შაბათი, 27.04.2024, 02:35
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 5 » ბორის პასტერნაკი – Boris Pasternak.
00:55
ბორის პასტერნაკი – Boris Pasternak.

ბორის პასტერნაკის პორტრეტი. ლადო გუდიაშვილი - Boris Pasternak. Portrait. Lado

Gudiashvili. 1966


ბორის პასტერნაკი – "ბარდნიდა, ბარდნიდა მთელს დედამიწაზე”.

თარგმანი ესმა ონიანის

ბარდნიდა, ბარდნიდა მთელს დედამიწაზე
უსაზღვროდ ერთობ.
სანთელი ენთო მაგიდაზე,
სანთელი ენთო.
ქარბუქი ქარგავდა მინაზე
გვიმრიან ბექობს,
სანთელი ენთო მაგიდაზე,
სანთელი ენთო.
სანთელს აფეთებდა ქარი და
ცდუნების ალმურს
ფრთები აეფოფრა, გაშლიდა
ტანს ვნება-დაძრულს.
და დაეცემოდა კაკუნით
ძირს ქოში წყვილი,
კაბაზე ცრემლად დანამული
ცვიოდა ცვილი.
და თეთრად ერთვოდა მიდამო თოვლს,
სრულად ენთო,
სანთელი ენთო მაგიდაზე,
სანთელი ენთო.
გასხივოსნებულ ჭერზე დამრეცი
წვებოდნენ ჩრდილები
ხელების ხლართების, სხეულთა ხლართების,
ბედით შეყრილების.
ბარდნიდა მთელი თებერვლის თვე
ხშირ-ხშირად ერთობ,
სანთელი ენთო მაგიდაზე,
სანთელი ენთო.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1300 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები