიზაჟების ხატვა აღორძინების ხანის დიდმა მხატვრებმა დაიწყეს – გერმანელმა ალბრეხტ დიურერმა (1471–1528), გენიალურმა იტალიელმა ლეონარდო და ვინჩიმ (1452–1519) და სხვებმა.

პეიზაჟური მხატვრობა განსაკუთრებით გაიფურჩქნა ნიდერლანდურ ხელოვნებაში XVII საუკუნეში. ამ საქმის ოსტატები იყვნენ იაკობ რეისდალი (1628–1682), რომელიც გატაცებული იყო ქარიშხლისაგან წაქცეული ხეების, ტყეებისა და ციხეთა ნანგრევების ხატვით, აგრეთვე მეინდენტ გობემა (1638–1709), რომელიც ხატავდა ნათელ, მზის შუქით სავსე პეიზაჟებს.

... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1316 | Added by: NaTia | Date: 22.05.2010

კარლ ბრიულოვი, პომპეის უკანასკნელი დღე.


ისტორიული ფერწერა მხატვრული მიმდინარეობა, სტილი, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა ფრანგმა მხატვარმა, არქიტექტორმა და თეორეტიკოსმა ანდრე ფელიბიენმა 1667 წელს.

ისტორიული ფერწერა ასახავს კლასიკურ ისტორიულ, რელიგიურ და მითოლოგიურ სცენებს. უმეტესწილად ამ კატეგორიის ნახატები იქმნებოდა ისტორიის ამა თუ იმ ფაქტის ვიზუალურად შენარჩუნებისთვის.

ისტორიულ ფერწერაში შედის აგრეთვე ღმერთების და ქალღმერთების ამსახველი ნახატები, რომლებზეც ღმერთები ადამიანის სახეს ატარებენ. საფრანგეთის რევოლუციის პერიოდში იქმნებოდა ისტორიული ნახატები, სადაც შიშვლად იყვნენ გამოხატულნი სხვა და სხვა გმირები.

ამ დროს სხვა მხატვრები კლასიკურ სამოსში გამოწყობილებს ხატავდნენ ისტორიულ გმირებს. მაგალითად ბენჟამინ ვესტმა 1770 წელს დახატა ”მთავარი მგლის სიკვდილი”. ეს ნახატი ჯორჯ III-ემ შეუკვეთა მხატვარს, მაგრამ როდესაც ნამუშევარი ნახა დაიწუნა და უარი თქვა ფულის გადახდაზე, სწორედ ნახატზე ასახული კლასიკური სამოსის გამო.

Category: ენციკლოპედია | Views: 1327 | Added by: NaTia | Date: 22.05.2010

ი. ნიკოლაძე. ჩახრუხაძის პორტრეტი. მარმარილო. 1948. საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი.

იაკობ ივანეს ძე ნიკოლაძე (დ. 16 მაისი/28 მაისი, 1876, ქუთაისი ― გ. 10 მარტი, 1951, თბილისი), ქართველი მოქანდაკე, ქართული რეალისტური ქანდაკების ფუძემდებელი. საქართველოს სსრ სახალხო მხატვარი (1946), ყოფილი სსრკ-ის სამხატვრო აკადემიის ნამდვილი წევრი (1947), თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი პირველი პროფესორი (1922). სკკპ-ის წევრი 1939 წლიდან.

ბიოგრაფია.


სწავლობდა მოსკოვში, სტროგანოვის ცენტრალური სამხატვრო-სამრეწველო სასწავლებელში (1892-1894), ოდესის სამხატვრო სკოლაში (1894-1895 და 1897-1898), პარიზის ხელოვნების უმაღლეს სკოლაში (1899-1901). ნიკოლაძის პირველ მნიშვნელოვან ნაწარმოებში, რომელიც 1895 წელს შეიქმნა ("იმერელი გლეხი", თიხა, დაკარგულია), უკვე ჩანდა მოქანდაკის სწრაფვა ადამიანის შინაგანი სამყაროს გადმოცემისაკენ.

1897 ნიკოლაძემ შექმნა ალექსი-მესხიშვილისა და შოთა რუსთაველის პორტრეტები. 1901 ნიკოლაძე მცირე ხნით პარიზიდან საქართველოში ჩამოვიდა; 1902 წელს იგი ამიერკავკასიის ხელოვნების წამახალისებელი საზოგადოების სამხატვრო სკოლაში მიიწვიეს მასწავლებლად. 1902-1903 ნიკოლაძემ ამიერკავკასიის სასოფლო-სამეურნეო გამოფენის ცენტრალური პავილიონისათვის შექმნა დეკორატიული ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1235 | Added by: NaTia | Date: 22.05.2010

მერაბ ისიდორეს ძე ბერძენიშვილი (დ. 10 ივნისი, 1929, თბილისი), ქართველი მოქანდაკე, ფერმწერი და გრაფიკოსი. საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1965), რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1975).


სააკაძის ძეგლი თბილისში, სააკაძის მოედანზე (მ. ბერძენიშვილი).

1956 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (ხელმძღვანელი პროფ. ნ. კანდელაკი). ძირითადად მუშაობს მონუმენტური ქანდაკების დარგში. ბერძენიშვილის ნამუშევრებს ახასიათებს ფორმების დინამიზმი, გამომსახველი პლასტიკურობა, შინაგანი დრამატიზმი.

ძირითადი ნამუშევრები: "რუსთაველი" (თაბაშირი, 1956, სადიპლომო ნაშრომი, საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკა), "რუსთაველი" (ბრინჯაო, 1966, მოსკოვი), ვახტანგ გორგასლის ძეგლის პროექტი (1958, II პრემია); მონუმენტები: დავით გურამიშვილი (თუჯი, 1965, თბილისი), გიორგი სააკაძე (ბრინჯაო, 1971, კასპი), მედეა (ბრინჯაო, 1968, ბიჭვინთის საკურორტო კომპლექსი), "მუზა" (ბრინჯაო, 1971, თბილისი), "კიდევაც დაიზრდებიან..." (ბრინჯაო, 1975, მარნეული, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1976), ლაოსის მეფის მონუმენტი (ბრინჯაო, 1975, ვიენტიანი, ლუანგ-პრაბანგი).

პორტრეტები: ქართველი ქალი (ხე, 1958, რამდენიმე პრემია: 1960 მსოფლიო ახალგაზრდობის ფესტივალის ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 2327 | Added by: NaTia | Date: 22.05.2010

სკულპტურა - წამოწოლილი ფიგურა (1951), ფიცუილიამის მუზეუმი, კემბრიჯი – დამახასიათებელი ფორმა მურის ნამუშევრებისთვის, ქალის აბსტრაქტული ფიგურით. ამ სკულპტურის რამდენიმე ბრინჯაოს ვერსია არსებობს; სურათზე თაბაშირის ეგზემპლიარია.


ჰენრი სპენსერ მური (Henry Spencer Moore OM CH) (*30 ივლისი, 1898, კასლფორდი, იორკშირი ― † 31 აგვისტო, 1986,) -- ბრიტანელი ხელოვანი, სკულპტორი.

საველე ინჟინრის ვაჟი, დაბადებული იორკშირის ქალაქ კასლფორდში, მური ცნობილი გახდა მისი დიდი ზომის აბსტრაქტული ჭედური ბრინჯაოსა და ნათალი მარმარილოს სკულპტურებით. ბრიტანეთის ხელოვანთა წრეების მხარდაჭერით მურის დამსახურებაა ბრიტანეთში მოდერნიზმის თვითმყოფადი ფორმის დამკვიდრება.

ვრცელი, მასშტაბური დაკვეთების შესრულებით ცხოვრების ბოლოსკენ მური განსაკუთრებით შეძლებული გახდა. თუმცა თავად მოკრძალებით ცხოვრობდა და მთელი ქონება ჰენრი მურის ფონდს გადასცა, რომლის დანიშნულება ხელოვანთა განათლება და ამ სფეროს განვითარებაა.

Category: ენციკლოპედია | Views: 1911 | Added by: NaTia | Date: 22.05.2010

"კლაუდ გეიტი", ჩიკაგო, მილენიუმის პარკი.

ანიშ კაპური (Anish Kapoor; დ. 1954 — ტერნერის პრემიის ლაურეატი ბრიტანელი მოქანდაკე, ჯგუფის "ახალი ბრიტანული სკულპტურა" წევრი.

ბიოგრაფია.


დაიბადა ბომბეიში, ინდოეთი. 1970 წელს ისრაელში გადასახლდა და გან შმუელის კიბუცში ცხოვრობდა. 1972 წელს ინგლისში გადავიდა, სადაც დღემდე ცხოვრობს. კაპური ხელოვნებას სწავლობდა ჯერ ჰორნსის ხელოვნების კოლეჯში, შემდეგ კი ჩელსის ხელვონების დიზაინის სკოლაში.

1980-იანი წლების დასაწყიში კაპური იმ ახალგაზრდა ბრიტანელი სკულტპორებს შორის იყო, რომლებიც სრულიად ახალ სტილში იწყებენ მუშაობას და მათი ნამუშევრებით საერთაშორისო აღიარებას იმსახურებენ. კაპური ლონდონში მუშაობს, თუმცა ხშირად მოგზაურობს ინდოეთში და აღიარებს, რომ მის ხელოვნებაში შერწყმულია დასავლური და აღმოსავლური გავლენა.

Category: ენციკლოპედია | Views: 1050 | Added by: NaTia | Date: 22.05.2010

ჰუდონი, უდონი ჟან ანტუან (* 20 მარტი, 1741, ვერსალი ― †15 ივლისი, 1828, პარიზი), ფრანგი მოქანდაკე. ევროპის პორტრეტული ხელოვნების ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი.

1764-1768 იყო საფრანგეთის აკადემიის პენსიონერი რომში, სადაც გაიტაცა ანტიკურმა ხელოვნებამ და ანატომიამ. სახელი გაუთქვა ქანდაკებამ "დიანა" (1776, თაბაშირი, გოთის სასახლის მუზეუმი, გერმანია), რომელშიც მოდელის არისტოკრატიული დახვეწილობა ერწყმის მკაცრ კლასიცისტურ ფორმებს.

შემდომში შექმნა პორტრეტების სერია ჟ. ჟ. რუსო (1878, თაბაშირი, სამხატვრო მუზეუმი, შვერინი), ბ. ფრანკლინი (1776), ო. გ. მირაბო (1791, ორივე ტერაკოტა, ლუვრი, პარიზი). ვოლტერის ბიუსტი (1776) და ქანდაკება (1781, მარმარილო, ერმიტაჟი, სანქტ-პეტერბურგი). ჰუდონის პორტრეტებისათვის ნიშანდობლივია ფსიქოლოგიური დახასიათების მრავალმხრივობა და სიმახვილე, ფორმის ცოცხალი ძერწვა, სილუეტის სიცხადე, ექსპრესიულობა. მეტი ლაკონურობითა და ბუნებრივობით ხასიათდება ბავშვებისა და ქალების სახეები ("მეუღლის პორტრეტი", 1787, თაბაშირი, ლუვრი, პარიზი და სხვ.).

1805-1823 წლებში ჰუდონი ასწავლიდა პარიზის ნატიფი ხელოვნების სკოლაში.


... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1729 | Added by: NaTia | Date: 22.05.2010

ვილა მედიჩეა დი კასტელოს ბაღების გეგმა.


ნიკოლო ტრიბოლო (Niccolò di Raffaello di Niccolò dei Pericoli, მოკლედ "Il Tribolo"; დ. 1500 – გ. 7 სექტემბერი, 1550), იტალიელი მანიერისტი ხელოვანი კოზიმო I მედიჩის სამსახურში მის მშობლიურ ფლორენციაში.

ტრიბოლომ თავდაპირველად შეგირდობა ხის მთლელთან დაიწყო, თუმცა მალევე, ჯერ კიდევ მოზარდობის ასაკში, ანდრეა სანსოვინომ საკუთარ თანაშემწედ აიყვანა. ჯიორჯიო ვაზარი საკუთარ "ვიტე"-ში აღნიშნავს ტრიბოლოს მიერ შექმნილ უამრავ ადრეულ ფიგურასა და შადრევანს, რომლებიც დღემდე არ შემორჩენილა.

ისევე, როგორც მისი მემკვიდრე კარის ხელოვანი ბერნარდო ბუონტალენტი, ტრიბოლოს შემოქმედება გაცილებით უფრო დიად ხელოვანთა ჩრდილში მოექცა. მაგალითისთვის, XVII და XVIII საუკუნეებში ხელოვნების თაყვანისმცემლები ტრიბოლოს ზოგიერთ ნახაზსა და გეგმას სკულპტურული ანსამბლებისა და კედლის შადრევნებისთვის მიქელანჯელოს მიაკუთვნებდნენ, რაც ტრიბოლოს უსაზღვო ნიჭიერებასა და მის სტილზე მიქელანჯელოს გავლენაზე მიანიშნებდა.

Category: ენციკლოპედია | Views: 1119 | Added by: NaTia | Date: 22.05.2010

არნოლფო დი კამბიო

არნოლფო დი კამბიო (იტალ. Arnolfo di Cambio; დ. 1245 — გ. 1310) — იტალიელი მოქანდაკე და არქიტექტორი, პროტორენესანსის წარმომადგენელი. მისი შექმნილი კარდინალი დე ბრეის სამარხი აკლდამა (1228), სან-დომენიკოს ეკლესია ორვიეტოში (1282), სანტა კროჩეს ბაზილიკა (მშენებლობა დაიწყო მე-13 ს-ში). მისი ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია შესრულებული მამა-შვილ პიზანოებთან — ფონტე მაჯორეს შადრევანი პერუჯის მოედანზე (1278), რომელსაც მრავალი ქანდაკება და რელიეფური გამოსახულება ამშვენებს. შადრევნისთვის შესრულებული ფიგურები ფრაგმენტების სახითაა შემორჩენილი.


იაკოპო დელა კვერჩა

იაკოპო დელა კვერჩა (Jacopo della Quercia) (დ. დაახლოებით 1374, სიენა ― გ. 20 ოქტომბერი, 1438, იქვე), იტალიელი მოქანდაკე, ადრინდელი აღორძინების წარმომადგენელი. 1401 წელს მონაწილეობდა ფლორენციის ბაპტისტერიუმის კარის რელიეფებისათვის გამართულ კონკურსში. მუშაობდა სიენასა და ბოლონიაში, აგრეთვე ლუკასა (1406) და ფერარაში (1408). ეყრდნობოდა ნიკოლო პიზანოს და ჯოვანი პიზანოს ტრადიციებს.

განიცადა XIV-XV საუკუნეების მიჯნის ჩრდილოეთი იტალიის პლასტიკის გავლენა. ძირითადი ნამუშევრები: "მადონა" (1408, ტაძრის მუზეუმი, ფერარა), ფონტე გაიას რელიეფები და სტატუეტები (1408-1419, პალაცო პუბლიკო, სიენა), ტრენტის საკურთხეველი სან-ფრედიანოს ეკლესიაში (1416-1422, ლუკა) - ყველა მარმარილო; რელიეფი "ზაქარია ტაძარში" (მოოქროვილი ბრინჯაო) და წინასწარმეტყველტა ფიგურები სიე ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 2079 | Added by: NaTia | Date: 22.05.2010

დონატელო.

დონატო დი ნიკოლო დი ბეტო ბარდი (1386 - 13 დეკემბერი, 1466), ცნობილი როგორც დონატელო - აღორძინების ხანის მოქანდაკე. ქანდაკებების შექმნაში ინდივიდუალიზმის ფუძემდებელი.

შემოქმედება.


დონატელოს შემოქმედება კვატროჩენტოს ერთ–ერთი მწვერვალია. მის შემოქმედებაში ერთმანეთს ერწყმის რეალობის, მისი მრავალფეროვანი და კონკრეტული გამოვლინებისადმი ინტერესი, ამაღლებული განზოგადება. დონატელომ მხატვრულად ერთ–ერთმა პირველმა გაიაზრა ანტიკური ხელოვნების არსი და შექმნა ანტიკური ქანდაკების კლასიკური ფორმები და მხატვრული სახეები (თავისუფლად მდგომი სტატუა, მხედრის მონუმენტი).

დონატელოს ჩვენთვის ცნობილ პირველ ნამუშევრებს ჯერ კიდევ ახასიათებს გოთიკური შებოჭილობა, დაუნაწევრებელი ფორმები და დაწვრილმანებული ხაზების რიტმი (წინასწარმეტყველთა ფიგურები), მაგრამ ორსანმიკელეს ეკლესიისათვის შესრულებული წმ. მარკოზის ფიგურა აღორძინების ეპოქის ქანდაკების ნიმუშია. იგი გამოირჩევა პლასტიკურობით, კომპოზიციის ნათელი ტექტონიკით, მშვიდი სიდიადითა და სიძლიერით. ამავე ეკლესიისათვის შესრულებულ წმ. გიორგის ქანდაკებაში ხორცშესხმულია აღორძინების იდეალის –გმირი მეომრის სახე. 1416–1435 წლებში ფლორენციის კამპანელასთვის შეგირდების დახმარებით შექმნილი წინასწარმეტყველთა ქანდაკებები მკაცრი რეალობით შესრულებულ ინდივიდუალურ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1589 | Added by: NaTia | Date: 22.05.2010

მაქს ერნსტი (Max Ernst; დ. 2 აპრილი, 1891 — გ. 1 აპრილი, 1976) – გერმანელი დადაისტი, მხატვარი, მოქანდაკე.

ბიოგრაფია.


მაქს ერნსტი დაიბადა 2 აპრილს, 1891 წელს გერმანიაში. 1910 წელს ის ჩაეწერა ბონის უნივერსიტეტში ფილოსოფიის, ლიტერატურის, ხელოვნების ისტორიის, ფსიქოლოგიის და ფსიქიატრიის შესასწავლად. მან დაასრულა სწავლა ზუსტად მაშინ, როდესაც პირველი მსოფლიო ომი დაიწყო.

1918 წელს ის დაქორწინდა ისტორიკოსზე ლუიზა შტრაუსზე. ლუიზა გარდაიცვალა 1945 წელს. 1919 წელს ერნსტმა მოინახულა პოლ კლი და შექმნა თავისი პირველი ნახატები. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში ის მსახურობდა გერმანულ არმიაში და ომის შემდეგ, ახალი იდეებით დატვირთულმა ერნსტმა, ჯინ არპმა და სოციალურმა აქტივისტმა ალფრედ გრიუნვალდმა, ჩამოაყალიბეს დადაიზმის გერმანული ჯგუფი. მაგრამ ორი წლის შემდეგ, 1922 წელს იგი დაუბრუნდა არტისტიკურ კავშირს მონტპარნასში, პარიზში.

მუდამ ექსპერიმენტებში მყოფმა, 1925 წელს მან შექმნა ხელოვნების გრაფიკული ტექნიკა, რომელსაც დაარქვა ფრონტაჟი. შემდეგ წელს ის თანამშრომლობდა ჟოან მიროსთან პროექტებში სერგეი დიაგილევისათვის.

1927 წელს იგი დაქორწინდა მერი-ბერტ ორენჩზე.

მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ერნსტი იყო დაკავებული, როგორც უცხოელი მტერი საფრანგეთში, მაგრამ ამერიკელი ჟურნალისტი ვარიან ფრაის მეშვეობით, მან შეძლო დაეტოვებინა ქვეყანა პეგი გაგენჰეიმთან ერთად. ერნსტი და გაგენჰეიმი შეერთებულ შტატებში 1941 წელს ჩავიდნენ და მომავალ წელს იქორწინეს. სხვა მხატვრები ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1487 | Added by: NaTia | Date: 22.05.2010

სახვითი ხელოვნება მოიცავს ფერწერას, სკულპტურას, ფოტოგრაფიას და ხელოვნების სხვა ისეთ სახეებს, რომელთა პირველადი ბუნება ვიზუალური ხასიათის ნამუშევართა შექმნაა. თუმცა ეს განსაზღვრება მკაცრი არ არის და მრავალი ხელოვნების შემსწავლელი დისციპლინა ასევე მოიცავს სახვით ხელოვნებას სხვა ტიპის ხელოვნებებთან მიმართებაში...

 


"ადამსის ეკლესია", ტაოსი, პუებლო (1942).


ანსელ ესტონ ადამსი (Ansel Easton Adams; დ. 20 თებერვალი, 1902 – გ. 22 აპრილი, 1984) — ამერიკელი ფოტოგრაფი, ყველაზე უკეთ ცნობილი მისი ამერიკის დასავლეთის შავ-თეთრი ფოტოსურათებით.

ადამსს ასევე დაწერილი აქვს მრავალი წიგნი ფოტოგრაფიაზე, მათ შორის ტექნიკურ სახელმძღვანელოთა ტრილოგია (The Camera, The Negative and The Print); თანადამფუძნებელი იყო ჯგუფის Group f/64 ედვარდ ვესტონთან, უილიარდ ვან დაიკთა და იმოგენ კანინგემთან ერთად; ასევე შექმნა, ფრედ არჩერთან ერთად, ზონის სისტემა, ტექნიკა, რომელიც ფოტოგრაფებს სინათლის გარდაქმნის საშუალებას აძლევს ისე, რომ შესაძლებელი გახდეს ნეგატივებზე და ქაღალდზე სპეციფიური ინტენსივობის დანახვა, რაც მათ დასრულებულ ფოტოსურათზე უფრო მეტ კონტროლს ანიჭებს.

... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1108 | Added by: NaTia | Date: 22.05.2010


ისლამური საქართველო.


ექვთიმე თაყაიშვილი

სამუსულმანო საქართველო შეადგენს თითქმის მთელი ბასეინი ჭოროხის მდინარისა, პატარა პროინციის გამოკლებით აჭარისტანისა ქალაქ ბატუმითურთ, ზემო წელი მდინარე მტკვრისა, ყოფილი არდაგანის "ოკრუგი" ყრსის ოლქისა, და ფოცხოვის "უჩასტოკი" მტკვირს შემდინარის ფოცხოვის წყლის ბასეინში, რომელიც წინეთ არდაგანისავე "ოკრუგ"-ში შედიოდა. უკანასკნელ მსოფლიო ომამდის ოსმალეთის ხელთ იყო მხოლოდ ზემო და შუა წელი ჭოროხის მდინარისა თორთუმის ხეობითურთ, სამხრეთ-აღმოსავლეთის ნაწილი ბასეინისა, სახელდობრ, ჭოროხის მარჯვენა შემდინარის ოლთისის წყლის ბასეინი და ქვემო წელი ჭოროხისა ეკუთვნოდა რუსეთს, უკანასკნელი ადმინისტრატიულად წარმოადგენდა ბათუმის ოლქს, ხოლო პირველი, ოლთისის წყლის ბასეინ, ოლთისის "ოკრუგს" ყარსის ოლქისა. ძველად მთელი ჭოროხის ბასეინი შეადგენდა სამ დიდ პროვინციას - კლარჯეთს, ტაოს და ისპირს.

საზღვრები ამ პროვინციებისა ზოგჯერ იცვლებოდა. მაგრამ საზოგადოდ კლარჯეთი შეადგენდა, ფართო მნიშვნელობით, ამ სახელისა, ქვემო წელს ჭოროხის ბასეინისა და დაახლოებით უდრიდა ყოფილ ბათუმის ოლქს სოფელ მელომმდის. კლარჯეთში შედიოდა თვით კლარჯეთი, ვიწრო მნიშვნელობით ამ სახელისა, შავშეთი, იმერხევი, ნიგალისხევი და, უნდა ვიფიქროთ, აჭარაც. ნიგილისხევი განცალკევებული ხევი კი არ იყო, არამედ ეს სახელი ეწოდებოდა თვით ჭოროხის ბასეინის ნაწილს, თვით ჭოროხის ხეობას, რომელიც დაახლოებით უდრიდა ართვინის "ოკრუგის" ტერიტორიას და შეიცავდა ორივე ნაპირს ჭოროხის მდინარისა: ა ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1252 | Added by: NaTia | Date: 22.05.2010

პომპეუსის ლაშქრობა საქართველოში.


პომპეუსის ლაშქრობა საქართველოში, ძვ. წ. 65 წელს, იმ ომების ეპიზოდი, რომელოიც წამოიწყო ძვ. რომის სახელმწიფომ აზიაში გაბატონებისათვის. პომპეუსის ლაშქრობის შედეგად საქართველოში რომაელების გავლენა დამყარდა.

აღმოსავლეთ ჰეგემონობისათვის ძირითადად რომი და პონტოს სამეფო იბრძოდა. პონტოს მეფე მითრიდატე VI ევპატორს დაუკავშირდა სომხეთის მეფე ტიგრან II. პონტო-სომხეთის მოკავშირენი იყვნენ იბერია (ქართლი) და ალბანეთი (თანამედროვე აზერბაიჯანი).

ძვ. წ. 74-ძვ. წ. 66 პონტოს წინააღმდეგ ომს მეთაურობდა რომაელი სარდალი ლუკულუსი. ძვ. წ. 66 წელს მის მაგივრად სენატმა მთავარსარდლად დანიშნა გნეუს პომპეუს მაგნუსი.

იმავე წელს მან აიღო სომხეთის დედაქალაქი არტაშატი, ტიგრან II რომის ვასალი გახდა, მითრიდატე VI კი ჯერ კოლხეთში, შემდეგ თავის ბოსფორის სამფლობელოში გაიქცა. პომპეუსი ალბანეთისა და ქართლის დაპყრობის სამზადისს შეუდგა.

ქართლის მეფე არტაგმა რომაელთა სარდალს ელჩების პირით მეგობრობა შესთავაზა, პომპეუსმა ზავის დადება აღუთქვა, მაგრამ იმ საბაბით, რომ ქართველები თავდასხმისათვის ემზადებოდნენ, მოლაპარაკების დამთავრებამდე, ძვ. წ. 65 წლის გაზაფხულზე, თავისი ლაშქარი მოულოდნელად ქართლში შემოიყვანა.

მტერი არმაზციხეს მიადგა. არტაგ II-მ არმაზციხე დატოვა, მტკვრის მარცხენა ნაპირზე გადავიდა და ხიდი დაწვა, რომ რომაელთა გადასვლისათვის ხელი შეეშალა. არმაზციხის გარნიზონი იძ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1181 | Added by: NaTia | Date: 22.05.2010


გერბი.

ეგრისის სამეფო, ლაზიკის სამეფო, ძველი ქართული სამეფო დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. წარმოიქმნა კოლხეთის სამეფოს დაშლის და მასში შემავალ ტომობრივ-ტერიტორიულ ერთეულთა მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შედეგად (დაახლოებით ახ. წ. I საუკუნე). ანტიკურ წყაროებში ეგრისის სამეფოს ლაზიკა ეწოდებოდა.

ეგრისის სამეფო (ლაზიკა).
დედაქალაქი ნოქალაქევი
რელიგია მართლმადიდებლობა
მართველობის ფორმა მონარქია.

ისტორია.


თავდაპირველად მცირე სამეფო იყო, ეკავა მდ. რიონის ორივე ნაპირი (დაახლოებით ქობულეთიდან მდ. ერისწყლამდე), რომის იმპერია მასზე ფორმალურ სიუზერენობას ინარჩუნებდა. II საუკუნის 30-იან წლებში ეგრისის მეფე მალასა რომის იმპერატორის მიერ იყო დანიშნული, ხოლო მის ზღვისპირა ციხე-ქალაქ ფასისში (ფასიდა) რომაული გარნიზონი იდგა.

III საუკუნის 50-იან წლებში ეგრისის სამეფოს შემოესივნენ გუთები, 90-იან წლებში კი სარმატები. IV საუკუნეში ეგრისის სამეფო გაძლიერდა და გააერთიანა მთელი დასავლეთ საქართველო. სამხრეთით მისმა ტერიტორიამ მიაღწია მდ. ჭოროხის ქვემო დინების რაიონს, ხოლო ჩრდილოეთით მას დამორჩილდა აფსილების, აბაზგების და სანიგების სამთავროები, აგრეთვე სვანები (მისიმიელები) და ლეჩხუმის (სკვიმნ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1213 | Added by: NaTia | Date: 22.05.2010

მურვან ყრუს შემოსევა საქართველოში 735-737 წლებში, არაბების ლაშქრობის სარდალ მარვან II იბნ მუჰამადის (ქართული წყაროებით მურვან ყრუ) მეთაურობით საქართველოს საბოლოო დამორჩილების მიზნით.

ქართველი ხალხის გმირული წინააღმდეგობის გამო არაბების მიერ საქართველოს დაპყრობა-დამორჩილების პროცესი თითქმის მთელი საუკუნე გაგრძელდა. ამ პროცესის დასასრულად და ქართლში არაბთა ბატონობის დამკვიდრების თარიღად მიიჩნევენ მურვან ყრუს შემოსევას.


მურვანს დიდძალი ლაშქარი ჰყავდა. მან მთელი კავკასიის დაპყრობა შეძლო. მურვანმა ჯერ ქართლი ააოხრა, დასავლეთ საქართველოში გადავიდნენ არაბთა ჯარი ანაკოფიის ციხეს მიადგა, სადაც ერისმთავარი არჩილი და მირი იყვნენ გამაგრებულნი.

ქართველებს ეხმარებოდა აფხაზეთის ერისთავი ლეონი. არაბებმა ციხე ვერ აიღეს და უკან დაბრუნდნენ. შეშინებული მოსახლეობა მოსახლეობა კი მთებში გაიხიზნა.


ქართლიდან მურვანი სამცხეში გადავიდა, ოძრხეს დაიბანაკა და შემდეგ ზეკარის გზით დასავლეთ საქართველოში შეიჭრა. არგვეთში მწვავე ბრძოლის შემდეგ მან ტყვედ იგდო არგვეთის მთავრები დავითი და კონსტანტინე, რომლებმაც არ მიიღეს მაჰმადიანობა. ამის გამო მურვანმა ისინი წამებით დახოცა.

შემდეგ მურვანის ლაშქარმა ეგრისის ქალაქები (განსაკუთრებით ციხეგოჯი) და სიმაგრეები დაანგრია, გადალახა „ზღუდე კლისურისა" (მაშინდელი საზღვარი ბიზანტ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1367 | Added by: NaTia | Date: 22.05.2010

დიოსკურია (ბერძნ. Dioskuriás), ანტიკური ქალაქი კოლხეთის შავი ზღვის სანაპიროზე (ახლანდელი ქ. სოხუმის ადგილზე). დააარსეს ბერძნებმა მოახალშენეებმა, მილეტელებმა, ძვ. წ. VI საუკუნეში. დიოსკურია მეზობელ ხალხებთან ვაჭრობდა მარილით, პირუტყვით, ცვილით, პურით, მონებით. ახ. წ. I საუკუნეში რომის ხელისუფლებას ემორჩილებოდა.

ამ დროს აშენდა ციხესიმაგრე, რომელშიც რომაელთა მუდმივი გარნიზონი იდგა, ქალაქს კი სებასტოპოლისი ეწოდა. დიოსკურიის აყვავების ხანა იყო ახ. წ. II-III საუკუნეები. IV საუკუნეში იწყება მისი დაქვეითება.

ციხესიმაგრე არსებობდა VI საუკუნამდე. ზღვის ნაპირის დაწევისა და ზღვის შემოჭრის შედეგად დიოსკურიის ნანგრევები ამჟამად სოხუმის ყურის ფსკერზეა.


Category: ენციკლოპედია | Views: 1127 | Added by: NaTia | Date: 22.05.2010


"დიდი თურქობა", ამ ტერმინით ცნობილია თურქ-სელჩუკთა განუწყვეტელი შემოსევები საქართველოში XI საუკუნის 80-იან წლებში.

მცირე აზიაში სელჩუკთა სახელმწიფოს შექმნის უარყოფითი შედეგი მოჰყვა საქართველოსა და ამიერკავკასიის ქვეყნებისათვის. საქართველოს მეზობლად დამკვიდრდნენ მომთაბარე-მეჯოგე ტომები, რომლებიც სისტემატურად ესხმოდნენ თავს საქართველოს სხვადასხვა მხარეს.

მეფე გიორგი II-მ (1072-1089) მთელი რიგი ღონისძიებები გაატარა ქვეყნის შინაგანი ძალების შემომტკიცებისა და საზღვრების გაფართოების მიზნით, მაგრამ ეს წარმატებანი ხანმოკლე აღმოჩნდა. თურქ-სელჩუკთა სულთნის მალიქ-შაჰის საგანგებო ლაშქარმა დაამარცხა ყველისციხეში მდგომი მეფე გიორგი.

ამას მალე უფრო დიდი ლაშქრობა მოჰყვა იასისა და ბუჟღობის მეთაურობით. სელჩუკები მთელ საქართველოს მოედვნენ. მემატიანის გადმოცემით, "ერთსა დღესა დაწუეს ქუთათისი და არტანუჯი და უდაბნონი კლარჯეთისანი". ეს იყო თურქ-სელჩუკთა პირველი დიდი შემოსევა, რომელიც 1080 წელს დაიწყო.

ამიერიდან სელჩუკები საქართველოში საძარცვავად ყოველი წლის გაზაფხულზე მოდიოდნენ და დაზამთრებამდე რჩებოდნენ.

ასეთ ვითარებაში ქართველი მწარმოებელი საზოგადოება ინტენსიურ მეურნეობას ვეღარ უძღვებოდა. ამის გარდა, საქართველოს ტერიტორიაზე მომთაბარეთა ჩამოსახლება ყოველწლიურად მატულობდა. ქვეყანა გადაშენების საფრთხე ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1331 | Added by: NaTia | Date: 22.05.2010

დავით III კურაპალატის მემკვიდრეობა, მიწა-წყალი, რომელიც ტაოს მეფის დავით III-ის ანდერძის თანახმად ბიზანტიის იმპერიას უნდა გადასცემოდა და რომლის გამოც შემდეგში ხანგრძლივი ომი ატყდა საქართველოსა და ბიზანტიას შორის.

დავით III-ის სამემკვიდრეო სამფლობელოს შეადგენდა იმიერტაო ჩრდილო ბასიანითურთ. 979 წელს აჯანყებული ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ გაწეული დახმარებისათვის ბიზანტიის ხელისუფლებამ დავით III-ს გადასცა „ზემონი ქუეყანანი საბერძნეთისანი, რაჲთა თავისა სიცოცხლესა ჰქონდინ" (გიორგი მთაწმიდელი).

XI საუკუნის სომეხი ისტორიკოსის სტეფანოს ტარონეცის (ასოღიკი) ცნობით, ეს ქვეყნები იყო: ციხე ხალტოარიჭი და მასთან მდებარე კლისურა დასავლეთ ევფრატის ხეობაში, ჩორმაირის თემი მდინარე ჭოროხის სათავეებთან, კარინი ანუ თეოდოსიოპოლი თავისი თემით, ციხე სევუკი მარდალიის კანტონში, მდინარე არაქსის სათავეებთან, ჰარქისა და აპაუნიქის პროვინციები აღმოსავლეთ ევფრიტის ხეობაში.

ფიქრობენ, რომ ამ ქვეყნების სამემკვიდრეოდ შენარჩუნების მიზნით დავით III დაუკავშირდა იმპერატორის ქინააღმდეგ აჯანყებულ ბარდა ფოკას, მაგრამ მისი დამარცხების შემდეგ (989) იძულებული გახდა ბასილი კეისრისათვის პატიება ეთხოვა და დაანხმებულიყო , რომ სიკვდილის შემდეგ მისი სამფლობელოები იმპერიას შეერთებოდა.

მკვლევართა შორის არაა თანხმობა, თუ რა ქვეყნები უნდა გადასცემოდა ბიზანტიას ამ დათმობის შედეგად. ერთნი ფიქრობდე ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1071 | Added by: NaTia | Date: 22.05.2010

ლეკიანობა.

„ლეკიანობა", დაღესტნელ ფეოდალთა მიერ მოწყობილი წვრილ-წვრილი თავდასხმები საქართველოს ბარის (ძირითადად კახეთი, ქართლი) მოსახლეობაზე. მიზნად ისახავდა ქონების, საქონლის, ჭირნახულისა და ტყვეების გატაცებას, მოგვიანებით-დასახლებული ტერიტორიების დაპყრობას და დამორჩილებული მოსახლეობის დახარკვას.

დაღესტნელთა შემოსევები XVI საუკუნიდან დაიწყო და თავდაპირველად ეპიზოდურ ხასიათს ატარებდა. აბას I-ის ლაშქრობათა შემდეგ დაღესტნელებმა აღმოსავლეთ კახეთის დაცარიელებულ მიწებზე იწყეს ჩასახლება.

აქ, ჭარის, ბელაქნისა და თალის რაიონებში, მათ შექმნეს ე. წ. „უბატონო თემები", რომლებიც თავისებურ პლაცდარმად იქცნენ შემდგომი თავდასხმებისათვის.

ქართლში მთელ ფეოდალთა შემოსევები XVIII საუკუნის 20-იან წლებში დაიწყო. უფრო გაძლიერდა „ოსმალობისა" და „ყიზილბაშობის" დროიდან. XVIII საუკუნის II ნახევრიდან წვრილ-წვრილი თავდასხმები ტერიტორიების დასაპყრობად გამიზნულმა ლაშქრობებმა შეცვალა.

ამ მიზნით 1754 წელს მოწყობილიხუნძახის მფლობელის ნურსალ-ბეგის ლაშქრობა მარცხით დამთავრდა (მჭადიჯვრის ბრძოლა), ასევე დამარცხნენ ლეკები 1755 წელს ყვარლის ბრძოლაში. 1785 წელს ომარ-ხანის ლაშქრობის დროს ქართველები დამარცხდნენ. საქართველოს რუსეთთან შეერთებისა და „საკორდონო ლინიის" დაარსების შედეგად ლეკიანობა შესუსტდა, ხოლო რუსეთის მიერ დაღესტნის შეერთების შემდეგ საბოლოოდ შეწყდა.
... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1375 | Added by: NaTia | Date: 22.05.2010

კოლონისტები საქართველოში, საქართველოში უცხოტომელთა ჩამოსახლება ხდებოდა გვიანდელ ფეოდალურ ეპოქაში(მგ., ოსთა ჩამოსახლება, სომხებისა და ბერძნების ჩამოსახლება ერეკლე II-ის დროს და სხვა). XIX საუკუნეში ამ მოვლენას თავისებური ხასიათი და მიზანდასახულობა მიეცა. რუსეთის მთავრობას სურდა საქართველოში კოლონისტთა სახით სოციალური დასაყრდენი გაეჩინა, ქვეყნის ბუნებრივი რესურსები აეთვისებინა.

1819 წლიდან მან დაიწყო საქართველოში გერმანელთა კოლონისტთა გადმოსახლება, რომელთაც შექმნეს სოფლები: მარიენფელდი (სართიჭალაში), ალექსანდერსდორფი (დიდუბეში), პეტერსდორფი (სართიჭალასთან), ელიზაბეტალი (ახლანდელი ასურეთი), ეკატერინენფელდი (ბოლნისთან) და სხვა.

მთავრობამ კოლონისტებს საუკეთესო მიწები მისცა და ფინანსური დახმარებაც გაუწია. კოლონისტთა საქმეებს წარმართავდა საგანგებო სამმართველო (გაუქმდა 1871).

მათთვის შეიმუშავეს წესდება, რომელიც კოლონისტებს გარკვეულ პრივილეგიებს ანიჭებდა. მაგრამ კოლონისტებმა ვერ გაამართლეს მთავრობის იმედი, ვერ აამაღლეს ადგილობრივი მოსახლეობის სამეურნეო-კულტურული დონე, თუმცა აქტიური მონაწილეობა მიიღეს ქვეყნების ურთიერთობათა განვითარებაში (განსაკუთრებით — ხელოსნობაში).

XIX საუკუნის 30-იან წლებში რუსეთის მთავრობამ ირანისა და თურქეთის ტერიტორიიდან გადმოსახლებული სომხები და ბერძნები ჩაასახლა თრიალეთში, სამცხესა და ჯავახეთში. გამოუყო მათ მიწები ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1124 | Added by: NaTia | Date: 22.05.2010

ელაზნაურის შეთანხმება 1804, ხელშეკრულება რუსეთის იმპერიასა და იმერეთის სამეფოს შორის, ხელი მოაწერეს 25 აპრილს სოფ. ელაზნაურში (ახლანდელი სოფ. ვახანის მიდამოებთან, ხარაგაულის რაიონში) რუსეთის მხრივ გენერალი პ. ციციანოვმა და იმერეთის მეფე სოლომონ II-მ.

ელაზნაურის შეთანხმება შედგება 17 მუხლისაგან. შეთანხმებით იმერეთის სამეფო რუსეთის ქვეშევრდომად გამოცხადდა, თუმცა სოლომონ II-ს მეფობა საშვილიშვილოდ რჩებოდა; მაგრამ თუ სოლომონს ვაჟი არ მიეცემოდა, მის მემკვიდრედ კონსტანტინე ბატონიშვილი (იმერეთის მეფის დავით II-ს ძე) უნდა გამოცხადებულიყო.

ტახტზე ახლად ასეულ იმერეთის მეფეს სათანადო სიგელით რუსეთის იმპერატორი ამტკიცებდა. იმერეთის მეფე უნდა დამორჩილებოდა საქართველოში რუსეთის „უპირველეს მმართველს". მეფის ხელში რჩებოდა საშინაო საქმეების გამგებლობა. მას რუსული კანონებით უნდა ემოქმედა.

რუსეთი კისრულობდა იმერეთის დაცვას. ამ მიზნით იქ თავისი ჯარი უნდა ჩაეყენებინა. იმერეთის მეფეს რუსეთის ჯარისათვის უნდა აეშენებინა სადგომები, მოემარაგებინა შეშით, სურსათით და ფერაჟით. იმერეთის მეფეს უნდა მიეღო წილი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსი სპეციალისტების მიერ აღმოჩენილი მადნიდან და რუსების მიერ აგებული ახალი ქალაქების შემოსავლიდან, ამასთან, მეფე ვალდებული იყო ახლად გახსნილი სამადნოები მუშახელით მოემარაგებინა.

იმერეთის მეფე ვალდებული იყო მოეწესრიგებინა გზა ვახანიდან ქ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1069 | Added by: NaTia | Date: 22.05.2010


მატიანე ქართლისა, XI საუკუნის ქართველი ანონიმური ავტორის თხზულება, რომელშიც გადმოცემულია VIII — IX საუკუნეების საქართველოს ისტორია. შესულია „ქართლის ცხოვრებაში". „მატიანე ქართლისა" პირობით უწოდა ივანე ჯავახიშვილმა. თხზულება დაწერილი უნდა იყოს 1072—1073.

შედგება 2 მთავარი ნაწილისაგან (საქართველოს ისტორია VIII საუკუნის დასასრულიდან X საუკუნის დასასრულამდე, ბაგრატ III-ის გამეფებამდე, და ერთიანი საქართველოს ისტორია გიორგი II-ის მეფობის პირველი წლების ჩათვლით, 1072 წლამდე).

პირველი ნაწილი ძალიან მოკლეა, მეორე — შედარებით ვრცელია. ავტორის კონცეფციის თანახმად, VIII საუკუნე საქართველო ერთიანი ქვეყანა იყო, მის სათავეში იდგა მეფე არჩილი , რომლის სიკვდილის შემდეგ მისმა მემკვიდრეებმა ვერ შეინარჩუნეს ერთიანობა და ქვეყანა დაიშალა...

ნაწარმოების მთავარი იდეაა ბრძოლა ქვეყნის გაერთიანებისათვის და გარეშე მტრის წინააღმდეგ. ავტორს გამოუყენებია ქართული და უცხოური წყაროები. იგი კარგად იცნობდა საქართველოს მეზობელი ქვეყნების ისტორიას, მათ ზრახვებს საქართველოს მიმართ და თანამედროვე მახლობელი აღმოსავლეთის საერთაშორისო ვითარებას.

ნაწარმოები გამსჭვალულია პატრიოტული სულისკვეთებით, დაწერილია სადა ენით, დახვეწილი სტილით. ცნობები ძირითადად სანდოა. ავტორი ცდილობს ისტორიული მოვლენები მათი მიზეზ-შედეგობრივი თანამიმდე ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1040 | Added by: NaTia | Date: 22.05.2010

ანასეული ქართლის ცხოვრება

ანასეული „ქართლის ცხოვრება", „ქართლის ცხოვრების" ნუსხა, გადაწერილი დაახლოებით 1479–1495 წლებში კახეთის მეფის ალექსანდრე I-ის მეუღლის დედოფალ ანას (თავად გარსევან ჩოლოყაშვილის ქალიშვილი) ბრძანებით, რის გამოც მას „ანასეული" ეწოდა.

გადამწერის ვინაობა უცნობია. ანასეული „ქართლის ცხოვრება" უძველესია დღემდე ცნობილ ქართლის ცხოვრების ნუსხათა შორის. აღმოაჩინა ი. ჯავახიშვილმა 1913 წელს სოფ. ლამისყანაში ჯამბაკურ-ორბელიანების საგვარეულო წიგნსაცავში. მასვე ეკუთვნის ამ ძეგლის პირველი აღწერილობა და ზოგადი ანალიზი.

ხელნაწერს დასაწყისში აკლია დაახლოებით 50 გვერდი, გადამწერის შეცდომები უნებლიე ხასიათისაა, ხელნაწერში ბევრია სწორი, პირველი დედნიდან მომდინარე ვარიანრები, რომლებიც სხვა ნუსხებში დამახინჯებულია.

ანასეული „ქართლის ცხოვრება" გადაწერილია მხედრულით, XIII საუკუნის I მეოთხედში შედგენილი დედნიდან.

მასში შედის ლეონტი მროველისა და ჯუანშერის თხზულებები, მატიანე ქართლისა, დავით აღმაშენებლის ისტორია და ლაშა გიორგის დროინდელი მატიანე უკანესკნელი თხზულება დაწერილია 1222–1223 წლებში.

ამრიგად ანასეული „ქართლის ცხოვრების" ნუსხით ირკვევა, რომ ქართლის ცხოვრების კრებულში XV საუკუნის ბოლო მეოთხედშიც არ ყოფილა შეტანილი თამარის ისტორის და ჟამთააღმწერლის თხზულება. 1927 წელს ი. ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1134 | Added by: NaTia | Date: 22.05.2010

თემურლენგის იმპერია, 1365-1405 წწ.


თემურლენგის ლაშქრობანი საქართველოში, ამიერკავკასიის, ირანის და სხვა მომიჯნავე ქვეყნების დაპყრობის დროს თემურლენგს შეტაკება უხდებოდა ოქროს ურდოსთან. 1385 ოქროს ურდოს ხანი თოხთამიში ამიერკავკასიის ქვეყნებზე გავლით ჩრდილოეთ ირანს შეესია. ამის საპასუხოდ თემურლენგიც მრავალრიცხვოვანი ჯარით ირანისაკენ დაიძრა, საიდანაც 1386 შემოდგომაზე სამცხის მხრიდან საქართველოში შემოიჭრა.

ბაგრატ V-მ, რომელიც თბილისში იყო გამაგრებული, სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია მტერს, მაგრამ ბოლოს იძულებული გახდა ტყვედ დანებებოდა. თემურლენგმა მას რჯულის გამოცვლა შესთავაზა ტახტის დაბრუნების საწინდრად, რაზეც საქართველოს მეფემ უარი განაცხადა, მაგრამ, როცა დარწმუნდა, რომ მტრის ხელიდან თავდახსნის სხვა გზა აღარ იყო, დათანხმდა. თემურლენგმა მას ტახტი დაუმტკიცა და 12-ათასიანი მხედრობით საქართველოში გამოისტუმრა.

ბაგრატმა ამის შესახებ გზიდან საიდუმლოდ აცნობა თავის შვილს გიორგის, რომელმაც გაჟლიტა მტრის ჯარი და მეფე დაიხსნა.

1387 გაზაფხულზე თემურლენგი ურიცხვი ჯარით მეორეჯერ შემოესია საქართველოს. ბაგრატმა და გიორგიმ მოსახლეობა მიუდგომელ ადგილებში დახიზნეს და მომზადებული დახვდნენ მტერს, მიუხედავად სასტიკი წინააღმდეგობისა, თემურლენგმა მოახერხა საქართველოში შემო ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1181 | Added by: NaTia | Date: 22.05.2010

თემურლენგი (ევროპულად, ტამერლანი) (დ. 1336, ხოჯა-ილგარი ― გ. 18 თებერვალი,1405, ოთრარი), შუააზიელი მხედართმთავარი, ემირი (1370-1405), გათურქებული მონღოლური ტომის ბეგის თარაღაის შვილი.

ახალგაზრდა თემურლენგმა სახელი გაითქვა ფეოდალურ შინაომებში, ვილაიეთის მმართველი გახდა (1362) და ცოლად შეირთო ბალხისა და სამარყანდის მფლობელის ჰუსეინის და. 1362 ფეხში დაიჭრა და ამის გამო "თემურლენგი" (ტაჯიკურად "კოჭლი თემური") შეარქვეს. ორგანიზატორული და სამხედრი ნიჭის წყალობით თემურლენგი ჰუსეინთან ერთად სათავეში ჩაუდგა ფეოდალთა ლაშქარს და შეება მოგოლისტანის ჯარს, მაგრამ დამარცხდა.

მალე თემურლენგსა და ჰუსეინს შორის დაიწყო ბრძოლა ხელისუფლებისათვის. 1370 თემურლენგმა ემირის წოდება მიიღო და ჩინგიზ-ყაენის შთამომავალთა სახელით ერთპიროვნულად განაგებდა მავერანაჰრს. 1388 აიღო ხვარაზმი და დაანგრია მისი დედაქალაქი ურგენჩი.

თემურლენგის სახელმწიფო წარმოადგენდა ფეოდალურ სამფლობელოთა კონგლომერატს. მისი ჯარი, ჩინგიზ-ყაენის ტრადიციების მიხედვით, ათეულების სისტემაზე იყო აგებული.

თემურლენგი დიდ ყურადღებას უთმობდა მეცნიერულ და კულტურულ განვითარებას, დაპყრობილი ქვეყნებიდან მოჰყავდა ოსტატები და აგებდა სასახლეებს, მეჩეთებს, მავზ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1218 | Added by: NaTia | Date: 22.05.2010

წყარიშდიდა (მთქმელი ნ. სიგუა, ) წყარიშდიდა (წყარიშმაფა) ცხოვრობს ღელეში, ჭონჭყო ადგილებში, ტეხურში ის არ ცხოვრობს. ნახევარი (ქვევითა ნაწილი) თევზის ფორმისაა, ნახევარი (ზედა ნაწილი) ქალისა. წყარიშმაფამ თუ წინ გაგიარა და შენ მისი ნაკვალევი გადაკვეთე. უსათუოდ უჟმური შეგეყრება.

ტყაშმაფა ქალია და ტყეში ცხოვრობს. წყარიშმაფა წყალში ცხოვრობს და უფრო თევზსა და ბაყაყს ჰგავს. ადამიანს ავადმყოფობას შეყრის ხოლმე


წყარიშმაფას მოჭრილი თმა (მთქმელი ჟ. ბოკუჩავა, სოფ. ლესიჭინე) ერთ ბიჭს უნახავს წყარიშმაფა. წყარიშმაფას სახელი დაუძახია - ხუტუ, ხუტუო! ამ ბიჭს მათრახი მოუქნევია წყარიშმაფასთვის . მას კივილი დაუწყია და ამ ბიჭის ოჯახი დაუწყევლია: "სახლში არც ერთი ცოცხალი არ დაგხვედროდესო."

მართლაც ყველა ამოწყვეტილა. წყარიშმაფა ერთ ღამეს განუწყვეტლივ კიოდა თურმე. ამ ბიჭს გაუგონია კივილი და მისულა. წყარიშმაფას უთქვამს: "სავარცხელი მომაძებნინეო." ამ ბიჭს უთქვამს: შენ რატომ დაწყევლე ჩემებიო და მაკრატლით თმა მოუჭრია და ცეცხლში დაუწვავს.

წყარიშმაფას ძალა დაუკარგავს და ჩვეულებრივ ქალად ქცეულა.


წყლის დედა კივილით გაურბის დადევნებულ მგლებს (მთქმელი გ. ქობალია, გალის რაიონი) იტყოდნენ: წყალში ცხოვრობს (ზის) წყლის დედაო. იგი წინათ უნახავთ საკუთარი თვალით ერთ ღამეს, ქურდი კაცი მიდიო ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1241 | Added by: NaTia | Date: 22.05.2010

ტყაშმაფა (მეგრ. ტყის მბრძანებელი) ქართულ მითოლოგიაში ტყის მეფე-ქალია, გარეულ ცხოველთა მბრძანებელი.

ხალხური წარმოდგენებით ტყაშმაფა ოქროსთმიანი (ზოგჯერ შავთმიანი) მშვენიერი ქალია, რომელიც ტყეში ცხოვრობს.

მასზეა დამოკიდებული მონადირის იღბალი. ტყაშმაფა მონადირესთან საიდუმლო სასიყვარულო კავშირს ამყარებს; საიდუმლოს გაცემის შემთხვევაში იგი მის რჩეულს სიკვდილს მოუვლენს (ზოგჯერ ქვად აქცევს), ხოლო მის ოჯახს გააღატაკებს.

ტყაშმაფას სიყვარულს ეძიებს ოჩოკოჩი, რომლის ძალადობის გამო ტყაში-მაფა კვდება (ან მონადირის ხელშეწყობით შველის თავს).

ზოგი მკვლევარი ტყაშმაფას დალისთან და უსახელო "ტყის ქალის” სახელთან აკავშირებს, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რაიონებში გავრცელებულ გადმოცემებსა და რიტუალურ სიმღერებში გვხვდება.


პოპულარული აღწერით, ტყაშმაფას გრძელი თეთრი თმები აქვს, რომელიც შიშველ ტანს უფარავს და კოჭებამდე წვდება. როცა ტყაშმაფა იცინის რძესავით თეთრი კბილები უჩანს. ტყაშმაფა ტყეში ცხოვრობს და ღამეულ მგზავრებს თუ შეხვდება და გამოელაპარაკება.

ტყაშმაფას პასუხი არ უნდა გასცე ხელებით უნდა ელაპარაკო, თორემ ჭკუაზე შეგშლის.

Category: ენციკლოპედია | Views: 1168 | Added by: NaTia | Date: 22.05.2010

ოჩოკოჩი — ქართულ მითოლოგიაში ნადირთმფარველი ღვთაება. ზეპირსიტყვიერების პოპულარული პერსონაჟი, რომელიც ტყეში ცხოვრობს და გამუდმებული კონფლიქტი აქვს მონადირეებთან; მისი სხეულის ერთი ნაწილი ვაცის (მამალი თხა), მეორე კი ადამიანის მსგავსია. მკერდზე რქისებრი წანაზარდი აქვს, რითაც ამარცხებს მოწინააღმდეგეებს.

შედგენილ ტერმინებში — ოჩოკოჩი, ოჩოპინტრე, ოჩიდალი პირველი კომპონენტი ორი ბოჩი, ივანე ჯავახიშვილის აზრით, დაკავშირებულია ვაცთან და ძვ. ნადირთმფარველ წარმართულ ღვთაებას უკავშირდება. ვერა ბარდაველიძეს ოჩი ბოჩი მესაქონლეობის მფარველ ღვთაებადაც მიაჩნდა.


გადმოცემით, ოჩოკოჩს მეტყველება არ შეუძლია, მაგრამ მისი ხმა ადამიანებს თავზარს სცემს. ოჩოკოჩს სხეული ჟანგისფერი თმით აქვს დაფარული. ადამიანის მიერ მოკლული ოჩოკოჩი მეორე გასროლის შემდეგ ცოცხლდება. გავრცელებული სიუჟეტების თანახმად ოჩოკოჩი ელტვის ტყის დედოფლის ტყაში-მაფას სიყვარულს.

ხალხური ნაამბობი.

ოჩოკოჩი დიდია და ბანჯგვლიანი, მკერდზე ორი რქა აქვს გამოშვერილი. ტყეში მიუვალ ადგილებში ცხოვრობს. ღამით თუ ტყეში ძლიერი "ვოო!!" ღრიალი გაისმა - ეს ოჩოკოჩია ნამდვილად.

ოჩოკოჩი მწყემსთან მიდის, ცეცხლზე თბება.


(მთქმელი მ.სიჭინავა 70 წლის, სოფ. ლესიჭინე, ჩხოროწყუს რაიონი)

ერთხელ ძროხებს ვმწყე ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1173 | Added by: NaTia | Date: 22.05.2010

მესეფები,


მესეფებს მთიდან ფრინველები და ნადირები ჩამოჰყავთ (მთქმელი დ. სორდია , სოფ. კირცხი)

მესეფობა შემოდგომასაა. ერთად ექვსი მესეფიაო. სამი ქალია და სამი კაცი. ისინი ერთად არ ამოვლენ. მესეფებს მთიდან საქონელი და ფრინველები ჩამოჰყავთ ზღვის სანაპიროზე. სამ თბილ დღეს მოდენიან ზღვის ნაპირამდე. ზღვიდან მთისაკენ სამ ცივ დღეს მიდენიან იმ საქონელსა და ფრინველს, რომლებიც სიცივეს იტანენ (უძლებენ). ამიტომაა მესეფობა სამ დღეს. მესეფის ამოსვლით ამინდის გამოცნობა შეიძლება.

მესეფობის დროს თუ კარგი ამინდია - საქონელი თეთრად გამოწყობილმა გოგოებმა მოდენესო, იტყოდნენ და ზამთარიც კარგი იქნებაო. ცუდი დღეები თუ იქნა - საქონელი ნაბდიანმა ბიჭებმა მოდენესო და ზამთარიც ძლიერ თოვლიანი იქნებაო.

მესეფობაზეა დამოკიდებული (მიბმული) მონადირის ბედი. მესეფი მიუჩენს თავის წილ ნადირს მონადირეს. ნადირს ეტყვის: შენ ამისულუფა (თია) ყოფილიყვე, შენ კი იმისაო. მართლდება ხოლმე ეს. მონადირემ თუ სხვას ესროლა, ტყვია აცდება. მისთვის განკუთვნილს როცა ესვრის, ტყვია არასგზით არ აცდება.

მესეფების სასახლე (მთქმელი ა. ქებურია - ჩხოროწყუ)

მესეფებზე ბაბუაჩემის ნათქვამი ვიცი. მესეფობა ოქტომბრის ბოლო სამ დღესა და ნოემბრის დასაწყის სამ დღეს არის. სულ ექვსი დღე. ჩემი ბაბუას დედის ძმა გვაძი შელია ყოფილა საჩინოში. წალობის დროს წასულა გარეული ტახის მოსაკლავად.

ბევრი უვლია ტყეში აქეთ-იქით და ბოლოს დაღლილი ტყე ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1070 | Added by: NaTia | Date: 22.05.2010

ალილო.


ალილო - ქართული საწესო სიმღერა. სრულდებოდა შობის წინა ღამეს. შეიკრიბებოდა რამდენიმე კაცი (სულ მცირე 3, რადგან სიმღერა სამხმიანია), ჩამოუვლიდა ყოველ ოჯახს და სიმღერით დღესასწაულს მიულოცავდა. მასპინძელი მომღერლებს სანოვაგით ასაჩუქრებდა (აუცილებლად უნდა გაეტანებინათ კვერცხი - სიცოცხლისა და ნაყოფიერების სიმბოლო).

ალილოს ტექსტებში ("ოცდახუთსა დეკემბერსა", "ჩიტი ღობეზე შემოჯდა", "წისქვილს პური დავარიგე" და სხვ.)

გამოთქმული იყო ჯანმრთელობის, ბედნიერებისა და ბარაქიანობის სურვილი.

ალილო მთელ საქართველოში იყო გავრცელებული და ყველა კუთხეში თავისებურად ასრულებდნენ. სიმღერას წარმართული ჰანგი უდევს საფუძვლად.

"ალილო", როგორც ჩანს, მოგვიანებით დაერქვა (ალილუიასგან).

ვარაუდობენ, რომ საშობაო და სააღდგომო სიმღერების საერთო სახელწოდება უნდა ყოფილიყო ჭონა.

საქართველოში ალილოს ტრადიციას მრავალწლიანი ისტორია აქვს, რომელიც საქართველოს ისტორიაში მხოლოდ ერთხელ დაირღვა - საქართველოს გასაბჭოების შემდეგ. 1990 წლებში მისმა უწმიდესობამ და უნეტარესობამ ილია II-ემ აღადგინა.

დღესდღეობით ალილოს ზეიმობენ სადღესასწაულო ლიტურგიის შემდეგ, როდესაც მრა ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1532 | Added by: NaTia | Date: 22.05.2010

ვახტანგ გორგასლის აჯანყება — V საუკუნის მიწურულს ქართლში მომხდარი აჯანყება.

სპარსელებს საქართველოში ბევრი წარჩინებული უჭერდა მხარს. მათ შორის ვარქსენ პიტიახშიც იყო. მან ქრისტიანობის ერთგულებისთვის თავისი ცოლი შუშანიკი აწამა. მალე ვახტანგმა ვარსქენ პიტიახში მოაკვლევინა და აჯნყებაც დაიწყო.

პირველ წელს მეფემ დიდ წარმატებას მიაღწია — ირანელები განდევნა ქართლიდან. მომდევნო წელს დიდი ჯარი დაიძრა საქართველოსკენ.

ქართველებს აჯანყებული სომხებიც შეუერთდნენ. ირანელების დასახვედრად ლაშქარი საქართველოს საზღვართან მთებში დაბანაკდა.

სპარსელები ბარში გაჩერდნენ. ვახტანგ გორგასალი შიშობდა, რომ მტერი ქართლში შეიჭრებოდა და ქვეყანას ააოხრებდა, ამიტომ აჩქარდა, მთიდან დაეშვა და მრავალრიცხოვან მტერს გაშლილ ველზე შეებრძოლა. უთანასწორო ბრძოლაში ქართველ-სომეხთა ლაშქარი დამარცხდა.

მართალია აჯანყება დამარცხდა, მაგრამ სპარსელები იძულებულნი გახდნენ დათმობებზე წასულიყვნენ. მათი ბატონობა შესუსტდა. ვახტანგ გორგასალი არ შეურიგდა ბედს. მიუხედავად დამარცხებისა, იგი აგრძელებდა დამპყრობლებთან ბრძოლას.

საბოლოოდ ვახტანგი შეეწირა კიდეც ომს. სპარსელებთან ერთ-ერთ შეტაკებისა მოღალატემ მეფეს იღლიაში ისარი სტყორცნა. ამ ადგილას ვახტანგ გორგასალს ჯაჭვის პერანგი გარღვეული ჰქონდა. მძიმედ დაჭრილი მეფე უჯარმაში წაიყვანეს.

... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1098 | Added by: NaTia | Date: 22.05.2010

გუგარები-გუგარები, გოგარები, ქართველი ტომი. მისი უძველესი პირველსაცხოვრისი უნდა ყოფილიყო მდინარე დებედის ზემო დინაების ხეობა, რომელიც ძველ ქართულ და სომხურ წყაროებში კანგარი ეწოდებოდა (ამჟამად სომხეთში).

აქ ბოლო დრომდე შემორჩენილი იყო ტოპონიმი "გოგარანი" (დღეს სოფ. გუგარქი). თვით სომხური წყაროები გუგარებს არასომხურ ტომად მიიჩნევენ (მოვსეს ხორენაცი, ფავსტოს ბუზანდი), ზოგი მათგანი კი ქართველ ტომად (ჰოვანეს დრასხანაკერტცი). გუგართა პიტიახშს არშუშას V საუკუნის ისტორიკოსი ლაზარ ფარპეცი ხშირად ქართლის თუ ქართველთა პიტიახშს უწოდებს.

დრილები,

დრილები, ძველი დასავლური ქართული (მეგრულ-ჭანური) ტომი, ცხოვრობდნენ სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის მთიანეთში, მდინარე ხარშუტის ხეობაში. ძვ. წ. 401 მათ ქვეყანაში ილაშქრა ბერძენმა სარდალმა და ისტორიკოსმა ქსენოფონტმა. მისი ცნობით დრილები პონტოსპირელთაგან ყველაზე მეომარი ხალხი ყოფილა, ბინადრობდნენ მთიან, გამაგრებულ და მიუვალ ადგილებში.

ქვეყნის დედაქალაქი ისე ძლიერ ჰქონიათ გამაგრებული, რომ ბერძენთა მრავალნაცად ლაშქარს, მისი აღება ვერ მოუხერხებია. დრილები ძირითადად მეცხოველეობას მისდევდნენ. განვითარებული ჰქონიათ სამშენებლო საქმეც.

მაკრონები.


მაკრონები - წინარე ქართული ტომი. ბინადრობდა სამხრეთ კოლხეთში. ანტიკური ხანის ავტორების ცნობით, ცხოვრობდნენ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1731 | Added by: NaTia | Date: 22.05.2010

ჭყონდიდელი, ჭყონდიდის (ახლანდელი მარტვილი) მთავარეპისკოპოსი X საუკუნიდან დღემდე (X-XIII საუკუნეებში ჭყონდიდელი ატარებდა აგრეთვე ბიზანტიურ საპატიო ტიტულებს: სვინგელოზი, პროტოუპერტიმოსი).

ჭყონდიდელი იყო ოდიშის ეკლესიის მეთაური და აფხაზეთის საკათალიკოსოს დაარსებამდე (წყაროებში პირველად XIII საუკუნეში იხსენიება, ზოგიერთი მკვლევარის მოსაზრებით, აფხაზთა კათალიკოსიბა დაწესდა VIII ან X საუკუნეებში) ყველაზე გავლენიანი მღვდელთმთავარი დასავლეთ საქართველოში და შესაძლოა მას ექვემდებარებოდნენ დასავლეთ საქართველოს სხვა ეპისკოპოსებიც.



ჭყონდიდელის დიდი გავლენის გამო დავით აღმაშენებელმა (1089-1125) საეკლესიო პოლიტიკის გატარებისას სწორედ მასზე შეაჩერა არჩევანი - ჭყონდიდლობა შეუთავსა მწიგნობართუხუცესობას და ის დანიშნა თავის ვაზირად.

შემდეგში დავითმა ჭყონდიდელს დაუქვემდებარა კიდევ ორი ეპარქია: ბედიისა (აფხაზეთში) და ალავერდისა (კახეთში). XII-XIII საუკუნეებში ჭყონდიდელი ზოგჯერ ქართლის კათოლიკოსიც ხდებოდა და სხვა ეპარქიის მღვდელთმთავრობასაც ითავსებდა (მაგ., XII საუკუნის ბოლოს მიქაელ კათოლიკოსი იყო ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი და სამთავნელი; არსენ კათოლიკოსი - ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი).

უკანასკნელად ჭყონდიდელი ვაზირად წყაროებში იხსენიება XIII საუკუნის შუა წლებში (ბასილი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი და უჯარმელი).

... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1094 | Added by: NaTia | Date: 22.05.2010

გულანი, საეკლესიო კრებული, რომელშიც თავმოყრილია საღვთისმსახურო წიგნები - სახარება, საქმე მოციქულთა, მოციქულთა ეპისტოლენი, თორმეტივე თვის საგალობლები, მარხვანი და ზატიკი, საწინასწარმეტყველო, ფსალმუნნი, ჟამნი, სვინაქსარი, ტიბიკონი, მოკლე ჰაგიოგრაფიული საკითხები და სხვა.

გულანებს, რომელთაგან ზოგი ორ-სამ ფუთსაც კი იწონიდა, იძენდნენ მდიდარი ეკლესიები და მონასტრები. ჩვენამდე მოღწეულია გელათის, დავითგარეჯის, მცხეთის, ალავერდის, კაცხის, მარტვილის, შემოქმედისა და სხვა ეკლესია-მონასტერთა გულანები. გულანის მოკლე რედაქციას ეწოდება "ჟამნ-გულანი" (შეიცავს "ჟამნსა" და მოკლე სვინაქსარულ საკითხებს; ცნობილია ყანჩაეთისა და რუისის ეკლესიის "ჟამნ-გულანი"). სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, გულანი "გულთ სანდომად შეკრებული წიგნია". იგი ორიგინალური ქართული კრებულია და არც ერთ სხვა ეკლესიას არა აქვს.

Category: ენციკლოპედია | Views: 1105 | Added by: NaTia | Date: 22.05.2010

ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები