პარასკევი, 26.04.2024, 23:33
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 6 » რა ხდებოდა ბრწყინვალე ორშაბათს ძველად საქართველოში.
00:54
რა ხდებოდა ბრწყინვალე ორშაბათს ძველად საქართველოში.

გარეგნობა - ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის მომლოცველობითი რიტუალია, რომელიც უძველესი დროიდან სრულდებოდა ეკლესიაში აღდგომის მეორე დღეს, ორშაბათს. მორწმუნენი ამ დღეს მთელი საეკლესიო კრებულის წინამძღოლობით ლიტანიას (საზეიმო მსვლელობა ჯვრებით, ხატებით, ანთებული ლამპრებით, საეკლესიო გალობით) მართავდნენ "გარეგან ეკლესიისა" (ან მონასტრისა), ე.ი. ეკლესიის გარეთ.

მომლოცველნი "ქრისტე აღდგას" გალობით შემოივლიდნენ ყველა სამლოცველოს, ეგუტერს, ნიშს, აგრეთვე იმ ადგილებს, სადაც აღმართული იყო ჯვარი, და იქ მყოფთ მიულოცავდნენ ქრისტეს აღდგომას: "ქრისტე აღდგა!" ისინიც მიუგებდნენ: "ჭეშმარიტად აღდგა". ეს რიტუალი აღწერილია გიორგი მთაწმინდელის "დიდ სვინანქარში" (XI ს.).

ჯვარი, საგანგებო ნიშების გარდა, ქრისტიანთა საფლავებზეც გამოისახებოდა. ამიტომ გარეგნობის ლიტანიობის დროს "ქრისტე აღდგა" და სხვა სააღდგომო საგალობლები ქრისტიანთა საფლავებთანაც იგალობებოდა. ამით მომლოცველნი გარდაცვალებულ მოყვასთ ახარებდნენ "საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი" ქრისტესს აღდგომას.

გარეგნობის წესი და მასთან დაკავშირებული სააღდგომო გალობა საფლავებთან - ქართველმა მორწმუნეებმა დღემდე შემოინახეს. მაგრამ ზოგჯერ ამ რიტუალს "საფლავთა კურთხევასა" და "მიცვალებულთა მოხსენებას" უწოდებენ.

ეს ტერმინოლოგიური შეცდომაა, რადგანაც მიცვალებულთა ხსენება, ტიპიკონის განჩინებით, ბრწყინვალე შვიდეულში აკრძალულია.

თერმინოლოგიურმა შეცდომამ, შედეგად ის გამოიღო, რომ ზოგიერთ კრებულში ბრწყინვალე ორშაბათს საფლავებზე გასვლის აკრძალვა დაიწყეს. ასეთი გადაწყვეტილება, რასაკვირველია, მართებული არაა, რადგანაც საფლავებზე გასვლა და იქ აღსრულებული სააღდგომო გალობა - უძველესი საეკლესიო ჩვეულებაა, და მისი აღმოფხვრა სასურველი არ არის.

გარეგნობის რიტუალი უნდა შენარჩუნდეს; თუმცა იგი მიცვალებულთა ხსენებად კი არ უნდა მივიჩნიოთ, არამედ აღდგომის მომლოცველობად.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1052 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები