პარასკევი, 26.04.2024, 14:49
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 6 » ბერობისათვის-რუსთაველი აღესრულა როგორც ბერი.
00:58
ბერობისათვის-რუსთაველი აღესრულა როგორც ბერი.

რაოდენად ანგელოზი უმაღლესია ხორციელ კაცთაგან, ეგოდენად უმაღლესია ბერობა მსოფლიო ცხოვრებისაგან. გარნა არა ქუდით და ანაფორის ჩაცმითა, არამედ სულის ხარისხთა ზედა ძალითი ძალად აღსვლითა, რომლისა სწავლა უთუოდ დიდ არს და მაღალ და ხანგრძლივი ღვაწლით მისაწვდომელ.

ერთი წმინდა მამათაგანი იტყვის: "შეიძლება ბერმან ასი წელი დაჰყოს მონასტერში და ბერობა არ იცოდესო" დიდი სამწუხაროა, ძმაო, ესეთი უგუნური გაცდენა, რომ კაცი ბერობაში დაბერდეს და ანბანი ბერობისა არ იცოდეს! მივხედოთ ქვეყანაზედ ყოველგვარ ხელოვნების და სწავლა-განათლების შედგომილს პირებს, თუ რა შრომა და ღვაწლი სჭირიათ მათ და შენ გინდა, რომ მარტო ქუდით და ანაფორით დაასრულო ბერობის მაღალი ნიჭი?!

სტყუვდები, ძმაო, და ცდები! შენ ამით ბერი არ იქნები, ერც საეკლესიო მსახურების აღსრულებით და ვერც მარტო ლოცვანის წაკითხვით იქმნები ბერი.

ნუ გეწყინება: თუ გინდ ბევრი ჯილდოც მიგეღოს და ხარისხითაც ამაღლებული იყო, ვერც ამითი გახდები ბერი: უკეთუ შინაგანი ბერობა არ გეცოდინება, მაშინ ესენი უხმარ არიან შენდა, იმიტომ, რომ გარეგანს მარტო მისდევ და შინაგანს ივიწყებ.

ხეს ჯერ ფურცელი გამოაქვს და მერმე ნაყოფი. მაშ შენცა ჯერ ფურცელი ეგე გარეგანი მსახურება მარადის აღასრულე და მერმე შინაგანი სულის ნაყოფი გამოიღე, რომელ არს სიყვარული ძმათა, სულ-გრძელება განსაცდელთა შინა, მარხვა, მყუდროება და მოთმინება ჭირსა შინა.

უპოვარება, სიმშვიდე, ურისხველობა, სიმდაბლე, მიტევება, შემაწუხებელისა შეყვარება, მტერისა ნაცვლად არა მიგება, შურისა და ძვირის ხსენებისაგან შორს ყოფა, მოწყალება, სიტკბოება, დაცვა სიწმინდისა შეუგინებელად, ლოცვა სამარადისო გულითადი და სულთქმით ხსენება სიკვდილისა - აი, ესენი არიან შინაგანი ბერობა და უკეთუ ამათი შეძენისათვის ღირსი მამა ალექსი (შუშანია) მისწრაფება არ გექნება, სწორედ, უხმარია შენი ბერობა!

ნუ ჰფიქრობ ძმაო, რომ ბერობა უგუნური და უსწავლელი კაცებისაგან იყოს მიღებული, არამედ დიდთა ფილოსოფოსთა და გენიოსთა პირებთაგან იქმნა დაწყებულ განსაახლებელად პირველ სამოთხეში ყოფილის ადამის ცხოვრებისა, რომელიც შემოსილ იყო ქალწულებით, უნივთო ცხოვრებით და ღვთისა პირის პირ ხედვა-ზრახვით.

ამას მიწვდნენ ზოგიერთნი დიდნი წინასწარმეტყველნი და აღსრულდნენ ბერად, რომელთა შორის უმეტეს ყოველთა განბრწყინვებულმან იოანე ნათლისმცემელმან მოგვცა სახელი ბერობისა თვისის საკვირველის ცხოვრებით. ძველი დაუტევოთ და ახალ სჯულში გადმოვიდეთ, იხილეთ ვასილი, გრიგოლ, იოანე და სხვანი დიდნი მღვდელ-მთავარნი, ათინის სწავლით განათლებულნი: ამათ თუმცა სწავლა-განათლება დაამთავრეს, გარნა მაღალი სწავლის წყალობით შეიტყვეს, რომ აკლიათ კიდევ ერთი უმთავრესი და უსაჭიროესი სწავლა, რომელ არს ბერობა, გინა ზნეობით ამაღლება ადამიანურ ვნებათაგან, რომლის ტყვეობის თავისუფლებისათვის შეუდგნენ ბერობას.

ერთსაც კიდევ გიჩვენებ უფრო მახლობელს ჩვენს საქართველოის ფილოსოფოსს რუსთაველს, რომელმან ბერობის ხარისხზე დაასრულა თავისი ბოლო სიცოცხლე და აღესრულა ბერად იერუსალიმს შინა ჯვრის მონასტერში. 

აი, ამგვართა დიდთა განათლებულთა პირთა მიერ არს ცნობილი და დამტკიცებულ საიდუმლო ღირსება ბერობისა და გვაუწყეს, რომ ბერობა არის უმაღლესი სასწავლებელი ქვეყანაზედ. ბერობა არის თვით მაღალი ფილოსოფოსობა კაცობრიობაში, რომელიც სჭვრეტს სულის წმიდის ძალით ხილულსა და უხილავსა...

შინაგანი ბერობა ყოველ დღე სიკვდილია ქრისტესთვინ და ჯუარცმაა სამარადისო; დავასრულებ: შინაგანი ჭეშმარიტი ბერობა მსგავსება არს ღვთისა. ეხლა შენ გეტყვი, საყვარელო ძმაო, უსწავლელო და უბრალო ბერო: შეიყვარე შენს სენაკში ჯდომა, იკითხე მამათა ცხოვრებანი, ილოცე მარადის სულთქმით და ისწავლი ბერობას.

შენ რა გითხრა, ძმაო, რომელსაც სენაკის ჯდომა მოგძულებია და კანონი ბერობისა დაგიგდია და მიადგები ღარიბგაჭირვებულს ქვეყნის სამსახურით კისერ ჩამომწვარ და ჩამოღლეტილ ძმას, ხელმწიფის, ქვეყნის, მტერმოყვრის,
ცოლ-შვილის და ყოველ გვარის მოთხოვნილებით დატვირთულს და ართმევ სისხლის ოფლით ნაშოვარს ორიოდე გროსს და გგონიეს, მსხვერპლი შესწირე ღმერთსა! მიკვირს, ძმაო, ეგეთი შენი გულქვაობა და უწყალება! ღმერთი იტყვის: "წყალობა მნებავს და არა მსხვერპლიო" მაშ, თუ ღმერთსა წყალობა უყვარს, შენ უწყალოება და გაჭირვებულის შეწუხება ვინ დაგამოძღვრა?



კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1035 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები