შაბათი, 27.04.2024, 02:27
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 5 » კობა ჭუმბურიძე – “ხვამლისა”.
00:49
კობა ჭუმბურიძე – “ხვამლისა”.

კობა ჭუმბურიძე – Koba Chumburidze

ხვამლისა

მიზანს მივატანეთ კვირას.
ჯილდოა რაოდენი
ხვამლის ძირას,
ცეცხლის პირას,
განთიადის ლოდინი.
არე–მარე, ფერი ქარცის, ღამის ბინდში ჩაწნულა, გაუშლია ფრთები ქარცივს, სათარეშოდ აძრულა, აათრთოლებს დიდრონ ცაცხვებს და ალერსით დაქანცავს, ნისლებს წეწავს, ვერხვებს არწევს, ბოლო ფოთოლს აძარცვავს.
ზეცა ისე იღრუბლება და ისე იქუფრება, უნდა მიწის დაუფლება, შუშპარი და შუფრობა, სატრფიალოდ შეყრა ნებავს, სული დუღს ლაბარნასი, ითრუჯანის მხურვალებას უსალბუნებს არმაზი.
ურანუსმა შხივი იხმო, ეჭვი ხრავს მოაბადის, გასუსულა მთვარე მიღმა ღრუბლის ლეგა ნაბადის.
აღმა აეხუტა კვამლი, კოცონს თქორი ეპკურა, სფინქსად გაწოლილა ხვამლი, იდუმალი ებგური.
ხვამლო, არამ–ხუტის ხამლო, დღემდის არვის ეღირსა დაიურვოს საიდუმლო შენი კალთის, რეხისა.
გულს ჩაგიკრავს მონაბარი ერისა და მეფისა, თავს გვირგვინად დაგდგომია მაყრიონი ზეცისა,
ღვთაებათა მთელი დასი, ვისაც აქ ეგულება ერთი ძველთაძველი თასი, ყოვლის დამარწყულები, რაის ხიბლიც არასოდეს ხუნდება და ძველდება…
წვიმა მოდის, წვიმა მოდის, მთა და ბარი სველდება.
დილეულა, როს ნაშფოთარ ღამეს მიეძინება, როს ცრიატი რიბირაბო შხერებს წაეფინება, როს ბარბალიც აღმოხდება, მეწამულის ფერისა, რით მიხვდება, რა დახვდება კვალად ცისიერისა…
ოდენ ქიზის, ონავარის, ღამეული სიგრილე, გაცრეცილი ნაშთი მთვარის და ბინულის კირკილი, ნაწვიმარზე ნამასხმული აბლაბუდას ლაპლაპი
და წვეთების
ფოთოლ–ფოთოლ
კანტი–კუნტი კაპკაპი…

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1242 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 5.0/1
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები